USD 2.7166
EUR 3.1483
RUB 3.3710
თბილისი
გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
თარიღი:  387

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N26-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

„ამ სივრცეში დაგეგმილია განათების სისტემის, საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურების, სპორტული და საბავშვო მოედნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნის მოწყობა. ასევე, განთავსდება საპარკო ავეჯი და მოეწყობა მაგიდის ჩოგბურთის სივრცე. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საუბნო პარკები და სკვერები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„თბილისს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. გვახსოვს წლები, როდესაც აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება იყო ამ საკითხის მიმართ: ხდებოდა პარკების და სკვერების გასხვისება და იქ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები - შენდებოდა კორპუსები, ბიზნესცენტრები და ასე შემდეგ, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

უამრავი სკვერი, რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანია გასხვისებული, რომელთა დაბრუნებაც მოგვიწია, ისევ თქვენი ფულით, იმ თანხებით, რასაც ბიუჯეტში იხდით. წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო, დღესაც გვიწევს ამ სივრცეების დაბრუნება ქალაქისთვის.

ამ ყველაფერს გავაგრძელებთ, რადგან ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს სჭირდება სუფთა გარემო, რეკრეაცია, პარკები, სკვერები. შემთხვევითი არ არის, რომ ყველა რეაბილიტირებული სივრცე, რომელიც კეთილმოწყობილია, სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის