USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინის დიდი გამარჯვება? სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა: საეჭვოა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს“
Date:  442

უკრაინა დათანხმდა ცეცხლის დროებით შეწყვეტის წინადადებაზე, რომლის შემდეგ აშშ-მა განაახლა უკრაინისათვის სამხედრო დახმარება და სადაზვერვო მონაცემების გადაცემა, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის დიდი გამარჯვება? სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა: საეჭვოა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს“ (ავტორი - დევიდ ბლერი). „რა მოხდება, თუ კრემლი უარს იტყვის ტრამპ-ზელენსკის გარიგების შესრულებაზე? აშშ-ის პრეზიდენტი ფრიად უხერხულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს“, - ასეთია პუბლიკაციაში გამოხატული ვარაუდი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა ისეთი პირობით, რომ აშშ-მა უკრაინას იარაღით დახმარება და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება აღუდგინოს. როგორი იქნება მისი პასუხი? მოემზადეთ კრემლის მზაკვრობის ახალი გამოვლენისათვის.

შეერთებული შტატები თითქოსდა თითების ერთი გატკაცუნებით უკრაინიდან რუსეთზე გადაერთო.

სახელმწიფო მდვანმა მარიო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინამ მზადყოფნა გამოხატა ცეცხლის 30-დღიანი  შეწყვეტის წინადადებაზე და ხაზი გაუსვა, რომ „ბურთი უკვე რუსეთის მხარესაა“. მან ეს განცხადება გააკეთა სულ რაღაც 11 დღის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი სამარცხვინოდ გააგდეს თეთრი სახლიდან, შემდეგ კი შეუწყვიტეს სამხედრო დახმარება და სადაზვერვო მონაცემების გადაცემა - ამით განგებ იქნა გაზრდილი მისი მოწყვლადობის დონე: „თუ არ დათანხმდები, რასაც გეუბნებით, რუსეთს უჩვენოდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევო“.

დაეთანხმა რა ცეცხლის შეწყვეტას იმ პირობით, რომ რუსეთიც იგივეს გააკეთებს  და დაეთანხმა რა მოლაპარაკებას „მტკიცე მშვიდობაზე“, როგორც ჩანს, უკრაინამ საკმარისი გააკეთა იმისათვის, რომ ამერიკამ დაუყონებლივ აღუდგინა დახმარება.

ერთი შეხედვით ისე გამოდის, რომ ჯიდაში გამართულმა მოლაპარაკებამ აშშ-ის პოზიციის შეცვლა გამოიწვია, მაგრამ სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა.

ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, ვაშინგტონი, როგორც ჩანს, იმ გეგმის მიხედვით მოქმედებს, რომელიც გასულ წელს გენერალმა კიტ კელოგმა გამოაქვეყნა, დონალდ ტრამპის ამჟამინდელმა სპეცწარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში.

გენერლის გეგმა მოკლედ ასე ჟღერს: ვურტყათ უკრაინელებს, სანამ ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე არ დათანხმდებიან, შემდეგ კი ხელები გადავუგრიხოთ რუსეთს, რომ მათაც იგივეს გაკეთება ვაიძულოთ.

მაგრამ დავუშვათ, რომ რუსები იმას არ გააკეთებენ, რასაც მოვთხოვთ. ჩნდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ რეაქციას მოახდენს ამერიკა, თუ ვლადიმერ პუტინი, უბრალოდ, უარყოფს ჯიდაში შეთანხმებულ ამერიკულ-უკრაინულ წინადადებას?

მართლაცდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება იმ მომენტში, როცა ვლადიმერ პუტინის ჯარებმა უკრაინის არმია კურსკის ოლქიდან გააგდეს. კრემლს კიდევ ბევრი მიზანი აქვს სესასრულებელი. რუსეთის პრეზიდენტის გათვლებით, რუსებმა უპირატესობა უნდა შეინარჩუნონ, რომ კიევი დათმობებზე აიძულონ ნებისმიერი მოლაპარაკების დროს.

მარკო რუბიოს კი სურს, რომ რუსებმა სრულიად საწინააღმდეგო რამ გააკეთონ - საომარი მოქმედებები შეაჩერონ იმ დროს, როცა წარმატებით უტევენ უკრაინას არმიას, უკან ახევინებენ და ფრონტზე თითქმის ყველგან უპირატესობას ფლობენ.

თუ რუსეთი ნებაყოფლობით არ დათანხმდება ამერიკულ-უკრაინულ ულტიმატუმს, მაშინ ვაშინგტონს მხოლოდ ერთი ვარიანტითღა რჩება, რომელიც კიტ კელოგის გეგმაშია - ზეწოლა მოახდინოს კრემლზე, დაუმატოს რუსეთს ახალი სანქციები, ხოლო უკრაინას სამხედრო დახმარება გაუფართოვოს.

თეთრ სახლს მოუწევს კონგრესის ორივე პალატას მიმართოს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების პაკეტის მისაღებად, რომლის წინააღმდეგ - ყურადღება მიაქციეთ - სულ ახლახან თვითონ დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი გამოდიოდნენ.

დონალდ ტრამპს უყვარს ხოლმე არაპროგნოზირებადი და მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ასეთი რამ მისთვისაც კი უჩვეულო პოლიტიკური კულბიტი („საკუთარ თავზე გადახტომა“) იქნებოდა.

შესაძლოა (და უფრო სავარაუდოა), რომ რუსეთი ისეთ სახეს მიიღებს, თითქოსდა აშშ-უკრაინის წინადადებას იღებს და ისე გააკეთებს, რომ ამერიკა უკრაინისადმი დახმარების გაწევას ა არ გააფართოვებს. სხვა სიტყვებით რომ ვათქვათ, კრემლი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და იპოვის მიზეზს, რომ ამაში ვოლოდიმირ ზელენსკის დაადანაშაულოს

სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის მტავარი უპირატესობა გამოიხატება იმით, რომ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები აშკარად რუსული ყალბი განცხადებებეისა და ნარატივების გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

მაგრამ არ არსებობს არავითარი ეჭვი იმაზე, რომ უკრაინამ მარჯვედ და მოხერხებულად გადადგა დიპლომატიური ნაბიჯები - აშშ-ის ყურადღება რუსეთისაკენ მიმართა და თეთრი სახლი რთული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

წყარო: 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way