USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „არ მისცეთ ასმა ასადს დიდ ბრიტანეთში დაბრუნებისა და განცხრომით ცხოვრების ნება“ - კონსერვატორთა მიმართვა დაუნინგსთრითს“
თარიღი:  187

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „არ მისცეთ ასმა ასადს დიდ ბრიტანეთში დაბრუნებისა და განცხრომით ცხოვრების ნება“ - კონსერვატორთა მიმართვა დაუნინგსთრითს“ (ავტორები - დომინიკ პენი და იონა ქლივი)

„არ შეიძლება იმის დაშვება, რომ დიქტატორ ბაშარ ასადის ცოლი ასმა ასადი, რომელიც დიდ ბრიტანეთშია დაბადებული, ლონდონში დაბრუნდეს და განცხრომით იცხოვროს“, - ასეთი განცხადებით მიმართეს ინგლისელმა კონსერვატორებმა პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმები, რომ ასმა ასადი ქმართან განქორწინებას და დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას ცდილობს.

ასმა ალ-ასადი და მისი ქმარი ბაშარ ალ-ასადი, სხვადასხვა ცნობების თანახმად, მოსკოვში შინაპატიმრობაში იმყოფებიან, მათ ქონებას რუსეთის ხლისუფლებამ ყადაღა დაადო, საბანკო ანგარიშები კი გაყინულია იმ დღიდან, როცა ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად, ავიასპეცრეისით დამასკოდან მოსკოვში ჩაფრინდნენ და კრემლს თავშესაფარი სთხოვეს.

თურქული მასმედიის ინფორმაციით, ასმა ასადს დიდ ბრიტანეთში დაბრუნება სურს (მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს) ავთვისებიანი სიმსივნის - კიბოს მკურნალობისათვის.

კვირას „ათმა ნომერმა“ (იგულისხმება ლონდონის დაუნინგსტრითის 10 ნომერი, სადაც ბრიტანეთის მთავრობის რეზიდენცია მდებარეობს) კომენტარი არ გააკეთა კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ასმა ასადისათვის ბრიტანული პასპორტის ჩამორთმევა.

მაგრამ რობერტ ჯენრიკმა, იუსტიციის ჩრდილოვანმა მინისტრმა, თქვა, რომ ასმა ასადის ლონდონში დაბრუნება და მდიდრულად ცხოვრება მისი დიქტატორი ქმრის ბაშარ ასადის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნისადმი შეურაცხყოფა იქნებოდა. „დიდი ბრიტანეთის მთავრობას ტყუილად არ გამოუცხადებია სანქციები ბაშარ ასადის რეჟიმისათვის. სწორედ ასადების კლანია პასუხისმგებელია ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულის ჩადენისათვის“, - დაამატა რობერტ ჯენრიკმა.

საგარეო საქმეტა მინისტრმა დევიდ ლემმაც აღნიშნა, რომ ქალბატონი ასმა ასადის დიდ ბრიტანეთში ჩასვლა არასასურველი იქნება, რადგან მის მიმართ ჯერ კიდევ სანქციები მოქმედებენ. თუმცა როცა მას ორშაბათს ჰკითხეს - ჩამოერთმევა თუ არა მოქალაქეობა ასმა ასადს, მან კითხვა უპასუხოდ დატოვა და არც კომენტარი არ გაუკეთებია.

2012 წლის მარტში ასმა ასადის აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინა (ევროკავშირის მიერ გამოვხადებული სანქციების ჩარჩოში), როცა მისი ქმრის ხელისუფლების წინააღმდეგ სირიაში სახალხო გამოსვლები დაიწყო. სანქციები გაგრძელდა ბრექსიტის შემდეგაც, ხოლო 2021 წელს ლონდონის პოლიციამ წინასწარი გამოძიება დაიწყო იმ ბრალდებების საფუძველზე, რომელიც ასმა ასადის როლს ეხებოდა ქმრის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებში.

მკერდის კიბოიანი „სამხედრო სპეკულიანტი“

2020 წელს აშშ-მა სანქციები დაუწესა ასმა ასადს, მის მშობლებს და ორ ძმას. მაიკ პომპეო, რომელიც იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო, ასმა ასადს „სირიის ომის ერთ-ერთი ყველაზე პირწავარდნილი სპეკულიანტი“ უწოდა.

ორშაბათს კრემლმა უარყო ცნობა, რომ თითქოსდა ქალბატონი ასმა ასადი ქმართან გაყრასა და რუსეთის დატოვებას გეგმავს.

როგორც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გახდა ცნობილი, ასმა ასადს ლეიკემია („სისხლის გათეთრება“) დაუდგინეს, რომელიც მას მკერდის (ძუძუს) კიბოს მკურნალობის შედეგად დაემართა 2018-209 წლებში.

თეორიულად ასმა ასადს ჯერ კიდევ შეუძლია ლონდონში დაბრუნება თავის შვილებთან ერთად, მაგრამ თუ ქმართან ერთად ჩამოვა, მაშინ ბაშარ ასადი დაპატიმრებული იქნება.

„დედა ნახე, მამა ნახე...“

მისის ასმა ასადის მშობლები წარმოშობით სირიელები არიან, ქალაქ ხომსიდან, მამა - 78 წლის ფავაზ ახრასი, ცნობილი კარდიოლოგია ლონდონში, ხოლო დედა - 75 წლის სახარ ახრასი - სირიის საელჩოს ყოფილი თანამშრომელია. ძმები - 46 წლის ფერასი და 44 წლის ეიადი - ექიმები არიან. ეს ოჯახი დღემდე ფლობს დიდ სახლს ტერასით, რომელიც მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული და რომელშიც ასმა ასადი გაიზარდა.

ასმამ, რომელსაც ბავშვობაში ემას უძახდნენ, ანგლიკანური ეკლესიის ქალთა კერძო სკოლა „ქუინზ-კოლეჯი“ დაამთავრა მერილებონში. მოგვიანებით ასმამ კარგად შეისწავლა კომპიუტერული მეცნიერება ლონდონის სამეფო კოლეჯში და საინვესტიციო-საბანკო საქმიანობა დაიწყო ჯერ Deutsche Bank-ში, შემდეგ კი  JP Morgan-ში, მუშაობდა ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონში.

„როცა ასმა ბაშარს შეხვდა...“

1992 წელს ასმა ახრასმა ბაშარ ასადი გაიცნო, რომელიც ლონდონში ოფთალმოლოგიას სწავლობდა და მას ხშირად ხვდებოდა. იმ დროს ბაშარი რიგით მეორე კანდიდატურა იყო სირიის პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ როცა 1996 წელს მისი უფროსი ძმა ბასელი მოულოდნელად ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ბაშარი მამამისის - ჰაფეზის ერთადერთ მემკვიდრედ და პრეზიდენტობის კანდიდატად გადაიქცა.

ცოლ-ქმრის სარეკლამო იმიჯი და ჭეშმარიტი სახე

ახალგაზრდა წყვილი პრეზიდენტ ჰაფეზ ასადის სიკვდილის შემდეგ მალე შეუღლდა, 2000 წელს. პრეზიდენტობა მემკვიდრეობით ბაშარ ასადმა მიიღო. სირიის პირველი ლედი, ქმართან ერთად, უცხოელი დიპლომატების წინაშე დამასკოში და საერთაშორისო არენაზე (გაეროში, ევროპაში...) სამშობლოს იმიჯის გაუმჯობესებას შეუდგა, ჰაფეზ ასადის 30-წლიანი დისტატურის შემდეგ.

სირიის პირველმა ლედიმ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 2002 წელს გაიცნო ბუკინგემის სასახლეში სახელმწიფო ვიზიტის დროს. ასმა ასადს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, 2009 წელს კი დამასკოში ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი მიიწვია.

გარეგნულად უწყინარი და მეგობრულად განწყობილი ცოლ-ქმრის იმიჯმა რყევა დაიწყო 2011 წლიდან, როცა სირიაში „არაბული გაზაფხული“ დადგა. სახალხო აჯანყების სასტიკად ჩახშობის მცდელობამ ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გაახვია, რომელიც 14 წელი გრძელდებოდა.

„უდაბნოს ვარდი“ - ასე მოინათლა ასმა ასადი ცნობილი ჟურნალის Vogue-ს მიერ 2011 წელს, სირიაში სახალხო აჯანყების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, თუმცა   სწრაფად გადაიქცა საერთაშორისო საზოგადოების მიერ გარიყულ ქალად, რადგან ყოველთვის ქმრის გვერდით იდგა და ხალხის დასაცავად არაფერს ამბობდა.

უფრო მეტიც: როცა სირიელი ხალხი შიმშილობდა, ელექტრონული წერილებიდან გამჟღავნდა, რომ თურმე „გულკეთილი“ „უდაბნოს ვარდი“ ასმა ასადი საიდუმლოდ ყიდულობდა ძვირადღირებულ სურათებს, ავეჯს, საიუველირო ძვირფასეულობას და Christian Louboutin-ის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელს - პარიზში და ლონდონში შუამავლების წყალობით.

ცოლ-ქამარ ასადების მტკიცებით, ისინი საშუალო კლასის ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ ჭეშმარიტი ფუფუნება მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ამბოხებულებმა დეკემბრის დასაწყისში დამასკოში მათი სასახლე დაიკავეს - ყველამ დაინახა, თუ როგორი სიმდიდრის მფლობელი იყო ასადების ოჯახი. მოსახლეობას სასახლიდან გამოჰქონდათ მოდური ბრენდების დიზაინერული ტანსაცმელი, რომელიც გაუხსნელ პაკეტებსა და ყუთებში იდო, კომპიუტერებში იპოვეს სასწრაფოდ გაქცეული ცოლ-ქმრის საბანკო ანგარიშები...

„სამხედრო დანაშაულებები“

ალისია კერნსმა, უსაფრთხოების ჩრდილოვანმა მინისტრმა, დასცინა ასმა ასადს, როცა გაიგო, რომ ყოფილ „უდაბნოს ვარდს“ დიდ ბრიტანეთში დაბრუნება სურდა სამკურნალოდ.

„იცი, ასმა, სასამართლო გელოდება იმისთვის, რომ შენ ქმრარს აგულიანებდი და აქეზებდი, ხელს უწყობდი და ახალისებდი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში“, - განაცხადა მინისტრმა.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/12/23/bashar-al-assads-wife-does-not-want-a-divorce-kremlin-says/

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.