USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „თუ უკრაინა და დასავლეთი დამარცხდებიან, ამით რუსეთთან ერთად, ჩინეთიც ისარგებლებს“
თარიღი:  

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თუ უკრაინა და დასავლეთი დამარცხდებიან, ამით რუსეთთან ერთად, ჩინეთიც ისარგებლებს“ (ავტორი - რობერტ კლარკი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინის ტანკები გასულ წელს უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ომის დასრულების სამი ვარიანტი განიხილება: ა) რომელიმე მოწინააღმდეგე მხარის გამარჯვება, ბ) კონფლიქტის გაყინვა [ცეცხლის დროებითი შეწყვეტის საფუძველზე] და გ) სამშვიდობო მოლაპარაკება. ალექსი არესტოვიჩის - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის - ბოლოდროინდელი განცხადება-კომენტარი იმაზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, ომის დასრულების ბოლო „გ“ ვარიანტი უფრო მეტადაა მოსალოდნელი, ვიდრე ადრე ითვლებოდა.

ალექსი არესტოვიჩი შეეხო იმ სავარაუდო პერსპექტივას, რომლის მიხედვით, უკრაინა გადაწყვეტს ტერიტორიულ დათმობას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის დანარჩენი ნაწილი მიიღებს უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველაზე მტკიცე გარანტიას, როგორიც კი დღეს არსებობს, სახელდობრ, ნატოში გაწევრიანებას.

პრეზიდენტის ოფისის ექს-მრჩევლის კომენტარმა ძალზე ურთიერთსაწინააღმდეგო გამოხმაურება ჰპოვა: ალექსი არესტოვიჩის პოზიცია კიევში და სხვა ევროპულ დედაქალაქებში ბევრისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა, მაგრამ ის, რომ ასეთი ვარაუდი გაჟღერდა, ხაზს უსვამს იმას, რომ უკრაინულ მხარეს და მის დასავლელ მოკავშირეებს ეჭვი გაუჩნდათ - იქნება თუ არა სამომავლოდ იმის გარანტია, რომ უკრაინა კიდევ დიდხანს გააგრძელებს საომარ მოქმედებებს?

ალექსი არესტოვიჩის განცხადება კრიტიკულ მომენტში გაისმა: კიევის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ-დაპირებული კონტრშეტევა როგორც იქნა დაიწყო, მაგრამ აგერ უკვე მეორე თვეა უკრაინის არმია რუსების გამაგრებულ პოზიციებს უტევს და ჯერ-ჯერობით ვერ გადაულახავს, ვერ ახერხებს მთავარი მიზნის შესრულებას - აზოვის ზღვის ნაპირისაკენ გასვლას  და „ყირიმ-დონბასის დერეფნის“ ორ ნაწილად გაჭრას.

რასაკვირველია, ასეთ სიტუაციას თავისი მიზეზები აქვს - უკრაინამ დასავლეთის მიერ დაპირებული იარაღის მხოლოდ ნაწილი მიიღო და რადგანაც გააფთრებული ბრძოლების შედეგად დანაკარგები იზრდება, იძულებულია ბრძოლაში თანდათან მეტი და მეტი სარეზერვო ნაწილები ჩააბას. დასავლური პრესა აცხადებს, რომ რუსეთის არმიის ჯარისკაცების მორალური სულისკვეთება დაბალიაო. შეიძლება მართლაც არის ასეთი სიმპტომები, მაგრამ როგორც რეალური სიტუაცია გვაჩვენებს, რუსული სარდლობა მტკიცედ არის განწყობილი, რომ უკან არ დაიხიოს - ისე, როგორც ეს გასულ წელს მოხდა.

დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინის არმიისათვის გადაცემული ტანკები და ჯავშანმანქანები, თვით უკრაინელ განმნაღველთა ჩათვლით, რეგულარულად ფეთქდებიან რუსეთის მიერ დანაღმულ ველებზე. საბოლოო ჯამში, უკრაინის არმიამ წინ მხოლოდ 8 კილომეტრით წაიწია. აზოვის ზღვის ნაპირამდე ჯერ კიდევ თითქმის 100 კილომეტრამდეა დარჩენილი, რომლის დაუფლება კიევისათვის ძალიან მძიმე იქნება: ბრძოლა მათ პრაქტიკულად, შიშველ სტეპში, ვაკეზე მოუწევთ, სადაც თავს ვერსად შეაფარებენ. წინ ფართო და  მრავალრიცხოვანი დანაღმული უბნებია, სანგრებისა და ტრანშეების ქსელი, რომელთა გადალახვა დიდ დანაკარგებს გამოიწვევს, ამას ემატება რუსული ავიაციის რაკეტული დარტყმები. გარდა ამისა საყურადღებოა უკრაინელებისათვის ძალზე ნეგატიური მომენტი: უკრაინის არმიას ჰაერიდან მხარდაჭერა არ აქვს.

ის, რომ კონტრშეტევის ორგანიზება ძალიან დიდ დროს და დაგეგმვას მოითხოვს, საერთაშორისო აუდიტორიას ნაკლებად აინტერესებდა. დასავლეთი - პოლიტიკოსები და მასმედია - ვერ ითმენდნენ და კიევს მუდმივად ახსენებდნენ დანაპირების შესრულებას. არადა, კონტრშეტევა არის უდიდესი მასშტაბის მქონე სამხედრო ოპერაცია, სადაც ყველაფერს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს - ჯარების კონცენტრაციას და რაოდენობას, საბრძოლო სულისკვეთებას, იარაღით ნორმალურად აღჭურვას და უზრუნველყოფას, ლოჯისტიკას, აგრეთვე პირად მამაცობას და იღბალსაც კი. ობიექტურად რომ ვთქვათ, უკრაინელებს თითქმის ყველა ეს თვისება აქვთ, მაგრამ...

მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც უკრაინის საწინააღმდეგოდ მოქმედებს - დრო. ომში დროის ფაქტორი ყველაზე ულმობელი და სასტიკია, რომელსაც ვერაფრით ვერავინ ვერ შეცვლის. ჩვენ ეს ავღანეთშიც ვნახეთ, სადაც ტალიბები დიდი სიამოვნებით იმეორებდნენ ავღანურ ანდაზას - „თქვენ შეიძლება საათი გაქვთ, მაგრამ დრო ჩვენს მხარეზეა“.

ზაფხულს მალე შემოდგომა შეცვლის. ცხელი სეზონის ნახევარი უკვე გავლილია. შემოდგომით ამინდი გაუარესდება და ჯარის აქტიურობა შენელდება, რაც რუსეთს თავდაცვის გაძილერების შესაძლებლობას მისცემს - ისე, როგორც ეს გასულ ზამთარს მოხდა. მომავალი წლის გაზაფხულისათვის კი დასავლეთის ყურადღება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ იქნება მიმართული. არცევნები იქნება დიდ ბრიტანეთშიც...

კიევმა, რასაკვირველია, იცის, რომ მას სამომავლოდ წარმატების შესაძლებლობები შეუმცირდება, თუ სრულად არ გამოიყენებს დღევანდელ სიტუაციას და რაც შეიძლება მეტ ტერიტორიას არ დაიბრუნებს.

თუ უკრაინა ზამთრამდე ვერ მიაღწევს სამხედრო მიზნების შესრულებას (ანუ ვერ გაარღვევს სახმელეთო დერეფანს ყირიმსა და დონბასს შორის), ამ შემთხვევაში მოწოდებები ტერიტორიულ დათმობებზე უფრო მეტად გაძლიერდება - არამარტო ქვეყნის გარეთ, არამედ, სავარაუდოდ, ქვეყნის შიგნითაც. ომით ყველა იღლება. დასავლეთს თავისი პრობლემები ექნება: არჩევნების მოახლოების კვალობაზე პოლიტიკოსები ლაპარაკს დაიწყებენ ეროვნული ბიუჯეტის სახსრების დაზოგვა-ეკონომიაზე, საბრძოლო მასალების საკუთარი ინტერესებისთ გამოყენებაზე და ა.შ.

უკრაინას უახლოეს თვეებში კიდევ ბევრი ბრძოლა მოუწევს თავის სამხრეთ რეგიონში, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ნეგატიური შედეგისათვის მაინც ახლავე უნდა მოემზადნონ: თუ კონტრშეტევა ჩაიფუშება, ასეთი ფიასკო ნიადაგს შექმნის ტერიტორიული დათმობისათვის. და თუ ტერიტორიული დათმობა მტკიცე უსაფრთხოების გარანტიით არ იქნება უზრუნველყოფილი (ანუ ნატოში უკრაინის უცილობელი მიღებით, რაც სადაო გახდება მარცხის შემთხვევაში), კრემლი, ალბათ, მყიფე საფუძველზე დადებულ შეთანხმებას არ დაიცავს.

გარდა ამისა, რაც არ უნდა იყოს, უეჭველია, ასეთი სცენარი მისასალმებელი იქნება ჩინეთის მმართველი ელიტისათვის: თუ ომი უკრაინის ორად გაყოფით დასრულდება, თუ დონბასში რუსეთის არმია იქნება დისლოცირებული (რომელიც კვლავ დაემუქრება უკრაინას და ევროპას), თუ ნატოში პოლიტიკური განხეთქილება მოხდება, პეკინი აშკარად ნასიამოვნები დარჩება. უკრაინის ფიასკო საჩუქარი იქნება ჩინეთისათვის - ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში სი ძინპინის მზარდი იმპერიალისტური ამბიციების ფონზე - და  გამანადგურებელი მარცხი დასავლეთისათვის.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/07/18/ukraine-and-the-west-are-facing-a-devastating-defeat/

 

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.