USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „დასავლეთმა, როგორც იქნა, რუსულ დეზინფორმაციას ომი გამოუცხადა“
თარიღი:  535

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმიანება აშშ-ში რუსული ტელეარხის „რაშა თუდეის” (RT – Russia Today) მაუწყებლობის აკრძალვას და აქვეყნებს სტატიას სათაურით „დასავლეთმა, როგორც იქნა, რუსულ დეზინფორმაციას ომი გამოუცხადა“ (ავტორი - სემუელ რამანი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. ამ ფონზე საინფორმაციო კომუნიკაციების სფეროში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: როგორც იქნა, კომპანია Meta-მ გამოაცხადა, რომ მალე აიკრძალება რუსული საინფორმაციო საშუალებები - ტელეარხი „რაშა თუდეი“ (RT), საინფორმაციო რესურსი „როსია სეგოდნია“ (რუსეთი დღეს“), რომელიც მართავს რუსეთის საინფორმაციო სააგენტობს „რია ნოვოსტის“ და „სპუტნიკს“.

Meta-ს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ აშშ-ში რუსული სახელმწიფო მასმედიის მიმართ საინფორმაციო პოლიტიკა მკაცრდება. ამას წინათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „რაშა თუდეი“ ისეთ მედიაორგანიზაციად გადაიქცა, რომელსაც „ძლიერი კიბერშესაძლებლობები აქვს“.

ამერიკელებს კარგად ახსოვთ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიები, როცა დონალდ ტრამპის ტრიუმფი რუსეთის ჩარევამ დაჩრდილა - ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ მიმართული კიბერაქციით. ამასთან, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა უფრო მეტად სარგებლობას რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მოუტანს, ვიდრე დემოკრატ კამალა ჰარისს: თუ პირველი გაიმარჯვებს - მას ვერავინ ვეღარ უსაყვედურებს „რუსეთის დახმარებას“.

„რასა თუდეის“ შესაძლებლობები 2016 წლიდან მიღებული ზომების შედეგად უკვე შეზღუდული იყო, როცა ტელეარხმა 2017 წელს აშშ-ში „უცხოელი აგენტის“ სტატუსი მიიღო. 2022 წლის მარტში ასევე შეჩერდა RT America-ს მაუწყებლობაც.

 ამჯერად უკვე მისი მაუწყებლობის სრული აკრძალვა პატარა, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსული ავტორიტარული ხელისუფლების გავლენის წინააღმდეგ, ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„რასა თუდეი“ მსოფლიოში ტოქსიკური ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ძლიერ წყაროს წარმოადგენს. მისი საშუალებით რუსეთის ხელისუფლებას  ლიბერალური დემოკრატიის დისკრედიტაციის შესაძლებლობა აქვს

Meta-ს შეტევა RT-ის წინააღმდეგ სიმართლისათვის მებრძოთა დაგვიანებული ტრიუმფია, მაგრამ მას მაინც პოზიტიური მნიშვნელობა აქვს. თუმცა აქვე აუცილებელია ითქვას, რომ ყველაზე მძიმე ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/09/18/the-west-has-finally-declared-war-on-russian-disinformation/

 

 

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის