USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ჩინეთთან დაპირისპირება: დიდმა ბრიტანეთმა დასავლური ფასეულობები აშშ-სთან ერთად უნდა დაიცვას“
Date:  821

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩინეთთან დაპირისპირება: დიდმა ბრიტანეთმა დასავლური ფასეულობები აშშ-სთან ერთად უნდა დაიცვას“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

დიდმა ბრიტანეთისათვის აუცილებელია უკეთესად გააცნობიერება იმ საფრთხისა და მუქარებისა, რომლებიც ჩინეთიდან მომდინარეობენ. ბოლო დროს გაჩენილმა მითქმა-მოთქმამ, რომ თითქოსდა პრინც ენდრიუს ჩინეთის სავარაუდო ჯაშუშთან საქმიანი კავშირები ჰქონდაო, ბიძგი უნდა მისცეს ჩვენი ურთიერთობების გადახედვას ჩინეთთან - მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან.

ბრიტანეთის მთავრობა ზედმტად მშვიდ დამოკიდებულება აქვს იმ საფრთხის მიმართ, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს.

 ჩვენი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები პეკინის მიმართ უფრო ხისტ მიდგომებს ამჟღავნებს. დონალდ ტრამპი, შეიძლება ითქვას, ცნობილი „ქორია“, ჩინეთის მოწინააღმდეგე და ამ მხრივ იგი მარტო არ არის.

სხვათა შორის, დემოკრატებმაც გააცნობიერეს ის რისკები, რასაც  პეკინი წარმოადგენს. მაგალითად, პოლიტიკური ფიგურა, რომელიც იდეოლოგიურად ძალიან შორს დგას ახალი პრეზიდენტისაგან - კონგრესის წარმომადგენლების პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი, რომელმაც ჩინეტში ადამიანის უფლებების დაცვა და ტაივანთან სოლიდარობა თავის მთავარ საზრუნავად გადააქცია. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც ჩუმად არ არის.

დიდ ბრიტანეთში კი ლეიბორისტულიც და კონსერვატიული პარტიები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არასწორად აფასებდნენ  ჩინეთის აღმავლობას - ისინი ფიქრობდნენ, რომ კომუნისტური ჩინეთი, ზოგადად, მეგობრობის მოყვარული ქვეყნაა და, ჩინელები რაც უფრო გამდიდრდებიან, მით უფრო დაუახლოვდებიან დასავლურ ფასეულობებს.

მაგრამ მეგობრული ქვეყნები არ აწყობენ კიბერშეტევებს არ ცდილობენ შეაღწიონ მეგობარი ქვეყნების პარლამენტებში, უნივერსიტეტებში და სხვა პრესტიჟულ დაწესებულებებში მათი დაშინების მიზნით. და ისინი მხარს არ უჭერენ ვლადიმერ პუტინის თავდასხმა უკრაინაზე, არ ეხმარებიან რუსეტს... თუ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ფიქრობს, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან მხოლოდ ვაჭრობით შემოიფარგლება, ჩვენ ამით საკუთარ თავს ვატყუებთ.

ჩინეთი ალერნატიული ცივილიზაციას წარმოადგენს, თავისი საკუტარი და სრულიად სხვა ხედვით მსოფლიოს მიმართ. ესწრაფვის თუ არა პეკინი მსოფლიოზე ბატონობას, ეს ჯერ კიდევ ღია კითხვად რჩება, მაგრამ უეჭველია, რომ ჩინეთი დასავლეთისათვის მტრული სახელმწიფოა, რომელიც გეგმავს დანარჩენი მსოფლიოს „გადაკეთებას“ თავისი საკუთარი ინტერესების შესაბამისად და პატივს არ სცემს თავისუფლებისა და დემოკრატიის დასავლურ ფასეულობებს.

დონალდ ტრამპი ამ ყველაფერს ინსტინქტურად ხვდება და მზად არის დასავლეთის მობილიზებისათვის, რათა პეკინის ამბიციები შეაჩეროს. შეიძლება მტკიცედ ვთქვათ, რომ ჩინეთთან მიმართებით არჩეული პრეზიდენტი „ძირფესვიანად მართალია“. მომავალი წლისათვის დიდმა ბრიტანეთმა ვიღაცის მხარე უნდა დაიკავოს.

ჩვენ უნდა დავივიწყოთ შუალედური კურსის გატარება ვაშინგტონსა და პეკინს შორისან ვეცადოთ ხიდი ვიყოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენი გეგმა არ იმუსავებს და საბოლოოდ, ამ პროცესში ჩვენივე თავს დავიმცირებთ.

დიდმა ბრიტანეთმა უნდა დაიცვას დასავლური ფასეულობები რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონმა მხარი უნდა დაუჭიროს ვაშინგტონს ჩინური სავარაუდო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველგან, სადაც მისი გამოვლენა შესაძლებელია.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/opinion/2024/12/15/standing-up-to-china-starmer-trump-us-uk-russia/

 

 

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way