USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
გურიის სახალხო სასამართლო
дата:  490

რუსული მმართველობის დამყარებამდე გურიაში გამოიყენებოდა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, ასევე გავრცელებული იყო ჩვეულებითი სამართალი. სასამართლო წარმოებაში ფართოდ გამოიყენებოდა ორდალი, როგორც მტკიცებულების სახე. მას ერქვა "ღვთის მსჯავრი", ეს იყო  მდუღარითა და გახურებული რკინით ეჭვმიტანილის გამოცდა.

შანთი და მდუღარე საყოველთაოდ გავრცელებული საშუალება იყო სერიოზული დანაშაულის, მკვლელობის, ტყვეთა სყიდვის და სხვათა გამოსამჟღავნებლად. ბრალდეულის ნება იყო, შანთს აირჩევდა თუ მდუღარეს. გამოცდის ამბავს წინასწარ მოახსენებდნენ მთავარს, ხოლო შემდეგ შეუდგებოდნენ თვით პროცესს. ბრალდებულს მისი მოძღვარი ზეთს უკურთხებდა, ესწრებოდა მის შვიდდღიან ლოცვას და აღსარებას ათქმევინებდა. თუ აღსარებისას იგი დანაშუალში გამოტყდებოდა, გამოცდა ზედმეტი იყო და დამნაშავე ისჯებოდა; მაგრამ  თუ არ აღიარებდა, მაშინ ნიშნავდნენ გამოცდის ადგილს, მეტწილად იქ, სადაც იმჟამად მთავარი იმყოფებოდა: ოზურგეთშიშემოქმედში, ან დვაბზუში. გამოცდას ესწრებოდნენ, თუ მთავარი არა, სხვა თანამდებობის პირნი მაინც: მდივანბეგი, სახლთუხუცესი და ბოქაულთუხუცესი. შანთი 1 ოყას (3 გირვანქა) იწონიდა, სიგრძით 7 გოჯა იყო, სიგანით კი კაცის ხელისგულის სიფართე. შანთს სამჯერ გაახურებდნენ ვაზის და არა სხვა ხის ნაკვერცხალზე, მაშით დადებდნენ მიწაში ჩასობილ ორ ლატანზე, ბრალდებულს ხელზე ჩამოაცმევდნენ ქაღალდის ფურცელს, რომელზეც ეწერა შემდეგი ფორმულა: ღმერთო მამაო, ღმერთო ძეო და ღმერთო სული წმინდაო, თუ მართალი ვიყო ამ რკინის ცეცხლიდან უვნებელი გამომიყვანე, თუ არადა დაიწვას ხელი ჩემი

იგი იღებდა შანთს, სამჯერ გადახტებოდა და დააგდებდა. შემდეგ მას აცმევდნენ გურიელის ბეჭედდასმულ სუდარას და მიჰყავდათ ერთ-ერთ მახლობელ ციხე-დარბაზში, სადაც მას განსაზღვრული დროით ამყოფებდნენ საზოგადოების ხარჯზე. ვადის გასვლის შემდეგ გაუსინჯავდნენ ხელს და თუ დამწვარი აღმოჩნდებოდა, დამნაშავედ თვლიდნენ და მართლმსაჯულებას გადასცემდნენ, თუ არა და უდანაშაულოდ გამოაცხადებდნენ და სანუგეშებლად გურილისა და თანდებობის პირთა ხარჯზე ასაჩუქრებდნენ თოფით, ტანსაცმლით და სხვ. არავის საეჭვოდ არ მიაჩნდა ამგვარი გამოცდის უტყუარობა.

დიმიტრი ბაქრაძემ 1874 წელს მოიპოვა ქაღალდი, რომელიც ასეთი გამოცდის დროს გამოუყენებიათ 1811 წელს, ბრალდმებელი იყო გიორგი თაყაიშვილი.

სასწორო და სამართალო ღმერთო მამაო ღმერთო ძეო, ღმერთო სულიწმინდაო, ღმერთო გეაჯები მე საწყალობელი აბდურამან ქათამაძე, მე რომ გიორგი თაყაიშვილი მეწამება, იორდანე ლომჯარია და მისი ცოლ-შვილი შენი სიტყვით და საქმობით თათრებმა მოთხარავო, თუ იორდანე ლომჯარია და მისი ცოლ-შვილი ჩემი სიტყვით და საქმობით მოთხრილიყოს, თავშიდ, ან ბოლოშიდ, გამატყუნე და რაც მტყუანს უნდოდეს ის მიქენი. თუ ჩემი სიტყვით და საქმობით არ მოთხრილიყოს იორდანე ლომჯარია და მისი ცოლ-შვილი გამამართლე და ამ რკინის ცეცხლიდან უვნებლად გამომიყვანე და სხვა ცოდვას ამაზედ ნუ მკითხავ. შენი სწორმიუფერებელი სამართალი გამოაცხადე ჩემს ცოდვილს თავზე ამინ
 
1905-06 წლებში, მას შემდეგ, რაც გურიის რევოლუციური მოძრაობა გაძლიერდა და ხელისუფლებას ფატობრივად მეფის რუსეთის ადმინისტრაციის ნაცვლად გურიის რევკომი ახორციელებდა, აღდგა ჩვეულებითი სამართლის ნორმების გამოყენება ნაცვლად რუსული სამართლისა. იმართებოდა სახალხო სასამართლო, საქმეები ღია სხდომებზე ირჩეოდა. სხდომაც, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს, ხშირად ეს მიტინგის მსგავსი კრება იყო, რადგან მას 5000 ადამიანიც დასწრებია ხოლმე. ცნობილია „რესპუბლიკის“ პერიოდის რამდენიმე საქმე. ორ მათგანს აღწერს კანადელი ჟურნალისტი ფრედერიკ არტურ მაკ-კენზი (1869-1931) საკუთარ წიგნში „ტოკიოდან ტფილისამდე“ (1905).
 
სოფელ აკეთში ორი ებრაელი გაძარცვეს. დამნაშავეების გამოსარკვევად დაუყონებლივ გამოიყო ქურდების მომნახველი კომისია დათიკო შევარდნაძის ხელმძღვანელობით. სულ მალე გაირკვა, რომ მძარცველები წითელრაზმელები ყოფილან. ნაგომარში მრავალრიცხოვან კრებას წარუდგინეს ქურდები მამხილებელი საბუთებით – ფულითა და გატაცებული ნივთებით. საბოლოოდ, კრებამ თითოეულ მათგანს შეუფარდა ბოიკოტი ერთი წლის ვადით. 
 
ერთ ბერძენ ვაჭარს ორმა კაცმა, რომლებმაც წაიღეს 1500 რუბლი წაართვა. ვაჭარმა იჩივლა სოფლის უხუცესებთან. მათ შექმნეს საგამოძიებო კომიტეტი და რამდენიმე დღეში დამნაშავეების იპოვეს და ფულიც. დამნაშავეები კვირა დღეს, წირვის შემდეგ ხალხის თვალწინ დასაჯეს: ისინი მიაბეს ეტლის სახელურებზე და ეტლი შეაბეს ორ ცხენს. მეეტლე შეჯდა კოფოზე და ცხენები გააჭენა. ამ დროს დამნაშავეები ვალდებულნი იყვნენ, ხმამაღლა ეყვირათ, რომ მათ გაიტაცეს ფული. ყაჩაღები ცოცხალმკვდარ მდგომარეობაში გაათავისუფლეს, თანხა დაუბრუნეს ვაჭარს, ხოლო თითოეული დამნაშავე თემის სასარგებლოდ დამატებით ორასი რუბლით დააჯარიმეს. 
 
მაკკენზი აღწერს კიდევ ერთ შემთხვევას, როცა ორმა ადამიანმა მოიპარა ძროხა. ისინიც ასევე სახალხოდ დასაჯეს კვირა დღეს, წირვის შემდგომ. დამნაშავეები დააკრეს მოპარული ცხენის ზურგზე, ხალხი ისროდა პისტოლეტიდან, რითიც აფრთხობდა ძროხას. ძლიერ შეშინებული ძროხა შეშლილივით დარბოდა, ხოლო დამნაშავეები ვალდებულნი იყვნენ ეყვირათ  „ჩვენ მოვიპარეთ ძროხა“.
 
მიუხედავად ამ პრიმიტიული მეთოდებისა, გურიის რესპუბლიკის პერიოდში, ძარცვა-გლეჯა და ავაზაკობა თითქმის მთლიანად ამოიძირკვა და წესრიგი დამყარდა. იგივე მაკკენზი წერდა:
 
ერთი გასაოცარი ნიშან-თვისება ამ აჯანყებისა იყო ის, რომ აჯანყებული მხარე დროებით უფრო უსაფრთხო გახდა ჩვეულებრივი მოგზაურისთვის, ვიდრე მანამდე იყო.
 
1905 წლის 1 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ თანახმად გურიის სახალხო სასამართლოს ადგილობრივი ჯიბგირები გაუსამართლებია. სასჯელს ქუჩა-ქუჩა სახედრებით ჩამოტარება და შერცხვენა წარმოადგენდა.

ხოლო მეფისნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვი ლუიჯი ვილარისთან ამბობდა, რომ გურული სასამართლო მართლმსაჯულებას ბევრად უფრო პატიოსნად და ეფექტურად ახორციელებდა, ვიდრე ამას სახელმწიფო სასამართლოები აკეთებენ.
 
მიყევით ბმულს - გრიგიოლ მახარაძე
мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати