USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
თბილისი
«The Daily Telegraph»: „ირანის უმაღლესი ლიდერი ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას აწყდება: ზეწოლა აიათოლა ალი ჰამენეიზე დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოთხოვნით“
თარიღი:  370

„იმ დროს, როცა ირანში მკაცრი ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების მომხრეები აცხადებენ, რომ შურს იძიებენ ისრაელზე და მის მოკავშირეებზე, არის ნიშნები იმისა, რომ ღრმავდება განხეთქილება ხელისუფლებაში ექსტრემისტულ და ზომიერი პოზიციების მქონე პირებს შორის“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „ირანის უმაღლესი ლიდერი ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას აწყდება: ზეწოლა აიათოლა ალი ჰამენეიზე დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოთხოვნით“ (ავტორები - კონ კოფლინი და აჰმედ ვახდატი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ირანის ოფიციალურ პოზიციას ამჯერად ხისტი პოლიტიკის გამტარებლები აყალიბებენ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“, რომელიც ახლოს დგას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, ციტირებს ერთ-ერთი მაღალჩონოსნის განცხადებას, რომლის თანახმად, ომი გავრცელდება აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და რეგიონის ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც მხარს დაუჭერს ისრაელს.

ირანის რეჟიმის კრიტიკოსების ხმის ჩახშობის მიზნით ირანის უზენაესი მოსამართლე მოხსენი ეჯეიე კვირას გამაფრთხილებელი განცხადებით გამოვიდა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც სოციალურ ქსელში პროისრაელურ კომენტარს განათავსებს, დაპატიმრებული იქნება 6 წლის ვადით.

და მაინც, მოსახლეობას და ზოგიერთ ოფიციალურ პირს კითხვები უჩნდებათ ქვეყნის უზენაესი ხელისუფლების მიმართ - რატომ ვერ იქნა დაცული ირანი ისრაელის ავიაშეტევისაგან იმ დროს, როცა ირანის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაზე დიდი ფული იხარჯება? რატომ იქნა პარალიზებული ირანის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, რომელმაც ეფექტურად ვერ მოახერხა ავიაშეტევის განეიტრალება?

„სადაა ჩვენი ფართოდ რეკლამირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები?“ - დაწერა სოციალურ ქსელში ერთმა ჩინოვნიკმა, რომლსაც მხარი აუბა მეორემ - „რატომ შეუძლია ისრაელს ჩვენი სარდლების მოკვლა, ჩვენ კი ამის შეჩერება არ ძალგვიძს“?

ჰამიდ ჰოსეინის - ირანის სავაჭრო პალატის ენერგეტიკის კომიტეტის წევრის - თქმით, „ისრაელის ანაზდეულმა შეტევამ ჩვენი ხელისუფლება შოკში ჩააგდო, განსაკუთრებით სარდლებისა და ბირთვული ფიზიკის სპეციალისტების დაღუპვამ. ისრაელის შეტევამ ასევე ნათელი გახადა, რომ ჩვენი ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა დაბალ დონეზეა და, აქედან გამომდინარე, მტერს შესაძლებლობა აქვს ჩვენი სამხედრო ბაზები წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაბომბოს“. ჰამიდ ჰოსეინმა შეშფოთება გამოხატა იმის გამოც, რომ აშკარაა - ირანის შეიარაღებულ ძალებში და უშიშროების სამსახურებში მტრის ბევრი აგენტია შეპარული.

ფაქტია, რომ ისლამური რევოლუციის ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ ირანმა მხოლოდ 200 რაკეტის გაშვება მოახერხა - იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის უმაღლესი ლიდერის ბრძანებით, 1000 რაკეტა უნდა გაშვებულიყო.

ისლამური რევოლუციის დაწყებისთანავე, 1979 წელს, ხელისუფლებაში ბრძოლა გაჩაღდა დასავლეთისადმი დამოკიდებულების საკითხში. გამოიკვეთა ორი ფრაქცია - ექსტრემისტები და ზომიერები. პირველები ანტიდასავლური ხისტი ხაზის იდეოლოგიური მომხრეები იყვნენ, მეორენი კი ნაკლებად კონფრონტაციულ პოზიციაზე იდგნენ. ეს იყო ქვეყნის ისლამური რეჟიმის ერთ-ერთი განმსაზღვრელი და დამახასიათებელი ნიშანი. დროდადრო ირანელი ზომიერების გავლენა შედარებით ფართოვდებოდა, მაგრამ ზოგადად ირანში მაინც ექსტრემისტები დომინირებდნენ..

