USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Tbilisi
გურიაში სასულიერო პირებს პოლიციელებმა სასაფლაოების კურთხევა შეაწყვეტინეს და ტერიტორია დაატოვებინეს
Date:  571

საპატრიარქო ნებას აძლევს, პოლიციის უფროსი უკრძალავს - საფლავიდან გამოგდებული მღვდლები გაუგებრობაში არიან

გურიაში, მოიდანახეს სასაფლაოზე მისულ მამა ერმალაოსსა და მამა ლონგინოზს პოლიციელებმა ლოცვა შეაწყვეტინეს და ტერიტორია დაატოვებინეს.

"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე 30-მდე პოლიციელთან ერთად ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი გიორგი შარაშენიძეც იმყოფებოდა.

პოლიციის მაღალჩინოსანმა საპატრიარქოს მოწოდება არ გაითვალისწინა და მღვდლებს უთხრა რომ "შეზღუდვა ყველას ეხებოდა". არადა საპატრიარქო ხალხს მოუწოდებდა აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენილიყვნენ, საფლავების კურთხევას კი საკუთარ თავზე სასულიერო პირები აიღებდნენ.

არამგონია, სასაფლაოზე ერთი სასულიერო პირის შესვლის შემთხევაში რამე მომხდარიყო... ვიცოდი, რომ ჩვენ საფლავების კურთხევის უფლება გვქონდა. უნდა გვეკურთხებინა იმ ადამიანების საფლავები, რომლებიც მართლმადიდებლურად აღესრულენ. შარშანაც იყო რეგულაციები, მაშინაც იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები მობილიზებულები, მაგრამ შევდიოდი"- უთხრა "ტვ პირველს" მამა ერმალაოსმა.

მამა ლონგინოზის თქმით, საფლავების კურთხევა მრევლის გარეშე ხდებოდა.

გასაკვირია, რატომ ჩათვალეს, რომ არ უნდა შევსულიყავით სასაფლაოზე და შეგვაჩერებინეს საფლავების კურთხევა"- ამბობს სასულიერო პირი.

რაც შეეხება პოლიციის უფროსს, გიორგი შარაშენიძემ "პირველების" კორესპოდენტს უთხრა, რომ "აკრძალვა ეხება ყველას".

"რეგულაციები მიმდინარეობს, რომ მორჩება აკურთხონ მერე"- თქვა პოლიციის მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასაფლაოები დაიკეტა. ადგილზე კი პოლიციის წარმომადგენლები პატრულირებენ.

ამასთან, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ წინა კვირას თქვა, რომ აღდგომის დღესასწაულის დღეებში მღვდელმსახურები საფლავებზე მივიდოდნენ, აკურთხებენ და მოქალაქეების მისვლა საჭირო აღარ იქნებოდა.

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way