USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
"გუშინ, ყველა ქართული ხატი გაუტანიათ ჯვარის მონასტრის ტაძრიდან"- წერს ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში
თარიღი:  1636

ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში ჯვრის მონასტიდან ქართული ხატების გატანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: "ალბათ ათასწლეულში ერთხელ თუ დაემთხვევა ჯვარის ქართველთა მონასტრის ორი დღესასწაული - ჯვართაყვანისცემა (მონასტრის) და ხარება (მონასტრის ძირითადი ტაძრის).

ჯვართაყვანისცემისა და ხარების ეს უნიკალური ქართული ნაქარგობები, ერთ დროს, ჯვარის მონასტერს ამშვენებდნენ და უპატრონობის გამო, ახლა მუზეუმის ბნელ საცავებშია მიმალული. შემატყობინეს, რომ გუშინ, ყველა ქართული ხატი გაუტანიათ ჯვარის მონასტრის ტაძრიდან.

დილიდან ისეთი განცდა მაქვს - თითქოს წუხელ წერდა დიდი ილია: “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას?” .

ჯვართაყვანისცემის სწორ მომდევნო კვირას დღესასწაული ქართველთა ჯვარის მონასტერში აღინიშნება და წელს, 14 აპრილს, მას ქართული ენის დღეც ემთხვევა… იქნებ ეს დღეც არ იქცეოდეს შემთხვევითობად!.."

იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერი ამჟამად ბერძნული საპატრიარქოს შემადგენლობაშია.

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის