USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
გუგა ქაშიბაძე - ლეღვის ფოთლების ნახარში და დამწვრობა არის ერთი და იგივე
дата:  284

მესმის, რომ რუჯი მოდაშია, გოგოებს მოსწონთ გარუჯული ბიჭები, ბიჭებს მოსწონთ გარუჯული გოგოები, მაგრამ შეიძლება გაცილებით უფრო ცივილურად მივიღოთ რუჯი, გამოვიყენოთ რეკომენდაციები, თუნდაც მზისგან დამცავი კრემები, რადგან მზისგან დამცავი კრემის გარეშე გასვლა ფაქტობრივად იგივეა, რაც საცურაო კოსტიუმის გარეშე გასვლა, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წელს დამწვრობის ცენტრში ლეღვის ნახარშით დამწვარი პაციენტები ჯერჯერობით არ მიუღიათ და ცენტრის ყველა თანამშრომელს იმედი აქვს, რომ მსგავსი შემთხვევა წელს არ დაფიქსირდება. მისივე თქმით, წელს ამ პრაქტიკის იუბილეა.

„წელს 10 წელი სრულდება, გარკვეული იუბილეა, ძალიან ბევრ ტრადიციას ამდენი ხანი არ გაუძლია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდება. ლეღვი შეიძლება მივირთვათ ან ხილად, ან ხილფაფად, ან მურაბად. ყოველ შემთხვევაში, მისი ფოთლების ნახარშის წასმა და დამწვრობის ცენტრის მონახულება არის ერთი იგივე. მცდელობის დასაწყისშივე ეს ყველაფერი მთავრდება დამწვრობის ცენტრის მონახულებით. ლეღვის ფოთლების ნახარში და დამწვრობა არის ერთი და იგივე. ლეღვის ფოთლები რუჯთან არც პირდაპირ, არც ირიბად დაკავშირებული არ არის. ჩვენი ყველანაირი მცდელობა წყალში იქნება ჩაყრილი“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати