USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკის წარუმატებლობა: ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა ილჰამ ალიევისათვის ბოდიში მოეხადა“
Date:  879

„რუსეთმა აზერბაიჯანის თვითმფრინავის ჩამოგდება სიცრუისა და დეზინფორმაციის ქსელით შეფუთა. თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინმა თავი აარიდა დანაშაულის პირდაპირ აღიარებას და მიკიბ-მოკიბულად დაიწყო ლაპარაკი „ტრაგიკულ ინციდენტზე, რომელიც რუსეთის საჰარეო სივრცეში მოხდა“, მაგრამ, როგორც მისი ნათქვამიდან ჩანს, რუსული მხარე მკაფიო პასუხისმგებლობას არ იღებს“, - წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) სტატიაში სათაურით „რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკის წარუმატებლობა: ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა ილჰამ ალიევისათვის ბოდიში მოეხადა“ (ავტორი - დემიუელ რამანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთი ძველებურად იქცევა - სინამდვილის აღიარება არ სურს და რეალურ ფაქტს ტყუილების ქსელით ნიღბავს. რუსულმა მასმედიამ რარაც გაურკვეველ შეთქმულების თეორიაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ კრემლისთვის უხერხული ფაქტი დაემალა და მის ნაცვლად თვითმრინავის ავარიის ნამდვილ მიზეზები გამოექვეყნებინა. დაწყებული ჩიტების ძრავაში მოხვედრით და დამთავრებული უკრაინული დრონის შეტევასა და სალონში ჟანგბადის ბალონის აფეთქებით - აი ვერსიები, რასაც რუსული წყაროები აჟღერებდნენ, თანაც სრული დარწმუნებით.

რუსეთის ასეთი პროპაგანდისტული „სახანძრო“ სტრატეგია დიდი ხანია ცნობილია - ამის ნათელი მაგალითია კრემლის რეაქცია 2014 წლის ივლისში უკრაინის საჰაერო სივრცეში „მალაიზიიის ავიაკომპანიის“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. მართალია, დასავლეთისათვის ყველაფერი გარკვეული იყო რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ იმ დროს კრემლმა სეძლო და სხვადასხვა პროპაგანდისტული მაქინაციებით მსოფლიოს რიგი ქვეყნები თავის უდანაშაულობაში დააჯერა - მაგალითად, „გლობალური სამხრეთის“ სახელმწიფოები.

შემდეგ იყო უკრაინაში შეჭრის მიზეზების რუსული ინტერპრეტაცია, ბუჩაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტვის უარყოფა და ტრაგედიის კრემლისეული ახსნა-განმარტება - „პროვოკაციაა და ნუ ენდობითო...“. მოკლედ, დეზინფორმაციის ნაკადს გარკვეულწილად ეფექტური სახე ჰქონდა, მაგრამ ის რაც ასე თუ ისე გაუვიდა მოსკოვს დასავლეთთან, არ გაუვიდა თავის დსთ-ელ პოსტსაბჭოელ პარტნიორთან - აზერბაიჯანთან. არის აშკარა ნიშნები იმისა, რომ აზერბაიჯანი რუსეთის ტყუილებს მედგრად დაუხვდა და მოსკოვს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, პლუს კომპენსაციის გადახდა დაღუპულთა ოჯახებისათვის.

თავდაპირველად კრემლმა უარი განაცხადა, რის შედეგადაც მისი ავტორიტეტი აზერბაიჯანში შეირყა.  ვლადიმერ პუტინი მიხვდა, რომ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა: მან უკვე წააგო სირია, ვერ შეინარჩუნა ბაშარ ასადის რეჟიმი და ახლა კიდევ აზერბაიჯანის უნდობლობა, რაც „გლობალური სამხრეთისთვისაც“ უკვე აშკარა გახდა. კრემლს რაღაც უნდა გაეკეთებინა და ის იძულებული გახდა სიმართლე არასრულად, არაპირდაპირ მაინც ეღიარებინა და ბოდიში მოეხადა.

რუსეთი ბოლო დროს ერთგვარ ცაიტნოტშია მოქცეული: უკრაინამ უარი განაცხადა რუსული გაზის გატარებაზე, რითაც ზარალი მიადგება არამარტო მოლდოვას (თუმცა კიშინიოვს რუმინეთი მაინც დაეხმარება ნაწილობრივ), არამედ მთლიანად დნესტრისპირეთსაც. მოლდოვა, როგორც ცნობილია, კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდის კრიტიკულად მნიშვნელოვან  ფრონტს წარმოადგენს - ისევე როგორც სამხრეთი კავკასია, სადაც რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ავტოკრატულ რეჟიმს და ხელს უშლის სომხეთს ევროპასთან ინტეგრაციაში, [რასაც ახლა აზერბაიჯანთან ურთიერთობის შესაძლო გაუარესება ემატება]. მოკლედ, რუსეთის დეზინფორმაციის მანქანის კონსტრუქციაში ბზარები გაჩნდა. დადგა დრო დასავლეთისთვის, რომ ბზარები გააფართოვოს და რუსული პროპაგანდის შენობა ჩამოშალოს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/12/28/russia-disinformation-war-failing/

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way