USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
ჰამასის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შემთხვევაში, ირანი ახალი ფრინტის გახსნით იმუქრება
Date:  358

წინააღმდეგობის ლიდერები ნებას არ მისცემენ ისრაელს, გააკეთოს ღაზაში ყველაფერი, რასაც მოისურვებს, უახლოეს საათებში შესაძლოა ველოდოთ წინააღმდეგობის ფრონტის პრევენციულ ქმედებას, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.

„წინააღმდეგობის ლიდერები ნებას არ მისცემენ სიონისტურ რეჟიმს, ნებისმიერი ქმედება განახორციელოს ღაზაში. ყველა ვარიანტი ღიაა და ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ღაზაში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების მიმართ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, წინააღმდეგობის ფრონტმა, შესაძლოა, უახლოეს საათებში პრევენციული ზომები განახორციელოს.

"წინააღმდეგობის ფრონტს შეუძლია აწარმოოს გრძელვადიანი ომი მტერთან (ისრაელთან). უახლოეს საათებში ჩვენ შესაძლოა ველოდოთ წინააღმდეგობის ფრონტის პრევენციულ ქმედებას”, - აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მისი თქმით, წინააღმდეგობის ფრონტი მხოლოდ ლიბანში „ჰეზბოლით“ არ შემოიფარგლება.

„ეს ფრონტი ჩამოყალიბდა მთელ რეგიონში, რათა შეინარჩუნოს ერების დამოუკიდებლობა და დაუპირისპირდეს სიონისტური რეჟიმის მხრიდან აგრესიას“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

tbilisi
ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქუჩის N50-ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
რაიონში ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანი 968 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ჩუღურეთის რაიონში საფეხბურთო მოედანი მოეწყო. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. ტერიტორია განათებული და ყველანაირად მოწესრიგებულია. ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, რომ ჩუღურეთის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, მოგვეძებნა დიდი სივრცე, სადაც მსგავსი პროექტის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი. მიხარია, რომ ვხედავ სპორტულ ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენს პატარებს ექნებათ შესაძლებლობა ვარჯიშის, განტვირთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში. აქტიურად განვაგრძობთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, პარკების, რეკრეაციული არეალების, სპორტული სივრცეების მოწყობას, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქალაქსა და თანაქალაქელებზე. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ტრიბუნები, ტერიტორია შემოიღობა ლითონის ბადით და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 505 000 ლარი შეადგინა.
სპორტული მოედნის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.
განახლებული ინფრასტრუქტურა, დედაქალაქის მერთან ერთად, ჩუღურეთის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტის დელეგატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way