USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „არგუმენტები დონალდ ტრამპის სასარგებლოდ: დემოკრატები მას „ცეცხლის წამკიდებელს“ უწოდებენ, მაგრამ სახლი უკვე უიმისოდაც ბევრჯერ იწვოდა“
თარიღი:  343

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არგუმენტები დონალდ ტრამპის სასარგებლოდ: დემოკრატები მას „ცეცხლის წამკიდებელს“ უწოდებენ, მაგრამ სახლი უკვე უიმისოდაც ბევრჯერ იწვოდა“ (ავტორი - ტიმ სტენლი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამას წინათ, ჩემს ამერიკელ მეგობარს ვკითხე (ის ტრამპისტია) - რატომ ანიჭებ უპირატესობას დონალდ ტრამპს-მეთქი. მან ანეკდოტის სახით მიპასუხა: „1950-იანი წლებია. ინგლისელი ტურისტი ესპანეთში რესტორანშია და ოფიციანტს ეკითხება, თუ რას ფიქრობს იგი დიქტატორ ფრანკოს შესახებ. ოფიციანტი პასუხობს: „გეტყვი, მაგრამ აქ საშიშია რაიმეს თქმა“. ოფიციანტმა წაიყვანა ინგლისელი სამზარეულოში, გარეთ გავიდნენ, ტაქსში ჩასხდნენ ნავსადგურამდე, იქიდან კი ნავში და შუა ზღვაში გავიდნენ. ოფიციანტი აქეთ-იქით იხედება, ხომ არავინ გვიყურებსო და ტურისტს ჩურჩულით ეუბნება: „ის კაცი ისეთი ცუდი არ არის, როგორც მასზე ამბობენ“.

თუ დონალდ ტრამპი არჩევნებს მოიგებს, ეს იმიტომ მოხდება, რომ იგი სინამდვილეში მართლაც არ არის ცუდი კაცი. რასაკვირველია, მის წინააღმდეგ მიმართული მტრული მასალები ძალიან ბევრია - რა დასამალია და არცთუ იშვიათად, იგი თვითონ აძლევს ხოლმე საბაბს ჟურნალისტებს, რომ არასასიამოვნო სტატიები წერონ. შესაბამისად, მას საეჭვო რეპუტაცია ექმნება. მაგრამ მილიონობით ადამიანი შეურიგდა მის მოქმედებას, მისი საქმიანობის სტილს, მის ნაბიჯებს ისე, რომ მათთვის აუცილებელი არ არის ექს-პრეზიდენტის მიმართ სიმპათიების ღიად გამოხატვა. მისი მხარდამჭერი ამერიკელები სულელები ნამდვილად არ არიან, ისინი  სრულიად სერიოზულად და გონივრულად აცნობიერებენ სიტუაციას, ისინი დონალდ ტრამპს ახლა უკეთესად იცნობენ, ვიდრე 2016 წელს. შესაბამისად, თვლიან, რომ როცა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იყო, უფრო უკეთესად ასრულებდა თავის მოვალეობას, ვიდრე დღევანდელი დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

რასაკვირველია, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჯო ბაიდენი უარესი პრეზიდენტია. პირიქით, მას გარკვეული დამსახურება მიუძღვის: მისი მმართველობის დროს ქვეყანაში 15 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა, შემცირდა ძალადობრივი დამნაშავეობა, გაიზარდა ხელფასები... მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ინფლაციის გამო ფასებიც 20%-მდე გაიზარდა (ქათმის კვერცხის ფასი გაორმაგდა!). ამ დროს კი დემოკრატები გამომწვვად იქცევიან და ქედმაღლურად იყურებიან. კამალა ჰარისი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი არაკომპეტენტური ადამიანიაო. არადა, 2017-2021 წლებში მსოფლიოში ომები არ ყოფილა და ასეთი მშვიდობიანი სიტუაცია სწორედ აშშ-ის ძალისხმევით გახდა რეალური. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს გადასახადების შემცირების თაობაზე, რამაც ყველაზე საუკეთესო შემოსავლები მოუტანა საფონდო ბირჟებს, პირველად 1920-იანი წლების შემდეგ. უმუშევრობა ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა 1969 წლის შემდეგ. ხელფასები 15%-ით გაიზარდა შედარებით ნაკლები ინფლაციის ფონზე. აშშ პირველად გახდა გაზის მსხვილი ექსპორტიორი.

ცხადია, ამის შესახებ თქვენ ადრეც გსმენიათ და რაიმე ისეთ ახალს არაფერს ვამბობ. მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ეს უკვე სიურპრიზად უნდა ჩავთვალოთ: დონალდ ტრამპმა, პირველად აშშ-ის ისტორიაში, პენტაგონის აუდიტი ჩაატარა. ტრამპზე ამბობენ, რომ მას ჰომოსექსუალისტები და ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები არ მოსწონსო. შესაძლოა პირადად არ მოსწონს, მაგრამ მათი უფლებები ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში არ ირღვეოდა. სწორედ ტრამპმა დანიშნა ხუთი გეი აშშ-ის ელჩებად სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს ქვეყნის აეროპორტებში მეძუძური დედებისათვის სპეციალური ადგილების გამოყოფის შესახებ... ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

დონალდ ტრამპს უამრავ დანაშაულში სდებდნენ ბრალს - ქალების გაუპატიურებიდან დაწყებული, არჩევნების ფალსიფიკაციით დამთავრებული. მართალია, ბევრი საქმე, როგორც ამბობენ ხოლმე, „თეთრი ძაფით იყო ნაკერი“, მაგრამ მათი საერთო წონა ისეთია, რომ ამერიკა „უნდა დანგრეულიყო“. მოსმენილი მაქვს ხუმრობით ნათქვამი, რომ ამომრჩეველები, რომლებთაც დონალდ ტრამპი სძულთ, უფალს ევედრებიან, რომ პრეზიდენტი გახდეს, თორემ ის აჯანყებას მოახდენსო.

ის, რაშიც დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ, ბევრ წინა ადმინისტრაციებშიც ხდებოდა, მას დემოკრატები „ცეცხლის წამკიდებელს“ უწოდებენ, მაგრამ სახლი უკვე უიმისოდაც ბევრჯერ იწვებოდა, ამაში ბევრ პრეზიდენტს შეიძლება ბრალი დაედოს. განა ჯო ბაიდენი და მისი გარემოცვა ამ მხრივ წმინდანია? მისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი ხომ ოფიციალურად გამოცხადდა დამნაშავედ. დემოკრატები რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს ბრალს უყენებენ - აბორტების წინააღმდეგ გამოდის და ქალებს კონსტიტუციურ უფლებას ართმევსო... არადა, აბორტების წინააღმდეგია თვითონ ბევრი დემოკრატი, დონალდ ტრამპს კი ამ მხრივ მართლაც დემოკრატიული პოზიცია აქვს - იგი უპირატესობას ანიჭებს შტატების გადაწყვეტილებას ადგილობრივ დონეზე და არა აკრძალვას ეროვნულ დონეზე.

მე არავის არ ვთხოვ და აგიტაციას არ ვუწევ დონალდ ტრამპის მხარდაჭერის საკითხში - უაზრობაა, რომ მე, ბრიტანელმა, ეს გავაკეთო. უბრალოდ, ჩემი არგუმენტები იმას ნიშნავს, რომ მისთვის ხმის მიცემა სრულიად ნორმალური და გონივრულია და არა სამწუხარო შეცდომა. ბრიტანელი მკითხველი შეიძლება აღშფოთდეს - როგორ შეიძლება ისეთი კანდიდატის მხარდაჭერა, რომელსაც გარესამყაროს პოზიცია სულაც არ ადარდებს და მხოლოდ ამერიკაზე ფიქრობს? მაგრამ განა წარმომადგენლობითი, რეპრეზენტაციული დემოკრატიის არსი იმაში არ მდგომარეობს, რომ არჩეულმა თავისი ამომრჩევლების ინტერესები უპირველეს ადგილზე დააყენოს, დაიცვას თავისი ქვეყნის საზღვრები, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და შეეცადოს სადღაც შორეული საზღვარგარეთიდან თავისი ჯარისკაცები შინ დააბრუნოს?

საერთოდ კი, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ დიდ ბრიტანეთს საკუთარი დონალდ ტრამპი ეყოლებოდა.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/11/03/case-for-trump-us-president-election/

 

თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.