USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
გუშინ საღამოს აშშ-მა უკრაინას გადასცა მინერალების შეთანხმების განახლებული ვერსია
თარიღი:  769

ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები მქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„გრძელი და ინტენსიური დღე [მქონდა] უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები [მქონდა] ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან და მის ნიჭიერ ეროვნული უშიშროების გუნდთან," - წერს კელოგი.

 Axios-ის ინფორმაციით, გუშინ საღამოს აშშ-მა უკრაინას გადასცა მინერალების შეთანხმების განახლებული ვერსია, რომლის შესახებაც წუხელ მთელი ღამე და დღეს დილამდე მიმდინარეობდა უკრაინულ და ამერიკულ მხარეს შორის მოლაპარაკებები.

ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ დღეს შესაძლოა გადამწყვეტი დღე იყოს უკრაინისთვის, იმის მიხედვით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზელენსკის ოფისი.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის