USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
ჰაიტი - შეუმდგარი სახელმწიფოსა და ქაოსის სიმბოლო
Date:  1461
გასული საუკუნის 90-ნებსა და ადრეულ 2000-ნებში შეუმდგარი სახელმწიფოსა და ქაოსის სიმბოლო იყო სომალი. ბოლო წლები და განსაკუთრებით ბოლო დღეებია მის ადგილს ჰაიტი იკავებს. რაც ამ დღეებში ჰაიტიზე ხდება, ესაა სახელმწიფოს თვითგანადგურების ქრესტომათიული შემთხვევა. დედაქალაქი პორტ-ო-პრენსის უმეტესი ნაწილი კრიმინალურ ბანდებს უკავიათ, მთავრობა გაქცეულია, პოლიცია ძალიან დასუსტებულია და სამხედრო ნაწილები ვერ აკონტროლებს ქვეყანას. აღებულია სამთავრობო შენობები, აეროპორტი ალყაშია ხოლო უცხოელი მოქალაქეების გარკვეული ნაწილის გამოყვანა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. წყალი და საკვები კატასტროფულ დეფიციტშია. ხალხი მაღაზიებს ძარცვავს და რისი გატანაც შეუძლია გააქვს.
 
11 მილიონიანი სახელმწიფო თითქმის სრულად კრიმინალური დაჯგუფებების ხელშია მოქცეული. ქვეყანაში პოლიციელზე მეტი კრიმინალური დაჯგუფების წევრია. ის კი არა, Fox News-ზე ვუსმენდი, რომ ქვეყნის 30 სენატორიდან 28-ს უშუალო კავშირები აქვთ კრიმინალურ ბანდებთან და ერთმანეთს ბანდების მეშვეობით ებრძვიან ან თანამშრომლობენ. მათ ერთი ლიდერი არ ჰყავთ, მაგრამ გამოკვეთილი ფიგურა მაინც ჯიმი შერიზეა, ზედმეტსახელად "ბარბექიუ". აღნიშნული პიროვნება, ისევე როგორც ბევრი მისი მომხრე ყოფილი პოლიციელია.
რამდენიმე დღის წინ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ქვეყნის ცენტრალური ბანკი აიღეს, შემდეგ კი ციხეები დაიკავეს და კრიმინალები გამოუშვეს ქუჩაში. იმ ფონზე, რომ კრიმინალურ ბანდებს შორის დაპირისპირებები ჩვეული ამბავია, ვინც არ მოეწონათ ციხეში მოკლეს. გაქცეულ და შეიარაღებულ პატიმართა რაოდენობა 4000-ზე მეტია.
 
ჰაიტიზე კრიმინალური ბანდები ყველაფრით ვაჭრობენ - ნარკოტიკებიდან დაწყებული ადამიანებით დამთავრებული. ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრა 2010 წელს რაც მოხდა, დედაქალაქი პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა და 160 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, მას შემდეგ ქვეყანა მხოლოდ ნაწილობრივად ფუნქციონირებდა. 2021 წელს ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს. მკვლელობის უკან მთავრობის სხვადასხვა წევრები და ნარკომოვაჭრეები იდგნენ. მკვლელობა უშუალოდ კოლუმბიელებმა აღასრულეს. ამავე წელს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა კუნძულზე, რამაც ქვეყანა სრულიად დეზორგანიზებული გახადა.
 
ჰაიტი კუნძულ ჰაიტიზე მდებარეობს. მისი მეზობელია დომინიკელთა რესპუბლიკა, რომელიც ბევრად სტაბილური და შესამჩნევად განვითარებულია. მას ჰაიტისთან დიდი კედელი აქვს აშენებული, თავისი მავთულხლართებითა და სათვალთვალო კოშკებით.
 
ახლა ყველა აშშ-ს შეჰყურებს - განახორციელებს თუ არა ვაშინგტონი რაიმე სახით ინტერვენციას თუ თავს შეიკავებს და კრიმინალური ბანდების მიერ ერთმანეთის განადგურებას დაელოდება, ესაა საინტერესო. თუმცა ჰაიტიდან წამოსულმა კრიმინალურ აქტივობასა და საფრთხეებზე აშშ-ს რამდენიმე ოფიციალური პირი და სენატორი ალაპარაკდა. სომალიში აშშ-ს მსგავსი ინტერვენცია ცუდად დასრულდა. ამაზე ფილმიცაა გადაღებული "Black Hawk Down".
 
ჰაიტიშიც იყო აშშ-ს ერთი ინტერვენცია 2004 წელს, მაგრამ მაშინ ბუშის ადმინისტრაცია იყო და საფრანგეთის ინტერესებშიც შედიოდა საერთაშორისო ჩარევა, მაგრამ დღეს იმ ქაოსში, რომელიც ჰაიტიზე ხდება არავის უნდა ჩარევა. რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ზე და მის არჩევნებზე ჰაიტის მოვლენებს მნიშვნელოვანი ასახვა შეიძლება ჰქონდეს.
tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way