USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
გურჯაანში „ღვინის ქალაქის“ პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა - რას მოიცავს პროექტი?
Date:  760

გურჯაანში „ღვინის ქალაქის“ პროექტირებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა.

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც ერთდროულად ხელს შეუწყობს ქართული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, ინოვაციური კვლევების მხარდაჭერას და რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

პროექტის მიხედვით, გურჯაანის „ღვინის ქალაქში“ უნდა მოეწყოს საგანმანათლებლო, მუდმივმოქმედი და დროებითი საგამოფენო სივრცეები, საკონსერვაციო ლაბორატორია და ფონდსაცავი, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და ენოთეკა, დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები,საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები, ასევე, HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები.

„ღვინის ქალაქის“ საგანმანათლებლო სივრცე გააერთიანებს ლექციებისა და სემინარების დარბაზებს, ვორქშოფებისა და პრაქტიკული სამუშაოების ზონებს.

პროექტით ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მუზეუმის ეზოს საზოგადოებრივ ზონაში ინტეგრირება, გარე გამოფენებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება. ეზოს ნაწილი იქნება ვაზის ჯიშების საჩვენებლი კოლექცია, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდება კომპლექსის თემატიკას.

კომპლექსი მოიცავს ღია და დახურულ ზონებს. ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს საგამოფენო დარბაზები, კაფე-რესტორნები და მაღაზია.

პროექტის მიხედვით მოეწყობა ავტოსადგომი, ტერიტორია კი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე საინჟინრო და უსაფრთხოების სისტემებით“, - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way