USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
გურამიშვილის გამზირზე, N36 კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Date:  739
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, N36 კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრზე მილები 191 გრძივ მეტრზე იცვლება.
 
მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
„აღნიშნულ მისამართზე სამი სადარბაზოს წყალარინების ქსელი იცვლება. კორპუსში 64 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა. ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
 
მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 28 394 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way