USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
გუშინ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა MI6 გამოაქვეყნა თავისი კვლევა რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ
дата:  1658
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა MI6 გამოაქვეყნა თავისი კვლევა რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ.
ბრიტანელებმა დანაკარგები 2 ნაწილად გაყვეს.
1. დაღუპულები.
2. დაჭრილები, ტყვედ ჩავარდნილები.
ჯერ დავიწყოთ ჯამში რამდენი ეს დანაკარგი- 900 ათასი ადამიანი.
ახლა გადავიდეთ კატეგორიებზე:
1. დაღუპულები - 250 000 კაცი.
2. დაჭრილები და ტყვედ ჩარარდნილები -650000 ადამიანი.
თუ რამხელა მაშტაბის ომი მიმდინარეობს უკრაინაში ამის წარმოსაჩენად, მოიყვანეს ავღანეთის ომი, სადაც კონფლიქტის 10 წლის განმავლობაში რუსეთმა დაღუპულების სახით დაკარგა მხოლოდ -15000 კაცი.
ბოლოს კი დასკვნაში წერია, რომ მიუხედავად ამხელა დანაკარგებისა, ომის დასაწყისში დასახული არც სტრატეგიული მიზანი არაა შესრულებული, მეტიც ორი რეგიონალური მიზანი რაც იყო დასახული ისიც არაა შესრულებული. კი ყირიმზე სახმელეთო გზა გაიჭრა, მაგრამ დონბასი ახლაც არაა აღებული ბოლომდე. რაც შეეხებული სტრატეგიულ მიზნებს, რასაც კიევის აღება, აღმოსავლეთ და ცენტრალური უკრაინის ოკუპაცია და უკრაინის ზღვიდან მოწყვეტა ჰქვია, ახლოსაც კი არ არიან და შეუსრულებელ მისიას ჰგავს ეს ყველაფერი უკვე.
აქედან გამომდინარე რუსეთის სამხედრო კამპანიას უკრაინაში ამ ეტაპზე თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ წარუმატებელი.
общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати