USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«The New Statesman»: „ ტრამპი ღაზას სექტორში ეთნიკური წმენდის განხორციელებას გეგმავს: იმპერიალისტური პროექტი „რივიერა“, როგორც ჩანს, ისრაელელმა ულტრამემარჯვენეებმა მოიფიქრეს“
თარიღი:  475

ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითსმენში“ (The  New Statesman) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი ღაზას სექტორში ეთნიკური წმენდის განხორციელებას გეგმავს: იმპერიალისტური პროექტი „რივიერა“, როგორც ჩანს, ისრაელელმა ულტრამემარჯვენეებმა მოიფიქრეს“ (ავტორი - რაჯან მენონი, პროფესორი, ომის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლამ თეთრ სახლში უკვე წარმოაჩინა მისი დესტრუქციული გეოპოლიტიკური კრეატივობა და მისი ჭკუა-გონების იმპერიალისტური წყობა, რომლის გამო მისი მხარდამჭერებიც კი გაკვირვებას ვერ მალავენ. შეიძლება გრენლანდიის, პანამის არხისა და კანადის შესახებ მისი ნათქვამი ხუმრობაში გაატარო, მაგრამ ღაზას სექტორის შესახებ პრეზიდენტის ნათქვამი იმდენად უჩვეულო და მოულოდნელია, რომ უნებლიედ ადამიანი ეჭვს შეტანს დონალდ ტრამპის სულიერ მდგომარეობაში.

ამერიკის მეთაურმა, ისარგებლა რა თავისი გამოცდილებით უძრავი ქონების ბიზნესში, წინადადება წამოაყენა ღაზას სექტორის მოსახლეობის - ორი მილიონი პალესტინელი არაბის გაძევება, რათა იქ საფრანგეთ-იტალიის „ლაჟვარდოვანი ნაპირის“ (რივიერის) მსგავსი საკურორტო ზონა შეიქმნას, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე.

„ახლოაღმოსავლური რივიერა ჩვენი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დამაჯერებლური ტონით, ანუ დონალდ ტრამპი მსოფლიოს კოლოსალური მასშტაბის მქონე ეთნიკურ წმენდას სთავაზობს: ღაზას მოსახლეობა, უბრალოდ, აყრილ-გაძევებული იქნება მშობლიური მიწა-წყლიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ღაზა აღარ იქნება პალესტინელთა სამშობლო და გახდება აშშ-ის დანამატი.

ვის შეეძლო ამგვარი გეგმის მოფიქრება და მხარდაჭერა? პირველ რიგში, ალბათ, ებრაელ ულტრამემეარჯვენეებს - როგორც რელიგიურს, ასევე საეროს.  ისინი ოცნებობენ თავს მოახვიონ ღაზელებს ისეთივე სიტუაცია, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ხდება: ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა დაჩქარებული ტემპით ახორციელებს ებრაული სოფლების - კიბუცების - მშენებლობას და არაბული მიწების მითვისებას. დონალდ ტრამპმა კი თავისი ამბიციებით მოახერხა ებრაელი ულტრამემარჯვენეებიც უკან ჩამოეტოვებინა.

იბადება კითხვა: ჭირდება ღაზას სექტორს მასშტაბური მრავალწლიანი რეკონსტრუქცია? რა თქმა უნდა, ჭირდება. შენობათა ორი მესამედი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სკოლები, მეჩეთები, საავადმყოფოები და მაღაზიები დანგრეულია და 42 მილიონ ტონა ცემენტისა და ხრეშის ნამსხვრევებად არის გადაქცეული. გრანდიოზული მშენებლობის გარეშე ღაზას მოსახლეობა ვერასოდეს ვერ შეძლებს მეტ-ნაკლებად კომფორტული ცხოვრების მიღწევას, მაგრამ დანგრეულის აღდგენა მათი იქიდან გაძევებას არ უნდა ნიშნავდეს. პირიქით, მშვიდობიანი ცხოვრების დამყარება და სოციალურ-ეკონომიკური სფეროს აღდგენა ღაზელებს სამუშაოს მისცემს, შემოსავალი ექნებათ.

მაგრამ დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებული გეგმა უფრო მე-19 საუკუნის იმპერიალისტურ გეგმას ჰგავს, ვიდრე თანამედროვე ადამიანის განზრახვას. ტრამპის გეგმა უგულვებელყოფს დემოკრატიულ ფასეულობებს, ადამიანის უფლებებს და მოსახლეობას ტანჯვას უმზადებს. როგორ მგანახორციელებს დონალდ ტრამპი ორი მილიონი ადამიანის დეპორტაციას, თუ გავითვალისწინებთ მათ სიყვარულს მშობლიური მიწისადმი? ღაზელები მხოლოდ ახლახან დაუბრუნდნენ თავიანთ მიწა-წყალს - დანგრეულს, მაგრამ მაინც მშობლიურს. განა ისინი მშვიდად დათანხმდებიან დონალდ ტრამპის გეგმის რეალიზებას? ამერიკას მათი იქიდან გაძევება ძალადობრივი გზით გაძევება მოუწევს. ამასთან, ძნელი წარმოსადგენია, რომ ღაზაში ამერიკა თავის ჯარს გაგზავნის - დონალდ ტრამპმა კარგად იცის, როგორ გმირულად ებრძვიან „ჰამასელები“ ისრაელის ცახალს.

უკვე აშკარად ჩანს, რომ ისრაელის ულტრამემარჯვენე ძალების გარდა, დონალდ ტრამპის განზრახვას მსოფლიო მხარს არ უჭერს. თვითონ დიდმა ბრიტანეთმაც, რომელიც თითქმის ყოველთვის ეთანხმება ამერიკას, ღაზას მოსახლეობის დეპორტაციის გეგმა უარყო. იგივ შეიძლება ითქვას აშშ-ის სხვა მოკავშირეების - გერმანიისა და საფრანგეთის მიმართაც. გეგმის წინააღმდეგ გამოდიან არაბული ქვეყნების მთავრობებიც, მათ შორის ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და იორდანიის ლიდერები. თურქეთი არაბული სახელმწიფო არ არის, მაგრამ ისიც მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ვაშინგტონის გეგმების მიმართ.

ღაზას სექტორში გავლენის მქონე „ჰამასი“ ბევრ არაბულ ქვეყნებში არ მოსწონთ, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ თუ ტრამპის გეგმას მხარს დაუჭერენ, „ჰამასი“ ისე გააკეთებს, რომ ღაზელები მათ შეიძულებენ. გარდა ამისა, ისინი აცნობიერებენ იმასაც, რომ ტრამპის გეგმების მხარდაჭერა მასობრივ მიგრაციას გამოიწვევს იმავე არაბული ქვეყნების ტერიტორიას ასი ათასობით პალესტინელი მიაწყდება.

დონალდ ტრამპის ოცნება ღაზაში „ახლოაღმოსავლური ხმელთაშუა ზღვის რივიერის“ შექმნის თაობაზე შეიძლება უტოპიურია, მაგრამ ის მაინც არ გაქრება. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორ განსხვავდება აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვადა მეორისაგან: იგი არამარტო არ მიდის ახლო აღმოსავლეთიდან, არამედ გეგმავს ამერიკულ საკურორტო ქალაქ-სახელმწიფოს მშენებლობას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. იგი ერთგულებას ამჟღავნებს ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის ყველაზე რადიკალური წრეების მიმართ. მოკლედ, დონალდ ტრამპი არამარტო „ტრანზაქციური“ ლიდერია, არამედ იგი კვლავ რჩება როგორც არაპრონოზირებად და ცვალებად პოლიტიკოსად.

წყარო: 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის