USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
Change.org-ზე გამოქვეყნებულ პეტიციას, NBA-ის ლოგოს კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვალზე, უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი
дата:  750

მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, Change.org-ზე გამოქვეყნებულ პეტიციას, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლოგო, კობი ბრაიანტის სურათით შეიცვალოს. ინიციატივის ავტორი მოუწოდებს ყველას, ხელი მოაწერონ პეტიციას „კობი ბრაიანტის სახელის უკვდავსაყოფად“.

ამ დოისთვის, NBA-ის ლოგოზე, რომელიც ალან სიგელმა შექმნა, „ლოს ანჟელეს ლეიკერსის“ ლეგენდარული მოთამაშის, ჯერი ვესტის სილუეტია გამოსახული.

კობი ბრაიანტი, 41 წლის ლეგენდა, აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. ის 18-ჯერ იყო NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ შემადგენლობაში.

კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯაიანა, იმ პირებს შორის იყვნენ, რომლებიც 26 იანვარს ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

спорт
ილია სულამანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალი ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან დათმო.
ფინალურ შეხვედრამდე ილია სულამანიძემ ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი და უნგრელი შომბორ ვეგი დაამარცხა. ნახევარფინალში კი ხორვატ ზლატკო კუმრიჩს სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა ბექაურმა მოიპოვეს. 2023 წელს მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати