USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
გურჯაანში მეხანძრე-მაშველი მოკლეს
Date:  599

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა. 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. მოკლულია მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, პენსიონერ მეზობელს და ჯანიაშვილს კონფლიქტი წლების განმავლობაში, მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდათ, შემთხვევამდეც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება სწორედ ამ მიზეზით დაიწყო.

„სროლის ხმა გავიგე. ბექასკენ გავიქეცი, მაგრამ უკვე უკონტაქტო იყო. მიწის გამო მომიკლა შვილი. სახელმწიფო ტერიტორია იყო, საერთო გზა გადიოდა ჩვენს ნაკვეთებს შორის“, - განაცხადა მოკლულის მამამ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way