USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
გურამიშვილის გამზირის N28-თან სკვერის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
дата:  532
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება.
 
გურამიშვილის გამზირის N28-თან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
 
პროექტის მიხედვით, 1 000 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება.
 
დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები და საფეხმავლო ბილიკები; დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
 
რეკრეაციულ სივრცეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს წევრი ალექსანდრე ხუჯაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
 
გურამიშვილის გამზირის N28-თან მდებარე სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 250 000 ლარია გათვალისწინებული.
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати