USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
ChatGPT-ის მომხმარებლები ყოველდღიურად 1 საათს ზოგავენ - OpenAI-ს კვლევა
дата:  1078

ამერიკულმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა OpenAI-მ მათი ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობის შესახებ კვლევა ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 100 კომპანიის 9000-ზე მეტ თანამშრომელზე, რომელთაც ჰკითხეს, თუ რამდენად ეხმარებოდათ ChatGPT ყოველდღიურ საქმიანობაში. დადგინდა, რომ კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მოდელი და სხვა მოწყობილობები სამუშაოს მნიშვნელოვნად ამარტივებს და დასაქმებულებს დღის განმავლობაში 1 საათს აზოგინებს. დროს, რომლის დახარჯვაც თავად მოუწევდათ, რომ არა ChatGPT. როგორც OpenAI-ში აცხადებენ, ძირითადი მიმართულებები, რა კუთხითაც მათი პროდუქტი დასაქმებულებს საქმიანობას უმარტივებს, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ფინანსური დაანგარიშება და მონაცემთა დამუშავებაა.

სემ ოლტმენის სტარტაპში ამტკიცებენ, რომ გამოკითხულთა 75%-ს ხელოვნური ინტელექტის მათმა ხელსაწყოებმა საქმის შესრულება 75%-ით გაუმარტივა და ეს ხარისხზე უარყოფითად არ ასახულა. OpenAI-ში კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას. გამოკითხულთა გარკვეულ ნაწილს აღუნიშნავს, რომ ChatGPT-ს დახმარებით ისეთი დავალებების შესრულება შეძლეს, რომლებიც აქამდე არასდროს გამოსდიოდათ.

ჩატარებული კვლევის გამოქვეყნების პარალელურად, OpenAI-ში აღნიშნავენ, რომ სტარტაპი განვითარებას განაგრძობს და დროთა განმავლობაში ის კიდევ უფრო მეტად იზრუნებს დასაქმებულთა შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და მათთვის საქმის გამარტივებაზე.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати