USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „გენერალი აღიარებს, რომ რუსებმა უკრაინის არმიის ფრონტის ხაზი გაარღვიეს“
თარიღი:  366

„ვოლოდიმირ ზელენსკის უაზრო პროექტი, „გამარჯვების გეგმის“ სახელწოდებით და საბრძოლო მასალების მიწოდების შემცირება, უკრაინის არმიას დიდ ზარალს აყენებს“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთში „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გენერალი აღიარებს, რომ რუსებმა უკრაინის არმიის ფრონტის ხაზი გაარღვიეს“ (ავტორები - ჯეიმს კილნერი და დენიელ ხარდაკერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც გენერალ-პოლკოვნიკი დიმიტრი მარჩენკო ამბობს, უკრაინის ფრონტის ხაზის ბოლოდროინდელი რღვევა და ჯარების უკანდახევა განპირობებულია იმით, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუმცირდა, ხოლო ქვეყნების ხელისუფლებამ უაზრო ე.წ. „გამარჯვების გეგმა“ შეიმუშავა და მისი იმედი აქვს. „მე არანაირ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ფრონტი ჩამოიშალა“, - უთხრა მან ერთ-ერთ უკრაინელ დეპუტატს ინტერვიუს დროს, რომელიც „იუთუბზეა“ განთავსებული. 

ამ კვირაში რუსეთის არმიის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კრემლის ჯარებმა დონეცკსა და პოკროვსკს შორის მდებარე ქალაქი სელიდოვოს გარეუბნები დაიკავეს, რომელშიც ომის დაწყებამდე დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. რუსეთის არმია წინ მიიწევს და პოკროვსკის დაუფლება სურს, რომელიც უკრაინისათვის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს.

უკრაინელი სამხედროები კომენტარს არ უკეთებენ რუსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სელიდოვოს ნაწილობრივი დაკავების შესახებ, თითქოსდა ეს ქალაქი ფრონტისათვის საერთოდ არ არსებობს, თუმცა გენერალი დიმიტრი მარჩენკო დაბეჯითებით ამბობს, რომ რუსი სამხედრო ქვედანაყოფები მართლაც შევიდნენ ქალაქში: „ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ისინი (რუსები] მას მთლიანად ალყაში მოაქცევენ და პოკროვსკისატვის ბრძოლას გააძლიერებენ. ჩვენთვის ეს ძალიან ცუდი იქნება“.

გენერალი დიმიტრი მარჩენკო ცნობილი გახდა 2022 წელს, როცა იგი ჯერ ნიკოლაევის თავდაცვის ქვედანაყოფებს მეთაურობდა, შემდეგ კი ხერსონის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. იგი უკრაინის არმიის სისუსტეს იმით ხსნის, რომ ჯარს აკლია იარაღი, ტექნიკა, დიდი პრობლემებია გაწვევის თვალსაზრისით და სარდლობის მიერ უხეში შეცდომებია დაშვებული. იგი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის - როგორც უმაღლესი მთავარსარდლის - მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“ ზედმეტად არის ორიენტირებული  დასავლელეი მოკავშირეების დახმარებაზე: „ამ გეგმაში არცერთი პუნქტი არ გამოხატავს უკრაინის შესაძლებლობებს და პოტენციალს“.

როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი გეგმა წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებს, თუმცა მათ გეგმის მიმართ საკმაოდ გულგრილი დამოკიდებულება გამოხატეს და განაცხადეს, რომ ის უფრო მეტად იარაღის მიღების სურვილს ჰგავს, ვიდრე კრემლის ჯარების განადგურების გენერალურ გეგმას.

უკრაინელი ჯარისკაცების წრთვნების მონაწილე ინკოგნიტო ბრიტანელი ოფიცრის განცხადებით, მათ [უკრაინელებმა] ჯერ კიდევ ვერ შეძლეს სრულად ნატოური სტანდარტებისა და სამხედრო ტაქტიკის ათვისება, ისინი ჯერ კიდევ ვერ იყენებენ პროფესიულად დასავლურ ტექნიკას. „ჩვენ მათ იარაღსა და საბრძოლო მასალებს ვაძლევთ, ისინი კი უარს აცხადებენ დასავლური იარაღი დასავლურივე ტაქტიკით გამოიყენონ“, - განუცხადა ოფიცერმა „დეილი ტელეგრაფს“.

რუსეთ-უკრაინის ომი ორივე მხარისათვის გამაწამებელ და გამომფიტავ სამხედრო მოქმედებად გადაიქცა, თუმცა ყველაზე მეტად უკრაინისათვის. იმიტომ, რომ რუსეთი თვითონაც აქტიურად ამზადებს საბრძოლო მასალებს და დამატებით ირანიდან და ჩრდილოეთ კორეადაც იღებს, უკრაინა კი თვითონ ბევრს ვერაფერს აწარმოებს და ძირითადად დასავლეთზეა დამოკიდებული. კიევი ჩივის, რომ მოკავშირეები დაპირებულ ჭურვებს და რაკეტებს დროულად არ აწვდიან.

უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით, რომელიც  დიდი ხანია არსებობს. ხელისუფლება საქმის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე. სიტუაციას ვერ შველის მობილიზაციის კანონის მიღება - უკრაინელები ბოლო დროს არმიაში გაწვევას თავს მასობრივად არიდებენ, ომის პირველი ეტაპისაგან განსხვავებით, როცა ათასობით მოხალისე ნებაყოფლობით მიდიოდა ფრონტზე. მიმინარე წელს გეგმიური ციფრები ჯარში გაწვევის საკითხში შეუსრულებელი რჩება. მტავრობამ კომპლექტაციის ცენტრებს (გასაწვევ პუნქტებს) ფართო უფლებამოსილება მისცა და კანონი გაამკაცრა, მაგრამ უკრაინელი მამაკაცები თვლიან, რომ არმიაში სამსახური - ეს ცოცხალი ადამიანისათვის ერთი მიმართულებით აღებულ ბილეთს ნიშნავს, რომელიც სიკვდილის ან მძიმედ დასახიჩრების ტოლფასია.

კომენტარებს „ფრონტის გარღვევის“ თაობაზე უკრაინელი სამხედროები თავს არიდებენ: მათგან იშვიათად თუ მოისმენ პირუთვნელ შეფასებას ფრონტზე შექმნილი მძიმე სიტუაციის თაობაზე, თუმცა დასავლელი ლიდერების გამოსვლებში უკვე შეიმჩნევა პესიმიზმი უკრაინის მიმართ, რუსეთზე გამარჯვების შანსებთან დაკავშირებით. აშშ-ში არსებულმა პროუკრაინულმა ანალიტიკურმა ცენტრმა - “ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა” (ISW-Institute for the Study of War) ირი დღის წინ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც რუსეთის არმიის მიერ ბოლო დროის მოქმედება შეფასებულია როგორც „ტაქტიკურად მნიშვნელოვანი შედეგები“.

დასავლელი ანალიტიკოსები უკვე პესიმისტურად არიან განწყობილნი უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის მიმართ და ამბობენ, რომ კიევის ჯარებს ფრონტის ხაზის შენარჩუნება გაუჭირდება. ფინური კომპანიის Black Bird Group-ის ანალიტიკოსი ემილ კასტეჰელმი თვლის, რომ რუსეთის არმიამ ბოლო დროს ბევრ ადგილზე გაარღვია უკრაინის ჯარების თავდაცვა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთის ფრონტის ცენტრალურ უბანზე - ადრე დაკავებულ უგლედარსა და პოკროვსკს შორის, 60 კილომეტრიან ხაზზე, რაც, როგორც ჩანს, ქალაქ სელიდოვოს სრული ოკუპირების საფრთხეს უქმნის. „მთლიანობაში სიტუაცია კრიტიკულია, უკრაინის არმიის ძალები ზღვარზეა მისული. ზამთრის ბრძოლები მძიმე იქნება“, - ამბობს ფინელი სამხედრო ექსპერტი

უკრაინის ჯარების წარუმატებლობა ნატოელ მოკავშირეებში უკმაყოფილებას იწვევს, რაც გასაგებია: მათ მილიარდობით დოლარი და ევრო დახარჯეს, შედეგები კი უარყოფითია.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/10/30/ukraine-crumbling-russia-zelensky-victory-plan-kyiv/

 

თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.