იმ დროს, როცა დღევანდელ ირანში უმაღლესი ლიდერი, რაქბარი აიათოლა ალი ჰამენეი ხისტი ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების უდაო მომხრედ ითვლება, პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, რომელიც ახლახანს იქნა არჩეული, რეჟიმის ზომიერ ფრთას წარმოადგენს.

ბოლო დრომდე პრეზიდენტი შედარებით მოკრძალებულად მოქმედებდა, მაგრამ ახლა მკაცრად დაგმო ისრაელის თავდასხმა და ქვეყნის მოსახლეობას დარაზმისაკენ მოუწოდა: „დღეს, როგორც არასდროს, ირანელ ერს ჭირდება ერთიანობა, ურთიერთნდობა, სიმტკიცე და კონსესნუსი“

საპრეზიდენტო არჩევნებში ზომიერი მასუდ პეზეშკიანის გამარჯვება და ხისტი ხაზის მომხრე კონსერვატორის საიდ ჯალილის დამარცხება შეფასებული იქნა როგორც თეირანის სურვილი დასავლეთის მიმართ კონსტრუქციული პოლიტიკა გაეტარებინა, განსაკუთრებით სანქციების მოხსნის მიზნით, რომელთა გამოც ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ზარალდება.

გარდა ამისა, ზომიერები უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ ფანტავს რეჟიმი ფულს, ეხმარება სხვადასხვა ტერორისტულ რეჟიმებს იმის ნაცვლად, რომ ფინანსები შიდა პრობლემების გადაჭრისათვის დახარჯოს. ამას მოსახლეობაც კარგად ხედავს. ამიტომ აიათოლა ალი ჰამენეი იძულებული გახდა შემრიგებლური პოზიცია დაეკავებინა.

მასუდ პეზეშკიანი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დასავლეთთან „კონსტრუქციული მოლაპარაკების“ პოზიციით გამოდიოდა, ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეთანხმებისათვის, იზოლაციის შეწყვეტისათვის. პრეზიდენტი პოსტის დაკავებისთანავე შეეცადა ზომიერი პოლიტიკის გატარებას, მაგრამ ხისტი კურსის მომხრეთა წინააღმდეგობას შეეჯახა, რომლებიც დასავლეთთან ნებისმიერი გარიგების დადებას ბირთვულ სფეროში ქვეყნის ღალატად აღიქვამენ. ამ იდეოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთი ნიშანია ის ფაქტი, რომ თანამდებობიდან მოხსნეს საგარეო საქმეთა „ზომიერი“ მინისტრი მოჰამად ზარიფი, რომელიც იმავდროულად ირანის ვიცე-პრეზიდენტიც იყო.

როგორც ცნობილი გახდა, პასუდ პეზეშკიანის უახლოესი თანამებრძოლის მოჰამად ზარიფის პოსტიდან გათავისუფლება უკავშირდება ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეთა ალიანსის განმტკიცებას ვლადიმერ პუტინთან. ზარიფი უფრო დასავლეთისკენ იხრებოდა და არ სურდა კრემლთან დაახლოება.

ისრაელის თავდასხმა ირანზე იმასაც მიანიშნებს, რომ თეირანს უკვე მცირე შანსები აქვს უახლოეს მომავალში დასავლეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს, თუმცა პარალელურად მატულობს შანსი იმისა, რომ ხელისუფლების შიგნით არსებული განხეთქილება რეჟიმს კრახამდე მიიყვანს.

დღეისათვის ხისტი კურსის მომხრეებმა თავიანთ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა ისრაელის მიმართ, მაგრამ რაც უფრო დიდხანს შეუტევს დაუსჯელად ისრაელი ირანის საკვანძო ობიექტებს, მით მეტი ზეწოლა იქნება კონსერვატორებზე - ისინი იძულებულნი გახდებიან ახსნან თავიანთი უუნარობა ქვეყნის დაცვაში, რომელსაც შეიძლება თვითონვე ემსხვერპლონ.

თბილისი
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.