USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
თბილისი
«The Daily Telegraph»: „როგორც იქნა, პუტინი იძულებული გახდა თავისი მწარე წამალი თვითონვე გაესინჯა - კრემლმა გამანადგურებელი დარტყმა განიცადა. რა გავლენას მოახდენს ეს რუსულ საზოგადოებაზე?“
თარიღი:  718

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ორი ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია-კომენტარი სათაურით „როგორც იქნა, პუტინი იძულებული გახდა თავისი მწარე წამალი თვითონვე გაესინჯა - კრემლმა გამანადგურებელი დარტყმა განიცადა. რა გავლენას მოახდენს ეს რუსულ საზოგადოებაზე?“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი, ექსპერტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

ის, რაც კვირას, პირველ ივნისს მოხდა, რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიაში შეტანილი იქნება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - მანიშნებელი იმისა, რომ შესაძლოა სიტუაცია, როგორც იქნა, უკრაინისათვის პოზიტიურად იცვლება და ისარი კიევის სასარგებლოდ გადაიხარა. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, როგორც ჩანს, საშინელი დარტყმა მიიღეს: უკრაინისაგან ათასობით კილომეტრის მოშორებით, ირკუტსკის ოლქში  განადგურებული იქნა 40 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის შორის რადიუსის მოქმედების მქონე ბირთვულ იარაღმზიდი სტრატეგიული ბომბდამშენები.

გარდა ამისა, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის ოლქებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა - კიევის მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაინგრა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები... ხოლო პოლარული წრის მიღმა, არქტიკაში, კოლის ნახევარკუნძულზე უკრაინულმა დრონებმა რუსული სტრატეგიული ავიაციის ბაზებს შეუტიეს... ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ჩანდა ყველასთვის და, მათ შორის, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვისაც.

რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის მანქანა მთელი ძალებით შეეცდება მომხდარი ფაქტის მნიშვნელობა შეამციროს, სიმართლე მიჩქმალოს და ისე წარმოადგინოს, რომ თითქოსდა არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა - ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომის („სპეცოპერაციის“) მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დღე და მეტი არაფერი...

საინტერესოა, სად იყო რუსეთის ჰაესაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რომლებსაც აეროდრომები და სარკინიგზო ხაზები უნდა დაეცვათ? იქნებ ისინი ვლადიმერ პუტინის სასახლეების დასაცავად არიან გადატანილნი, ან ჩრდილოეთ კორეას მისცეს საბრძოლო მასალების სანაცვლოდ?

უკრაინის მიერ შეტევებისათვის შერჩეული დრო მნიშვნელოვანია: რუსეთში მატულობს რიგით მოქალაქეთა უკმაყოფილება. რუსული ეკონომიკის კრიზისისა და ცხოვრების დონის გაუარესების კვალობაზე საზოგადოების მემაბოხური განწყობის ჩახშობა ადვილი არ იქნება.

რასაკვირველია, ომის დროს „ცალმხრივი მოძრაობა“ არ არსებობს. ცხადია, რუსეთიც ცდილობს დარტყმები მიაყენოს უკრაინას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მოსკოვი  ძირითადად სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. ვლადიმერ პუტინი, ალბათ, დარწმუნებულია, რომ რაც მეტ მშვიდობიან უკრაინელ მოქალაქეს მოკლავს, უკრაინა მით უფრო სწრაფად დამარცხდება, მაგრამ კრემლის ბინადარს ინტინქტები ღალატობს და სულ უფრო მეტ შეცდომებს უშვებს - ტაქტიკურს და სტრატეგიულს.

ახლა როცა რუსეთის თითქმის მთელი ტერიტორია უკრაინის არმიისთვის მისაწვდომი ხდება და შეიძლება ითქვას, სამხედრო მოქმედების არეალში ექცევა  - დრონებისა თუ დასავლური რაკეტების მეშვეობით, ან თუნდაც უკრაინის დაზვერვის მიერ დაქირავებული თუ გადაბირებული პირების დახმარებით, საინტერესოა, რას მოიმოქმედებს კრემლი, როგორ საპასუხო ნაბიჯს გადადგამს??

სხვათა შორის, უკრაინის გაბედული ნაბიჯი პესიმისტურ ფიქრებს იწვევს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ნაკლოვანებებზე. შეძლებს თუ არა ბრიტანეთი მსგავსი ეფექტური ოპერაციების განხორციელებას დაფინანსების 20-წლიანი შემცირებებისა და საკუთარი არმიისადმი მთავრობების გულგრილი დამოკიდებულების შემდეგ? როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი კუნძულები? თავის დროზე ბრიტანეთმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომ თავისი ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი გაანადგურა - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვითომდა აღარ დაჭირდებოდა. ჰოდა, ახლა ვლადიმერ პუტინი მშვენივრად სარგებლობს ჩვენი სუსტი პოზიციებით...

რადგანაც კრემლი პატივს სცემს ძალას, ამიტომ ისევ უნდა დავიწყოთ ჩვენი ბირთვული პოტენციალის აღდგენა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის კვლავწარმოების ჩათვლით.

უკრაინის შეტევების დონე, ინტენსივობა და მასშტაბურობა იმას მიანიშნებს, რომ კიევს, რუსული არმიის შეტევების სამწლიანი მოგერიების შემდეგ, უკვე თვითონაც შეუძლია კატატროფული დარტყმების მიყენება, თანაც ისეთ ადგილებში და ისეთი დონით, რომ კრემლს არც დაესიზმრება. ჩვენ მოგვიწევს უკრაინის გამოცდილების შესწავლა, რათა ხვალინდელ დღეს მზად შევხვდეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი იარაღი, რომელიც  პლაცზე დაწყობილი მხოლოდ ლამაზად კი არ გამოიყურება, არამედ მაღალი საბრძოლო თვისებებიც აქვთ... ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ტირანების შეჩერება, როგორიც ვლადიმერ პუტინია.

თბილისი
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.