USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
გვარამიას, მელიას, ოქრუაშვილისა და უგულავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ერთდროულად ჩაინიშნა
дата:  712

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შემდეგ, ოპოზიციონერი ლიდერები, გიგი უგულავა, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშილი აცხადებენ, რომ დეკემბრის პირველ ნახევარში მათი საქმეების განხილვაც ჩაინიშნა სასამართლოში.

თავდაპირველად ნიკა გვარამიამ გამოაცხადა, რომ სასამართლომ შეატყობინა, რომ 7 დეკემბერს სასამართლოში მისი საქმის განხილვაზე იბარებდნენ, რაც რეპრესიების ახალი ტალღის დასაწყისად შეაფასა.

მოგვიანებით, „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მასაც შეატყობინეს, რომ მისი სასამართლო პროცესიც განახლდება — 15 დეკემბერს.

გიგი უგულავა კი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმის განხილვა 10 დეკემბერსაა ჩანიშნული.

სულ ცოტა ხნის წინ თავდცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმაც დაწერა ფეისბუკზე, რომ ადვოკატებმა შეატყობინეს, რომ მისი საქმეც განახლდა 14 დეკემბრიდან.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს პროცესი „სინქრონულად მოხდა“ და „ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ განაახლონ შეთითხნილი საქმეები“.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამოთქვა ეჭვი, რომ მის შესაძლო დაკავებას „სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს“, თუმცა აცხადებს:

„მირჩევნია, ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი“.

გიგი უგულავამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „ვინც უნდა დაგვიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება არ უნდა იყოს ვაჭრობის საგანი“ და მათი საკითხი „რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება“.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати