USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის დროს, რომელსაც 59 ადამიანი ემსხვერპლა, გამაფრთხილებელი სირენები არ გააქტიურებულა - გუბერნატორმა შტატის ქმედებების ყოვლისმომცველი შესწავლა მოითხოვა
თარიღი:  3496

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის დროს, რომელსაც, სულ მცირე, 59 ადამიანი ემსხვერპლა, გამაფრთხილებელი სირენები არ გააქტიურებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ჰავაის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ შეტყობინებები გაიგზავნა მობილური მოწყობილობებით, რადიო და ტელევიზიით და ოლქის მაცხოვრებლების შეტყობინების სისტემით.

„სირენები გამოიყენება საზოგადოების გასაფრთხილებლად, რათა მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია. ის სულაც არ მიუთითებს ევაკუაციაზე“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

ტელეკომპანია NBC News-ი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს შემოწმება იმის შესახებ, იყო თუ არა საკმარისი გაფრთხილება, იმის გათვალისწინებით, რომ ქარიშხალმა (დორა) დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და შეაფერხა მობილური ტელეფონით კომუნიკაცია.

ზოგიერთი გადარჩენილი მიიჩნევს, რომ არ იყო საკმარისად გაფრთხილებული საგანგებო გაფრთხილების საშუალებით.

"გაფრთხილება არ მიგვიღია. არც სირენა, არც განგაში, საერთოდ არაფერი", - განაცხადა ლაჰაინას მკვიდრმა, ლიზა პანისმა.

ტელეკომპანია NBC News-ი ასევე აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, როდის გააქტიურდა საგანგებო გაფრთხილების სხვა ფორმები ან რამდენ ადამიანს შეეძლო ამის დანახვა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად გავრცელდა ცეცხლი და როდის და სად მოხდა კუნძულზე ელექტროენერგიის გათიშვა.

ჰავაის შტატის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა ტყის ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში შტატის ქმედებების ყოვლისმომცველი შესწავლა მოითხოვა, მათ შორის, თუ რატომ არ იყო გამოყენებული გამაფრთხილებელი სირენები. 

"დღეს დილით ყოვლისმომცველი შესწავლის ბრძანება გავეცი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ზუსტად ვიცით, რა მოხდა და როდის მოხდა", - განუცხადა გუბერნატორმა ჯოშ გრინმა CNN-ს.

"ტელეკომუნიკაციები ძალიან სწრაფად განადგურდა. მოსახლეობამ ვერ შეძლო ერთმანეთის გაფრთხილება ტელეფონით, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება საგანგებო სიტუაციის დროს. ეს კომუნიკაცია გაწყდა", - აღნიშნა მან.

გრინის თქმით, ის არ აპირებს ვინმეს გამართლებას, თუმცა აღნიშნა, რომ კუნძულზე ძალიან ცვალებადი სიტუაცია შეიქმნა იმის გამო, რომ რამდენიმე ხანძარი ერთდროულად გაჩაღდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის