USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინი ახლა უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე“
თარიღი:  559

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სარედაქციო სტატია-კომენტარს სათაურით „პუტინი ახლა უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე“, რომელშიც რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებაა მოცემული. „საარჩევნო თვალთმაქცობა მთელმა მსოფლიომ დაინახა. დასავლეთმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ კრემლს არჩევნებში ტრიუმფი სამხედრო კატასტროფად უნდა შეუბრუნდეს“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სრულიად მოსალოდნელი და კანონზომიერი იყო, რომ ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში „მოპოვებულ დიდ გამარჯვებას“ მიულოცავდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი იქნებოდა - დემოკრატიის „პიონერი“, რომლის ხელმძღვანელობით ჩინეთის კომუნისტური პარტია თავს არ იწუხებს საერთო-ეროვნული არჩევნები ჩაატაროს, თანაც ყალბი ოპონენტების მონაწილეობით.

ვლადიმერ პუტინი, რომელიც დემოკრატიული არჩევნებით მანიპულირებას ცდილობს, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ მან საკუთარ თავს და თავის რეჟიმს ლეგიტიმურობა მიანიჭა, მაგრამ მთელი მსოფლიო ხედავს, თუ როგორი თვალთმაქცობაა რუსეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები: კრემლმა გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტის დამაჯერებელი გამარჯვება, რომელსაც კიდევ ექვსი წელი აქვს გარანტირებული ქვეყნის მეთაურის პოსტი, რომლის ვადის გასვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინს 77 წელი შეუსრულდება, ანუ იგი იქნება რუსეთის ყველაზე ხანგრძლივი მმართველი იმპერატორ ეკატერინე II-ის შემდეგ.

ვლადიმერ პუტინმა, წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, ხმების თითქმის 90% მოაგროვა, ამომრჩეველთა 78%-იანი მონაწილეობით. უეჭველია, ბევრმა რუსმა გულწრფელად მისცა ხმა პრეზიდენტს: იმიტომ, რომ  კრემლის პროპაგანდის სჯერათ - დასავლეთი რუსეთს  ავიწროვებს, მათი ლიდერი კი ძლიერი ადამიანია, ანუ ისეთი, რომელიც გაბედულია და ნატოს დაუპირისპირდება.

ვლადიმერ პუტინს არ ჰყავდა სერიოზული ოპონენტები: მისი მთავარი მოწინააღმდეგე ალექსი ნავალნი არქტიკულ ზონაში მდებარე კოლონიაში (ყოფილ სამხედრო ტყვეთა ბანაკში)  მოკვდა, ხოლო კიდევ ორ კანდიდატს არჩევნებში ბალოტირება აეკრძალა ი მიზეზით, რომ მათ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააკრიტიკეს.

რუსული დამოუკიდებელი ჯგუფის „გოლოსის“ განცხადებით, რომელიც არჩევნების მონიტორინგს აწარმოებდა, ეს იყო ყველაზე თაღლითური და ყველაზე კორუმპირებული არცევნები რუსეთის ისტორიაში. არჩევნები და მისი შედეგები არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად, რამდენდაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა რუსეთი კონსტიტუციის  დარღვევით, რომლითაც გარანტირებულია ადამიანის პოლიტიკური თავისუფლებები“.

თუმცა ეს ძალიან აკადემიურად ჟღერს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი არასოდეს არ ამბობდა ხელისუფლებაზე უარს და ის ყალბი სახალხო ავტორიტეტი, რომელიც მან ასევე გაყალბებული არჩევნებით მიიღო, განსაკუთრებით ცუდი ახალი ამბავია უკრაინელი ხალხისათვის. მიუხედავად რიგი რუსი ამომრჩევლების გაბედულებისა, რომლებიც საარჩევნო ურნებთან ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოვიდნენ, კრემლი არჩევნების შედეგებს სამხედრო მოქმედებებეს გასააქტიურებლად გამოიყენებს და შეეცდება უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია გააფართოვოს.

ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, როცა იყო ვარაუდები, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რამდენიმე დღეში რუსები კიევის კაფეებში იზეიმებდნენ გამარჯვებას, ასევე იმედოვნებდნენ, რომ უკრაინაში რუსული ბლიცკრიგის ჩაშლა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სწრაფ დამხობას გამოიწვევდა... მაგრამ მრავალრიცხოვანი მსხვეპლის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი ისევ კრემლში ზის და უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე.

ამ პაროდიაზე საუკეთესო პასუხი ასეთი უნდა იყოს: ნატომ [და დასავლეთმა] უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას, უფრო მეტი ფული და იარაღი უნდა მიაწოდოს, რომელიც აუცილებელია ვლადიმერ პუტინის „გამარჯვების“ გასანეიტრალებლად - კრემლს ტრიუმფი სამხედრო კატასტროფად უნდა შეუბრუნდეს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/opinion/2024/03/18/putin-russian-elections-ukraine-war-nato/

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის