USD 2.8784
EUR 2.9941
RUB 2.9173
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ბაშარ ასადი გაიქცა, მაგრამ სირიისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი გაურკვეველი რჩება“
თარიღი:  480

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) 9 ნოემბრის ნოემრში აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „ბაშარ ასადი გაიქცა, მაგრამ სირიისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი გაურკვეველი რჩება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სირიაში მოვლენების ექსტრაორდინალური განვითარება, რასაც ხელისუფლებაში 20-წლიანი ყოფნის შემდეგ ბაშარ ასადის რეჯიმის კრახი მოჰყვა, ბერლინის კედლის დანგრევას და ისეთი ტირან-დიქტატორების დამხობას გვაგონებს, როგორებიც იყვნენ, ვთქვათ, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკოლაე ჩაუშესკუ და სხვები. მართალია, ბასარ ასადი ცოცხალი დარჩა და ამჟამად რუსეთშია, მაგრამ მაინც.

მაგრამ ვისაც იმედი აქვს, რომ სირია ტარანიისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა და აწი უკვე დემოკრატიულ ქვეყნად გადაიქცევა, მწარედ სცდება. ეგრეთ წოდებული „არაბული გაზაფხული“, რომელიც 2010 წელს დაიწყო, განიხილებოდა როგორც რეგიონის გადასვლად დასავლური მმართველობის პრინციპზე, მაგრამ ეს არ მოხდა - სიტუაცია არაბული ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც კი მთავრობები დაემხო, ან ძველებურად დარჩა, ან მხოლოდ ოდნავ გაუმჯობესდა.

სირიის რევოლუცია ანტიასადური მოძრაობით დაიწყო იმ დროინდელი სულისკვეთებით - როგორმე შერბილებულიყო რეჟიმის სისასტიკე. სამწუხაროდ, რევოლუცია სამოქალაქო ომში გადაიზარდა - მოხდა ქვეყნის „ბალკანიზაცია“, რის შედეგადაც სირიის რუკა ნაჭერ-ნაჭრრ შეკერილ საბანს დაემსგავსა, თითოეულ რეგიონს თავისი სამხედრო დაჯგუფება და ლიდერ-პატრონი გამოუჩნდა. - დაწყებული ქურთი სეპარატისტებით და დამთავრებული ყველაზე ქსტრემისტ-ისლამისტი ლიდერებით. რაც სეეხება პრეზიდენტ ბაშარ ასადს, მან ქვეყნის მცირე ნაწილზე კონტროლი მხოლოდ ირანისა და რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით შეინარჩუნა, რომლებთაც თითოეულს თავისი ინტერესები ჰქონდა, საკუტარი პოზიციების განმტკიცების მიზნით. რუსეთმა, კერძოდ, განახორციელა დამანგრეველი საჰაერო დაბომბვები, რომლის შედეგად ოპოზიციური მებრძოლების მიერ დაკავებული ქალაქების საცხოვრებელი კვარტლები მიწასთან გაასწორა. იმავდროულად იღუპებოდა ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები, ნადგურდებოდა ინფრასტრუქტურა.

საბრზოლო მოქმედებებმა ხელი შეუწყო კრიზისებისა ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლტოლვილტა ნაკადის პროვოცირებას - ექვსმა მილიონმა სირიელმა მშობლიური ადგილების მიტოვება დაიწყო და იმედის თვალი ევროპას მიაპყრო. რუსეთმა, ირანმა და პალესტინურმა შეიარაღებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა სირიაში მეტ-ნაკლებად [მოჩვენებითი] სტაბილურობა დაამყარეს. 2024 წლამდე ისე ჩანდა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი თითოქდა დაღუპვას გადაურჩა, მაგრამ...

რა თქმა უნდა, შესამჩნევი იყო, რომ ბოლო წლებში მომხდარმა მოვლენებმა, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის და ისრაელ-ჰამას-ჰეზბოლას ომებმა სირიელი დიქტატორი მოწყვლადი გახადა: რუსეთმა თავისი სამხედრო ქვედანაყოფები სირიიდან უკრაინის ფრონტზე გადაისროლა, „ჰამას-ჰეზბოლას“ კი ისრაელმა „თავის მოჰკვეთა“. ირანიც, აშშ-ის გააქტიურების გამო, სირიას ძველებურად ვეღარ ეხმარებოდა.

