USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
თბილისი
The Daily Telegraph - „ტრამპმა უარი თქვა თავის სამშვიდობო გეგმაზე და ყურადღებას რუსეთთან ვაჭრობას უთმობს“
თარიღი:  246

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 20 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია საგარეო პოლიტიკის ექსპერტის როლანდ ოლიფანტის კომენტარი სათაურით „ტრამპმა უარი თქვა თავის სამშვიდობო გეგმაზე და ყურადღებას რუსეთთან ვაჭრობას უთმობს“, რომელშიც განხილულია აშშ-სა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბრის მნიშვნელობა და აქცენტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თავიდანვე ვიტყვი: მნიშვნელოვანია ის, რომ დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ორი საათი ისაუბრეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საუბრის თარგმანსაც (ინგლისურიდან რუსულად და პირიქით) თავისი დრო მიაქვს, ეს მაინც საკმაოდ ხანგრძლივი ლაპარაკი გამოდის. მით უმეტეს, რომ ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუ კიდევ რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა იმის გარდა, რაც ოფიციალურად განაცხადეს თეთრმა სახლმა და კრემლმა.

და მაინც, ის, რაც უკვე ვიცით, ბევრ რამეს მოწმობს, მათ შორის ორ მომენტს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ავხსნათ, თუ რატომ საუბრობს დონალდ ტრამპი რუსეთთან ვაჭრობაზე და რატომ მიანიჭა პრიორიტეტი ამ საკითხს ტელეფონით საუბრის დროს.

პირველი - აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ისევ არ ესმის, თუ რას გულისხმობს პუტინი „ომის ძირითად მიზეზში“, ან ესმის, მაგრამ ისინი მას საერთოდ არ აღელვებს. რუსეთის პრეზიდენტს ამოძრავებს სურვილი „ლენინის მიერ ჩადენილი შეცდომა“ გამოასწოროს უკრაინის შექმნის თაობაზე. იგი უკრაინის არსებობას რუსეთისადმი ფუნდამენტურ გამოწვევად თვლის, რომელიც ხელს უშლის ძველი იმპერიის აღდგენას და მის გადაქცევას დედამიწის ერთ-ერთ მთავარ პოლუსად.

მეორე - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინას კი თვითგადარჩენის გრძნობა ამოძრავებთ.

ამ ორ პოზიციას შორის ძველებურად დიდი უფსკრული არსებობს.  არც პირველი და არც მეორე არ არიან ისეთი საკითხები, რომლებთანაც შედარებით, პრიორიტეტი ვაჭრობის გაფართოებას უნდა დაეთმოს.

მაგრამ მისტერ ტრამპისათვის, როგორც ჩანს, მიზანს არა იმდენად უკრაინაში მშვიდობის დამყარება წარმოადგენდა, რამდენადაც აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება. ამის გათვალისწინებით, სავსებით გასაგებია მისი ენთუზიაზმი „ვაჭრობის განუსაზღვრელი“ პოტენციალით რუსეთთან, „როცა მშვიდობა დამყარდება“. ეს ბევრად ეთანხმება მის ტრადიციულ რიტორიკას, ამიტომ ამგვარ გამონათქვამებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მისტერ ტრამპს მოთმინების ფიალა ევსება, მას სურს რაც შეიძლება სწრაფად გააუქმოს ანტირუსული სანქციები, ომის დაწყების შემდეგ მიღებული. ეს იმასაც ნიშნავს, რომ თეთრი სახლის სურვილია რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ისეთი მისთვის მომგებიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის ეკონომიკურ აღდგენას.

ეს ძალიან ცუდი ამბავია უკრაინისა და ევროპისათვის.. ასეთ სიტუაციაში ძალიან ცოტა რამ აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის დამყარება გარდაუვალია. ვლადიმერ პუტინი, მართალია, დაეთანხმა მისტერ ტრამპს, რომ მშვიდობის მისაღწევად „მთლიანობაში ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართო“, მაგრამ იგი ნათლად მიანიშნებს, რომ ამისათვის რამდენიმე გაჩერებაა გასავლელი. სწორედ ამიტომ პუტინმა დაიწყო ლაპარაკი არა მშვიდობის სწრაფად მიღწევაზე, არამედ ე.წ.  „მემორანდუმზე სავარაუდო სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზნით“, რომელშიც შეტანილი იქნება „სიტუაციის დარეგულირების პრინციპები და სავარაუდო ვადები“.. და, რა თქმა უნდა, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „ჩვენთვის მთავარია კრიზისის მთავარი მიზეზები აღმოიფხვრასო“.

ანუ ეს ნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება განახლდა, წინ ჯერ კიდევ ბევრი გაჩერება იქნება და დიალოგი უსასრულოდ გაჭიანურდება.

ამასობაში საომარი მოქმედებები გაგრძელდება, ჯარი ძალას გამოიყენებს, რათა დიპლომატები აიძულონ „მხედველობაში მიიღონ ახალი რეალიები“ - ეს რუსი დიპლომატების კიდევ ერთი ფრაზაა, რომელიც შეიძლება ასე ვიგულისხმოთ: „ვისაც ძალა აქვს, ის ყოველთვის მართალია“, ან „ძალა აღმართს ხნავს“.

შესაძლოა, ომი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიჯერებთ, რომ სწორედ ასე მოხდება.

თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.