USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
გუდაუთაში რუსი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა
Date:  984

ოკუპირებულ გუდაუთაში რუსი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.

,,ფსოუ-ენგურის გზატკეცილის 85-ე კილომეტრზე, სოფელ ფსირტშასთან, ერთმანეთს მერსედესისა და ტოიორას მარკის ავტომობილები შეეჯახა. ინციდენტის შესახებ სიგნალი საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 02:49 საათზე მიიღო”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობილია, რომ ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way