და მაინც, მოვლენების ესოდენ ელვისებურად განვითარება მსოფლიო პოლიტიკისათვის ერთობ მოულოდნელი იყო. ვერცერთმა ანალიტიკოსმა წინასწარ ვერ განჭვრიტა ის, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელმაც ათეულ წელზე მეტ ხანს გაუძლო სამოქალაქო ომს, ორ კვირაში დაემხობოდა. დასავლეთი მიესალმება დიქტატორის რუსეთში გაქცევას და ამ დროს ყურადღება ექცევა იმას, თუ რა უარყოფითს ნიშნავს მომხდარი ფაქტი რუსეთისა და ირანისათვის. მაგრამ ის, რაც ცუდია მოსკოვ-თეირანისათვის, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კარგია დასავლეთისათვის.

 ბაშარ ასადის დამამხობელი „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ („ჰთშ“) წარსულში უკომპრომისო ისლამისტურ დაჯგუფებას წარმოადგენდა, რომელიც „ალ-ყაიდას“ ბაზაზე იყო შექმნილი. მიზეზი, რის გამოც ვლადიმერ პუტინმა თავის დროზე მხარი სირიელ დიქტატორს ბაშარ ასადს დაუჭირა, გამოიხატებოდა იმაშიც, რომ რუსეთის სამხრეთით მდებარე რეგიონებში, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტულ-ისლამისტური ძალები არ გაძლიერებულიყვნენ..

ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, ამჟამად  „ჰთშ“ აღარ ითვლება რადიკალურ ისლამურ დაჯგუფებად, ანუ ისეთები, როგორებიც ადრე იყვნენ, მაგრამ სირიულ ოპოზიციაში საკმაოდ ბევრია ისეთი პოლიტიკოს-„ბოევიკები“, რომელთა დანახვას ქვეყნის ახალ ეროვნულ მთავრობაში არცერთი დასავლელი ლიდერი არ მოისურვებდა. ასევე გაუგებარია, შეძლებენ კი ჭრელი დაჯგუფებები ისეთი მმართველი ორგანოს შექმნას, რომელიც მთავრობის მსგავსი იქნება? შეძლებენ ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკებას და ურთიერშუღლის შეწყვეტას? რამდენი დრო დაჭირდება სირიაში სტაბილურობის დამყარებას?

ბოლო დღეების მოვლენებში, რა თქმა უნდა, „თურქული ხელი“ აშკარად მოჩანს. ეს თავიდანვე გაირკვა, როცა პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა საჯაროდ მხარი დაუჭირა „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ მიერ იდლიბის პროვინციიდან (სადაც ანკარის გავლენა დიდია) დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს. ცხადია, თურქეთს თავისი ინტერესები აქვს: ანკარას სურს, რომ „ჰაიათელებმა“ სირიელი ქურთები გაანადგურონ, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად თვლის. გარდა ამისა, ანკარას უნდა, რომ მილიონობით სირიელი ლტოლვილი, რომლებმაც 2011 წლიდან თავი თურქეთს შეაფარეს, სირიაში დაბრუნდნენ.

ბაშარ ასადის დამხობა ზოგადად მისასალმებელია, მაგრამ სირიისა და რეგიონის მომავალი ძირითადად მაინც გაურკვეველი რჩება: მტრული ძალები მზად არიან შექმნილი სიტუაციით მთლიანად ისარგებლონ.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/opinion/2024/12/08/assad-gone-future-syria-unclear/

ბიზნესი
"ქართუ ჯგუფი" ორთაჭალაში ცათამბჯენებს ააშენებს

"ასოციაცია ატუ" და "ქართუ ჯგუფი" თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ მულტიფუნქციურ კომპლექსს "ორთაჭალა თაუერსს" ააშენებენ. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პროექტი ორი ურთიერთდაკავშირებული ნაგებობისგან შედგება, რომელთაგან პირველი 27 სართულიანი, მეორე კი 43-სართულიანი იქნება. ნაგებობის მაქსიმალურ სიმაღლედ საპროექტო დოკუმენტაციაში 177.4 მეტრი არის მითითებული.

ახალი ნაგებობა 25,831 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს და მისი მთლიანი საპროექტო ფართობი 89,948 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც 67,461 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს, კომერციული ფართის ზომა კი 22,487 კვადრატული მეტრის იქნება.

 

პროექტის რენდერები

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.