USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „არჩევნების შედეგები საქართველოში „პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“
თარიღი:  186

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და თავის 28 ოქტომბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნების შედეგები საქართველოში „პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“ (ავტორები - ვიქტორ სუეიზი და ჩარლზ გორივენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებში და „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლების მოსყიდვაში, ბიულეტენების გაყალბებაში და ძალადობაში ბრალი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიუძღვის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ კვირაში, როცა კრემლი, მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების შემდეგ ანალოგიურად საქართველოშიც დაადანაშაულეს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველოს არჩევნებში ბევრი დარღვევა იქნა დაფიქსირებული, რომელთა შედეგად, როგორც ჩანს, პრორუსულმა მმართველმა პარტიამ წარმატება მოიპოვა, თუმცა ორი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები საწინააღმდეგოს მიუთითებს.

„საქართველოში არსებული სურათი ნათელია - არჩევნების შედეგები ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილმა თბილისის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კვირას, როცა არჩევნებში ჩარევის დამადასტურებელი პირველი ვიდეომტკიცებულებები გავრცელდა, - „მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლაში“.

ალისია კერნსმა, ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოციალურ ქსელში ასეთ ჩანაწერი გამოაქვეყნა: „ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს“.

მრავალი ფაქტი ადასტურებს იმას, თუ როგორი დარღვევებით ჩატარდა გასულ შაბათს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელი რამდენიმე ბიულეტენს ყრის ურნაში. ეს ინციდენტი საქართველოს სამხრეთ რეგიონში, მარნეულში მოხდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ უბანზე შედეგები გააუქმა. მარნეულშივე დაფიქსირდა ძალადობა და ჩხუბი, რომლის დროსაც დაშავებული აზატ ქერიმოვი საავადმყოფოში გადაივანეს.

პროდასავლურმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პროევროპული კურსის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ამ არჩევნებს შეუძლია საქართველოს მომავალი ბედი გადაწყვიტოს - გახდება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრი.

იულიან ბულაი, რომელიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაციას მეტაურობს, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედება ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ყველაფერს „დიდი ძმა აკონტროლებს“.

„დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე თბილისში (ვაკეში), ვიდეოკამერა შეამჩნია, თუმცა მან ვერ გაარკვია, იყო თუ არა ამომრჩევლების თვალის დევნების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელეარხმა „ფორმულამ“ აჩვენა კადრები საარჩევნო უბნის თანამშრომლების შესახებ, რომლებსაც ხელში ფურცლები უჭირავთ ამომრჩეველთა გვარებით, რომლებსაც ფული გადაუხადეს.

როგორც დენ ტვინინგმა - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაციის) წარმომადგენელმა აღნიშნა პრესისათვის გამართულ ბრიფინგზე, „არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. იმსახურებს თუ არა ასეთი არჩევნების შედეგები ნდობას, ეს საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ“.

ევროპელი დამკვირვებლების მისიის განცხადებით, არცევნების შედეგები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის პრინციპებიდან უკან იხევს“ და რომ მმართველი პარტია ქვეყნის ევროკავშირისაკენ ინრეგრირების პროცესს ამუხრუჭებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა ევროპული დელეგაციის დასკვნებს და „იქს-ქსელში“ დაწერა, რომ „არჩევნების შედეგები მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს სამომავლო პროგრესზე და მის ევროპულ გზაზე“.

იმ დროს, როცა „ქართული ოცნება“ ბოლო დროს სამოქალაქო საზოგადოებას უხეშად უსწორდება და აცხადებს, რომ არასასურველ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ხმის მიცემის შედეგების დიდი ნაწილი ხელოვნურად არის ჩაწყობილ-მანიპულირებული. ერთ-ერთი საჯაროს სკოლის ექს-დირექტორის განცხადებით, მასზე ზეწოლას ახდენდნენ [მმართველი] პარტიის წარმომადგენლები, რომ მას ხმა მიეცა მათ სასარგებლოდ. იგი თანამდებობიდან იმისთვის გაათავისუფლეს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა და ომის დაწყება გააკრიტიკა.

ევროპული მისიის განცხადებით, 16 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა იმის დამადასტურებელი ფაქტები, თუ როგორ ახდენს ზეწოლას „ქართული ოცნება“ სახელმწიფო მოსამსახურეებზე და სოციალური დახმარების მიმღებ მოქალაქეებზე.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/10/27/georgia-election-stolen-by-putins-puppet-government/

 

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.