USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Тбилиси
გურამ მაჭარაშვილი - პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ დავით-გარეჯის საქმე - ამას არ შეიძლება პოლიტიკა დავუკავშიროთ, რასაც, სამწუხაროდ, მიმართავენ ჩვენი ოპონენტები
дата:  535

პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ დავით-გარეჯის საქმე; ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და ღირებულების საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს დავით გარეჯზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მისი აზრით, ჯობდა ივერი მელაშვილი მედიასთან საერთოდ არ გამოჩენილიყო და პროცესი ადვოკატებს წარემართათ, რადგან მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ „მელაშვილმა საჯაროდ აღიარა ის დანაშაული, რაზეც პროკურატურა მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობდა“.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ დავით-გარეჯის საქმე. ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და ღირებულების საკითხი. ამას არ შეიძლება პოლიტიკა დავუკავშიროთ, რასაც, სამწუხაროდ, მიმართავენ ჩვენი ოპონენტები. რაც შეეხება კონკრეტულად გარეჯის საკითხს, იცით, რომ პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ კარგად და სრულყოფილად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია საჯაროდ, თუ რატომ მოითხოვა პატიმრობის ნაცვლად გირაო აღკვეთის ღონისძიების სახით. ამ ორი მოქალაქისგან მათ სრულყოფილად მიიღეს ყველა ის ინფორმაცია და მტკიცებულება, რასაც დანაშაულის დამტკიცებისთვის თვლიდა საჭიროდ. აქედან გამომდინარე, ამ ორი მოქალაქის ყოფნა პატიმრობაში მათი ინტერესის სფერო აღარ იყო. რაც შეეხება კონკრეტულად სასამართლოს და გამოძიების პროცესს, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება და რა გადაწყვეტილებასაც სასამართლო გამოიტანს, ამას ვნახავთ. კონკრეტულად რაც შეეხება ბატონი ივერი მელაშვილს განცხადებას, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან საჯაროდ აღიარა ის, რაზეც ამ ორი თვის თუ დიდი ხნის განმავლობაში პროკურატურა ცდილობდა, რომ მოეპოვებინა ეს მტკიცებულებები. რაც შეეხება სასულიერო პირებს, ბატონმა ივერიმ ჩართო ამ პროცესში და საკმაოდ ცუდად მოიხსენია სასულიერო პირები. მგონი, სჯობდა, ის საერთოდ არ გამოჩენილიყო საჯაროდ და პროცესი წარემართათ ადვოკატებს. თუმცა, ის, რომ დაზიანდა მისი ეს გამოსვლა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია. არავინ არ სთხოვდა მას გამოსულიყო და საჯაროდ ეღიარებინა იმ დოკუმენტის არარსებობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ იქნებოდა გამოყენებული. ის, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს, არა მხოლოდ საპატრიარქო, მეც და საქართველოს მოქალაქეების თხოვნა და მოთხოვნაცაა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 20 000-20 000 ლარიანი გირაოთი რამდენიმე დღის წინ შეუცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

ამასთან, საპატრიარქოს პოზიციით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ მართლა, ასხვისებს თუ არა ვინმე სახელმწიფოს მიწებს.

область
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати