სოციალური ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, აივანზე გასასვლელად საშვია საჭირო.
გავრცებულ ჩანაწერს საქართველოს მთავრობის სტრატკომი გამოეხმაურა.
„სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური „ფეიქ ნიუსი“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
https://www.facebook.com/GovernmentStratCom/

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.