USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინი პარალიზებულია: კიევისათვის იარაღის გამოყენების ნებართვის მიცემით, დასავლეთმა კრემლს პრევენციული დარტყმა მიაყენა“
თარიღი:  516

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინი პარალიზებულია: კიევისათვის იარაღის გამოყენების ნებართვის მიცემით, დასავლეთმა კრემლს პრევენციული დარტყმა მიაყენა“ (ავტორი - ფრენსის დირლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირედ შემოკლებული სახით:

„ყველაზე უკეთეს თავდაცვას კარგი თავდასხმა უზრუნველყოფს“ - ეს უბრალო კლიშე არ არის, მას ეთანხმებიან  ისეთი თეორეტიკოსები, როგორებიც არიან ჩინელი სუნ ძი, იტალიელი  ნიკოლო მაკიეველი და ამერიკელი ჯორჯ ვაშინგტონი.  თუ რუსეთში უკრაინელების ცნობილი შეჭრით ვიმსჯელებით, რომელიც უკვე მე-13 დღეა გრძელდება, მაშინ ეს ის გამოთქმაა, რომლის არსი დასავლეთმა, როგორც იქნა, გააცნობიერა.

ექვსი თვის განმავლობაში კიევის დასავლელი მოკავშირეები ფაქტიურად, უმოქმედოდ იყვნენ, უკრაინა კი სტრატეგიულ უპირატესობას კარგავდა. დასავლელებმა კიევს იარაღის მიწოდება შეუმცირეს, რუსეთმა კი ახალი შეტევა მოამზადა. უკრაინელები ხედავდნენ, რომ მარტში რუსეთი ხარკოვთან ახლოს, საზღვარზე, ჯარს აგროვებდა ვოლჩანსკზე შეტევისათვის, ზელენსკის გენერლები კი საზღვრის გადალახვას ვერ ბედავდნენ, რომ წინმსწრები დარტყმა მიეყენებინათ რუსეთისათვის. იმიტომ, რომ დასავლეთი აქტიურობას კრძალავდა.

მაგრამ თანდათან და ახლა უკვე უეცრად, დასავლეთმა „ხელბორკილები“ მოუშვა - მაისში მება დართო კიევს მოკავშირეების მიერ მიცემული იარაღით რუსეთის ტერიტორიისათვის დარტყმები მიეყენებინა, შემდეგ, გასულ კვირაში, მდუმარე თანხმობა გამოაცხადა უკრაინის არმიის მიერ განხორცილებული ოპერაციის მიმართ, რომლის შედეგად კიევმა 1000 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიის გაკონტროლება დაიწყო. დიდი ბრიტანეთს არაფერი უტქვამს, როცა კიევმა ბრიტანული ტანკებით - „ჩელენჯერებით“ - კურსკის ოლქს შეუტია სწორედ იმ ადგილებში, სადაც მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში უდიდესი სატანკო ბრძოლა მოხდა.

დეილი_პუტინზე

დასავლეთის თამამმა გადაწყვეტილებებმა სამხედრო და პოლიტიკური რეალობა შეცვალა. რუსეთი იძულებული გახდა დონბასის ფრონტიდან ჯარების გარკვეული რაოდენობა მოეხსნა და ისინი კურსკის ოლქში გადაესროლა. საინტერესო ფაქტია, რომ უკრაინამ სულ რაღაც ერთკვირიანი ბრძოლით მოახერხა იმდენივე ტერიტორიის ოკუპირება, რამდენიც რუსეთმა მხოლოდ თითქმის სამწლიანი ბრძოლით შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ დონბასში რუსეთის არმია ჯერ კიდევ წარმატებებს აღწევს (უახლოვდება ქ.პოკროვსკს - კიევის ჯარების მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ცენტრს), თუ უკრაინა კურსკის ოლქში წარმატებულად იმოქმედებს, კრემლი საბოლოო ჯამში იძულებული გახდება დონბასში ფრონტის ხაზი დაარღვიოს, რაც მისთვის არანაირად მომგებიანი არ იქნება.

პოლიტიკური თვალსაზრისით, კურსკის ოპერაციას როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, შორს მიმავალი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუ ადრე ყველა უკიჟინებდა უკრაინას, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებზე დაჯექიო, ახლა ისევ დაიწყეს ლაპარაკი იარაღის მიწოდების გაფართოებაზე. როგორც ახლახან გახდა ცნობილი, თეთრ სახლში თითქმის გადაწყვეტილია საკითხი კიევისათვის შოპრი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე.

და რაც ყველაზე მთავარია, „კურსკის ბრძოლამ“ მოსკოვში დებატების სვლა შეცვალა. კრემლს უკვე აღარ შეუძლია მოითხოვის ფრონტის ხაზის „გაყინვა“ სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად - იმიტომ, რომ მაშინ უკრაინაც იგივე მოითხოვს იგივეს - ფრონტის ხაზის „გაყინვას“ კურსკის ოლქში.

შედარებისთვის საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როცა რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა 2022 წლის თებერვლის ბოლოს დონბასში ბრძოლა დაიწყეს, ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას არ უწევდა... და ფაქტიურად, არც უკრაინელებისთვის არ გაუწევიათ წინააღმდეგობა კურსკის ოლქში. სამწუხაროა, რომ რუსებიდან დახოცილი და ტყვედ ჩაგდებულები უმეტესად ახლაწვეული ჯარისკაცები არიან, რომლებსაც თავის დროზე გამოუცხადეს, რომ ისინი უკრაინის ფრონტზე არ იბრძოლებდნენ. სავარაუდოდ, ამ გარემოებამ შეიძლება სამოქლაქო დაპირისპირება და უწესრიგობები გამოიწვიოს.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში თავისი ჯარების სრულმსასშტაბიან შეჭრას „სპეციალური სამხდრო ოპარაცია“ უწოდა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. რაც შეეხება უკრაინელთა შეჭრას რუსეთში, ეს უკვე მართლაც სპეცოპერაციას წარმოადგენს. და იმის გათვალისწინებით, რომ კიევისათვის სიტუაცია სასიკეთოდ იცვლება - „ქარი ვოლოდიმირ ზელენსკის იალქნებს უბერავს, დასავლეთი, ალბათ, მას მხარს კიდევ უფრო დაუჭერს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/08/16/putin-is-crippled-by-the-wests-preemptive-attack-on-russia/

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის