USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „მოსკოვისა და ფხენიანის ავისმომასწავებელი კავშირი“
Date:  721

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph), რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს სარედაქციო კომენტარს სათაურით „მოსკოვისა და ფხენიანის ავისმომასწავებელი კავშირი“, რომელშიც ვკითხულობთ:

ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სერიოზული რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ ყველაფერი რეალურია და ნამდვილი. პარანოიდალურმა ჩრდილოკორეელმა ლიდერმა, რომელსაც ოთხი წელია თავისი სიბნელით მოცული ქვეყნიდან ფეხი არ გაუდგამს, ამჯერად გაბედა და თავის რუსი კოლეგასთან შესახევდრად, ტრადიციულად, ჯავშნიანი მატარებლით გაემგზავრა. როგორც ცნობილი გახდა, მოლაპარაკებამ „წარმატებით ჩაიარა და კრემლს ფხენიანისაგან საარტილერიო ჭურვების მიღება უზრუნველყოფილი აქვს“.

ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის - ორი დიქტატორის - ამჟამინდელი კონტაქტი უკრაინის ომმა გამოიწვია, რომელიც უკვე 19 თვეა გრძელდება. კრემლს ეგონა, რომ უკრაინას  რამდენიმე დღეში დაამარცხებდა, მაგრამ მოსკოვის იედი არ გამართლდა - ომი გაჭიანურდა, რაც დაპირისპირებული მხარეების ენერგიას ფიტავს. რუსეთი, რომელიც თავს ზესახელმწიფოდ თვლის, დასუსტდა და ისეთი ოდიოზური რეჟიმის დახმარება ჭირდება, როგორსაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება წარმოადგენს.

კიევისადმი ნატოს ქვეყნების მიერ გაწეული დახმარება რომ გაანეიტრალოს, რუსები იარარს ისეთი ქვეყნებიდან ყიდულობენ, როგორიც ირანია. მოსკოვს განსაკუტრებით თეირანის მიერ სექმნილი დრონები მოსწონს, მაგრამ რუსეთს საარტილერიო ჭურვებიც ბევრი ჭირდება. კრემლი უმოწყალოდ ბომბავს უკრაინის სამრეწველო ობიექტებს, დიდია მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

უცხოელი ექსპერტების აზრით, ჩრდილოეთი კორეა საბრძოლო ჭურვების უდიდეს რეზერვს ფლობს, რომელიც სრულიად შეესაბამება რუსული და საბჭოთა არტილერიის სისტემებს და კალიბრებს. ფხენიანმა ეს მარაგი იმის შიშით შექმნა, რომ ფიქრობდა - ოდესღაც სამხრეთ კორეა თავს დაესხმებოდა. დღეისათვის, რადგანაც ჩრდილოეთი კორეა გარუყულ ქვეყნად არის გადაქცეული და რომლის მოსახლეობა მუდმივად შიმშილის ზღვარზე იმყოფება, დასავლეთ მის დასახმარებლად პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. შესაბამისად, ფხენიანისათვის რუსეთის სამხედრო „დაკვეთა“ ჭურვების საწარმოებლად ერთგვარ შვებას წარმოადგენს - ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს, იარაღის სანაცვლოდ, სურსათ-სანოვაგეს მიაწვდის.

მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან „ამხანაგმა კიმმა“ რუსეთს სურსათთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების გადაცემაც მოსთხოვა, ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის შემდგომი წარმოების მიზნით“.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/opinion/2023

 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way