გურჯაანის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობდნენ. დატბორილია ქუჩები, კორპუსებისა და კერძო სახლების პირველი სართულები და სარდაფები. დაზიანებულია ათობით ავტომობილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სახანძრო - სამაშველო სამსახური საცხოვრებელი სახლებიდან წყალს დილამდე ტუმბავდა. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა კი მხოლოდ ნავთისხევში წყლის დონის დაკლების შემდეგ მოიხსნა.
სალიკვიდაციო სამუშაოებს ესწრებოდა კახეთში სახელმწიფო რწმუნებული.