USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Тбилиси
ჰაიდელბერგ ცემენტის შემოსავალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
дата:  974

საქართველოში ცემენტისა და ბეტონის უმსხვილესმა მწარმოებელმა “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად გასული წლის განმავლობაში კომპანიამ 513 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98 მილიონი ლარით მეტია.

ამასთანავე, დოკუმენტის თანახმად გაუმჯობესდა კომპანიის წმინდა მოგებაც, რამაც 93 მილიონი ლარის ნაცვლად 129 მილიონი ლარი შეადგინა.

2023 წლიდან შეიცვალა კომპანიის მფლობელობის სტრუქტურა. კერძოდ, გერმანულმა ჰოლდინგმა Heidelberg Materials-მა ქარხანა დატოვა, მის საკუთრებაში არსებული 45%-იანი წილი კი კომპანიის პარტნიორმა “ცემენტ ინვესტმა” გამოისყიდა.

“ცემენტ ინვესტი” ჰაიდელბერგის პარტნიორი 2017 წლიდან გახდა, მას შემდეგ კომპანიამ ქარხნის და საწარმოო სიმძლავრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა.

ტრანზაქციამდე ქარხნის ბენეფიციარი მესაკუთრეების სია ასეთი იყო:

45% - ჰაიდელბერგ მატერიალსი
45% - თანაინვესტირების ფონდი და ჰანიველ პარტნერსი (ერთობლივად);
10% - დავით ბეჟუაშვილის ოჯახი.

უცნობია ზუსტად როგორ გადანაწილდა წილები პარტნიორთა შორის "ჰაიდელბერგ მატერიალსის" გასვლის შემდეგ.

თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საწარმო "ჰაიდელბერგის" სახელს შეინარჩუნებს, თუმცა მომავალში ბრენდის ცვლილება გამორიცხული არაა.

ამასთან, ქარხნის აქტივების ღირებულება 579 მილიონ ლარს შეადგენს.

“სამშენებლო მასალების გაყიდვების სეზონურობის გათვალისწინებით კომპანიას ლიკვიდურობა კლებულობს ზამთრის სეზონის განმავლობაში. აღნიშნული რისკის მინიმიზაციის მიზნით კომპანიას გააჩნია ოვედრაფტის ხელშეკრულება ბანკთან.

2022 წლის თებერვალში დაწყებულმა ომმა უარყოფითად იმოქმედა საწვავის (ნახშირის) ხელმისაწვდომობასა და ფასებზე. კომპანიამ წარმატებით მოახერხა არასანქცირებული ნახშირის შესყიდვა, რათა უზრუნველყოფილიყო პროდუქციის უწყვეტი წარმოება,”- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати