ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები მქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„გრძელი და ინტენსიური დღე [მქონდა] უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები [მქონდა] ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან და მის ნიჭიერ ეროვნული უშიშროების გუნდთან," - წერს კელოგი.
Axios-ის ინფორმაციით, გუშინ საღამოს აშშ-მა უკრაინას გადასცა მინერალების შეთანხმების განახლებული ვერსია, რომლის შესახებაც წუხელ მთელი ღამე და დღეს დილამდე მიმდინარეობდა უკრაინულ და ამერიკულ მხარეს შორის მოლაპარაკებები.
ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ დღეს შესაძლოა გადამწყვეტი დღე იყოს უკრაინისთვის, იმის მიხედვით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზელენსკის ოფისი.