USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
Тбилиси
«The Daily Telegraph»: „პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, თუ რატომ შეიძლება 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან“ (ინტერვიუ)
дата:  972

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოს პრეზიდენტის ვრცელი ინტერვიუ სათაურით „საქართველო არჩევანის წინაშე დგას: მან ევროპა უნდა აირჩიოს, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის // პრეზიდენტი განმარტავს, თუ რატომ შეიძლება 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან“ (ესაუბრება ჟურნალისტი კაპილ კომირედი).

ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტი გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას  პრეზიდენტის კაბინეტის შესახებ (ძაღლითურთ), განხილულია სალომე ზურაბიშვილის კარიერა როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში - როგორ დაინიშნა იგი საგარეო საქმეთა მინისტრად. საყბარია მის როლზე საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საქმეში - „იგი ქვეყნის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე საუკეთესო მინისტრად გადაიქცა“. მაგრამ... „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ვერ შეეგუა სალომე ზურაბიშვილის წარმატებას და იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის მსხვერპლი გახდა. მან ობიექტურად ვერ გააცნობიერა დასავლელი ლიდერების მხარდაჭერა, კრემლის ხაფანგში მოხვდა და რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელშიც საქართველოს გამარჯვება შეუძლებელი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ტერიტორიები დაკარგა და მარცხისაგან დამცირებულმა, საკუთარი ხალხის ჩაგვრა გააძლიერა: ბიზნესმენებს და ოპოზიციას დევნიდა, ფართოდ გავრცელდა კორუფცია და ადამიანთა წამება. დღესაც კი ბევრი შიშით თრთის სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლების საშინელებების გახსენებაზე“, - წერს ჟურნალისტი და ციტირებს თბილისელი ბიზნესმენის გამონათქვამს: „თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი თითქოსდა იმედის სხივს ჰგავდა, შემდეგ კი იგი ლავრენტი ბერიას დაემსგავსა, ნამდვილ ნაძირალად იქცა“.

ბიძინა ივანისვილი, განდეგილი პლუტოკრატ-მილიარდერი, რომელსაც ანონიმური ფილანტროპის რეპუტაცია ჰქონდა, თავისი ქვეყნის დეგრადაციას მთაწმინდაზე მდებარე მინის სასახლიდან აკვირდებოდა. ქართველები მას დიდ პატივს სცემდნენ ქველმოქმედებისათვის. მიხეილ სააკაშვილის შეუწყნარებელი მმართველობის ფონზე ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მხსნელის როლის შესრულება გადაწყვიტა: შექმნა პარტია „ქართული ოცნება“, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და სააკაშვილის მემკვიდრეობისაგან ქვეყნის გაწმენდას შეუდგა.

2018 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მხარის დაუჭირა დამოუკიდებელი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის არჩევას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე - მმართველი პარტია იმედოვნებდა, რომ იგი დამთმობი იქნებოდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ძირითადად მხოლოდ ცერემონიალური უფლებები ჰქონდა, ხელისუფლებას იმედები გაუცრუა. მან განამტკიცა პრეზიდენტის როლი და თავისი მოქმედებით „ქართულ ოცნებას“ აჩვენა, რომ იგი ნამდვილად დამოუკიდებელი პრეზიდენტია.

სალომე ზურაბიშვილი პროევროპელ, პროდასავლელ პოლიტიკოსს წარმოადგენს. იგი, საქართველოს მთავრობისაგან განსხვავებით, რომელიც დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებს დასავლეთის მიმართ, აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. როცა ქვეყანაში მღელვარება დაიწყო ე.წ. „პრორუსული კანონების“ წინააღმდეგ, პრეზიდენტმა მათ ვეტო დაადო, თუმცა მისი ვეტო იოლად იქნა გადალახული. კაცმა რომ თქვას, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი კრემლის კარნახით იქნა მიღებული - ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კი აღიარებენ კერძო საუბრებში, რომ „მილიარდერი საკუთარი თავის პატრონია“ და „ქართულ ოცნებასაც“ დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში, მაგრამ ოპოზიცია მას მაინც გმობს „რუსული კანონის“ მიღებისათვის.

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ორი თვის შემდეგ უმთავრდება - მისი მემკვიდრე უკვე საყოველთაოდ არჩეული აღარ იქნება. იგი გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის საბედისწერო იქნება და ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი უარყოფს პროგნოზებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების თაობაზე და მობილიზაციას უკეთებს საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის. ჩვენი საუბრის დროს იგი შეეხო საკითხების ფართო წრეს - რუსეთიდა და კავკასიიდან ევროპამდე და ჩინეთამდე, თუმცა მის მთავარ მიზანს საქართველოსათვის ევროპისაკენ მიმართული გზის გაწმენდა წარმოადგენს“ - წერს „დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტი.

გთავაზობთ ზოგიერთ შემოკლებულ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

- არის თუ არა იმის საფრთხე, რომ მმართველი პარტია არჩევნებს ან გააყალბებს ამ ჩაშლის?

- იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი, ქართველი ამომრჩეველი გაყალბებას არ დაუშვებს, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს - საქართველოს ხომ არჩევნების გაყალბების დიდი ისტორია აქვს. არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს უცხოურმა დიასპორამაც.

- საკმაოდ ნათელია, თუ ვის მხარეზე ხართ - თქვენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოდიხართ...

- დიახ, ასე იქნება, სანამ მმართველი პარტია ევროპის წინააღმდეგ გამოდის, მე მათ ევროპულ ქარტიაზე ხელმოწერა შევთავაზე, მაგრამ ისინი ამას არ აპირებენ. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ „ქართული ოცნება“ პროევროპულად არ არის განწყობილი და თუ ასეთნი არ არიან, გამოდის, რომ ხელისუფლება რუსულ თამაშშია ჩართული.

- ისინი აცხადებენ, რომ პროევროპელები არიან...

- მე ვმსჯელობ არა მათი განცხადებების, არამედ ფაქტების საფუძველზე. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხელისუფლების ნაბიჯები სულ უფრო ანტიევროპულია, მათი მოქმედება რუსეთისათვის სასიამოვნო მოქმედებას ჰგავს. მე არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველომ, რომლის მიწა-წყლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასეთ პრორუსულ როლს ასრულებდეს. მესმის სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობა - საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრ იმპერიასთან უხდებოდა ფრთხილი ურთიერთობა, მაგრამ „ფრთხილი“ პოლიტიკა და „კოლაბორაციონისტური პოლიტიკა“ ერთმანეთისაგან განსხვავდება. დღეს სწორედ კოლაბორაციონზმის მოწმენი ვართ.

- თქვენ გინდათ თქვათ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობს?

- სწორედ ასე ჩანს მთავრობის მოქმედება საქართველოს მოსახლეობის თვალში, რადგან ხელისუფლება ყოველ ნაბიჯს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ დგამს და არა საქართველოს ინტერესებისათვის, თუნდაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ან 2008 წლის ომის მიმართ, ან რუსეთის კანონმდებლობის მსგავსი სამართლებრივი აქტების მიღებაში. ეს ყველაფერი რუსეთთან თანამშრომლობის სწრაფვაზე მიუთითებს.

(...)

- თქვენ ამბობთ, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს. მაგრამ მისი ალტერნატივაა მიხეილ სააკაშვილის პარტია [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა], რომელთანაც თქვენ გარკვეული ისტორია გაკავშირებთ...

- არა, ის ალტერნატივას არ წარმოადგენს. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი უკვე აქტუალური აღარ არის. მისი პარტია, მართალია, ევროპულ პლატფორმას ემყარება, მაგრამ ის მხოლოდ ერთ-ერთია. არის კიდევ ორი-სამი პოლიტიკური ძალა, რომლებთაც ევროპული პლატფორმები აქვთ. სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალი [მთავრობა] სწორედ ამ პარტიების კოალიციით იქნება ჩამოყალიბებული.

(...)

- საქართველო ჩინეთთან მეგობრობას ესწრაფვის, რომელიც, თავისი პოლიტიკით, დასავლეთის წინააღმდეგ გამოდის. საოცარია ჩინეთის შეღწევის დონე საქართველოში. როგორ უყურებთ სიტუაციას? გაქვთ თუ არა საფრთხის შეგრძნება ჩინეთთან მიმართებით?

- მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ჩვენ თამაშიდან უნდა გავიდეთ. ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვმდებარეობთ, [სადაც ბევრი ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს]. მახსოვს, როცა 2004 წელს საქართველოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსი ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ თბილისში ირანის პრეზიდენტიც ჩამოვიდა. ამერიკელებს ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონიათ, რადგან მათ იციან, რომ ირანთანაც ურთიერთობა აუცილებელია. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩინეთთან გარკვეული ბიზნესურთიერთობები უნდა გვქონდეს. მთელ მსოფლიოს აქვს ასეთი ფორმით ურთიერთობა პეკინთან. ჩინეთი დიდი ქვეყანაა, რომლის გავლენა მსოფლიოს ყველა კუთხეში შეიმჩნევა. თუმცა ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, როცა ვხედავთ, თუ როგორ იქცევიან ჩინური კომპანიები პატარა ქვეყნებში, როცა ისინი ვალებს არ იხდიან, ჩვენ მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ვთქვათ, კონტრაქტების დადების დროს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საკითხი ეხება მსხვილ ობიექტებს... უნდა ვიმოქმედოთ გრძელვადიანი პერსპექტივით და არა წუთიერი სარგებლობის მიღების იმედით.

- თქვენ საქართველოს ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ გამოდიოდით, როცა საქმე ეხებოდა უკრაინის ომს და აცხადებდით, რომ ამ საკითხში ქვეყანამ განსაზღვრული მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოსო. მე უბრალოდ მინდა გკითხოთ: განა საქართველო ნეიტრალიტეტს არ იცავდა იმ დროს, როცა თქვენმა მეზობელმა სომხეთმა 2020 წელს თავდასხმა განიცადა?

- ეს სხვა ტიპის ნეიტრალიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვიცავთ ნეიტრალიტეტს ჩვენი უშუალო მეზობლების მიმართ, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში კეთილი დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენთან გვერდი-გვერდ ცხოვრობს ასი ათასობით სომეხი და აზერბაიჯანელი... ჩვენ მათთვის მშვიდობის გარანტი ვართ. ჩვენს ტერიტორიაზე არასოდეს მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა. კავკასიაში ასეთი ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/10/08/salome-zourabichvili-georgia-must-choose-europe/

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати