USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ამერიკული „აბრამსის“ ტანკები უკრაინაში ვერ იბრძვიან. რუსებმა მათ „კონსერვის ცარიელი ქილები“ დაარქვეს“
თარიღი:  

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ბეჭდავს სტატიას სათაურით „ამერიკული „აბრამსის“ ტანკები უკრაინაში ვერ იბრძვიან. რუსებმა მათ „კონსერვის ცარიელი ქილები“ დაარქვეს“ (ავტორი - ჯორჯ სტილისი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 უკრაინელი სამხედროები ჩივიან, რომ ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ (Abrams M1) სუსტი ჯავშანი აქვთ, რაც დრონების წინაშე მათ დაუცველ ხდის. მძიმეწონანი ჯავშნიანი მანქანები რუსებისათვის მსუბუქ და იოლ სამიზნეს წარმოადგენს.

„აბრამები“ უკრაინის ველებზე მარცხს მარცხზე განიცდიან. რუსებმა ისინი „კონსერვის ცარიელ ქილებად“ შერაცხეს.

გასულ წელს ამერიკამ უკრაინას 31 „აბრამსი“ გადასცა. ბევრი თვლიდა, რომ ტანკების გადაცემა კიევისათვის მოსკოვთან ბრძოლაში თამაშის წესებს შეცვლიდა.

უკრაინა ყოველთვის ამბობდა, რომ მისი ძველი საბჭოური ტანკები ტალახში ეფლობიან, მიზანში ვერ ისვრიან და სწრაფად გამოდიან მწყობრიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, არც ამერიკული თანამედროვე ტანკები არიან საბჭოურზე უკეთესები.

„სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში უკრაინელი ტანკისტები ამბობენ, Abrams M1-ები მაინცდამაინც დიდი საიმედოობით არ გამოირჩევიან: „ჯავშანი არასაკმარისად მტკიცეა, - თქვა ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა, - ჭურვის მოხვედრიას ეკიპაჟი დაცული არ არის, განსაკუთრებით, როცა ზემოდან დრონი გვიტევს. როცა ბრძოლის ველზე გავდივართ, დრონები ცდილობენ დაგვაზიანონ და აგვაფეთქონ“.

ჩვეულებრივად, თანემდროვე ამერიკული ტანკები „ურანის შემცველი საიდუმლო ჯავშნით“ არის აღჭურვილი, მაგრამ ამერიკელებმა უკრაინას ისეთი მოდიფიცირებლი ‘აბრამსები“ მისცეს, რომლებსაც „ჩობჰემის“ ჯავშანი აქვს - ძველი 1960-იანი წლების გამოგონება - კერამიკისა და ფოლადის ნარევისაგან დამზადებული კომპოზიტით. პენტაგონმა ეს, ალბათ, რუსეთის შიშით გააკეთა, რომ ურანიანი ტანკები კრემლის ხელში არ ჩავარდნილიყო.

როგორც უკრაინელი ეკიპაჟები ამბობენ, „აბრამსის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათი გამოყენება ბრძოლის ველზე მხოლოდ არტილერიისა და ავიაციის თანხლებით შეიძლება, მაგრამ არც პირველი და არ მეორე უკრაინის არმიას არ ჰყოფნის.

რუსეთი კი, ტავის მხრივ, „აბრამსების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლისგანაც ამერიკული ტანკები მთელი ძალით ცდილობენ თავდაცვას.

რუსეთის დრონებს შეუძლიათ სწრაფად აღმოაჩინონ ‘აბრამსები“ და მათზე ნადირობა დაიწყონ. ტანკის ერთ-ერთი მძღოლი-მექანიკოსი „სი-ენ-ენ“-ის კორესპონდენტს უყვება, თუ როგორ დააზიანა დრონმა მისი „აბრამსი“, იგი მძიმედ დაიჭრა და სიცოცხლის გადასარცენად კიდურების ამპუტირება დაჭირდა.

უკრაინის არმიის სარდლობამ გადაწყვიტა „აბრამსეი“ ფრონტის ხაზიდან გაეყვანა და მათი განადგურება თავიდან აეცილებინა. ახლახანს ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა „დეილი ტელეგრაფს“ ანონიმურად შეატყობინა, რომ ამჟამად ბრძოლის ველზე ამერიკული ტანკის შეუმჩნეველი გადაადგილება შეუძლებელია, „აბრამსები“ თავიდანვე ექცევიან დრონების ყურადღების ქვეშ.

კრემლმა სწრაფი რეაგირება მოახდინა „აბრამსების“ ნაკლოვანებაზე და მათ უუნარობაზე - დაეცათ საკუთარი რეპუტაცია მსოფლიოში საუკეთესო ტანკთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი „აბრამსი“ 10 მილიონი დოლარი ღირს და მას თითქოსდა სამი კილომეტრის სიშორიდან რუსული ტანკის განადგურება შეუძლია. სხვათა შორის, ერთ-ერთი დაზიანებული „აბრამსი“ რუსებმა ფრონტის ხაზიდან გაათრიეს და მოსკოვში წაიღეს საჩვენებლად - მტერთან ბრძოლაში მიღებული ტროფეის სახით და მას „კონსერვის ცარიელი ქილა“ უწოდეს.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ამჟამად უკრაინა ტესტირებას უკეტებს და აუმჯობესებს იმ უცხოურ ტექნიკას, რომელიც თავდაპირველად ომისათვის არ იყო მომზადებული. „ჩვენ ვთხოვთ ყველა სახელმწიფოს, რომ მოგვაწოდონ ყველა დონის სარემონტო და სარეზერვო-სათადარიგო დეტალები. ჩვენ მათ შესაბამისი სახით გამოვიყენებთ“.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/05/30/us-abrams-tanks-failing-ukraine-russia-calls-empty-tin-cans/

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის