USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
გუდაურში ახალი საბაგიროების ასაშენებლად, მთავრობამ Doppelayer-ს ავანსად 20 მილიონზე მეტი ჩაურიცხა
Date:  924

წყარო: https://bm.ge/

გუდაურში ორი ახალი საბაგირო გზა აშენდება, - ამის შესახებ ავსტრიულ კომპანია Doppelmayr-თან გაფორმებული კონტრაქტებიდან ირკვევა. პროექტი კურორტის ტურისტული მიმზიდველობის გასაზრდელად ხორციელდება და მის შედეგად, სათხილამურო ტრასების გამტარიანობა საათში 1,800 მოთხილამურით გაიზრდება. დამკვეთი  ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA-ია, რომელმაც Doppelmayr-თან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. საბაგიროები 2023-24 წლის სეზონზე უნდა ამოქმედდეს. 

პირველი საბაგიროს მშენებლობა 33,951,900 ლარი დაჯდება, ხოლო მეორეს ღირებულება 32,481,300 ლარია. შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ორივე კონტრაქტში 10-10 მილიონი კომპანიას ავანსად სექტემბერში ჩაერიცხა, შემდეგ კი დამატებით 2-2 მილიონი ლარი გადაირიცხა. 

გუდაურში ამჟამად გონდოლას ტიპის მხოლოდ ერთი საბაგირო ფუნქციონირებს, რომელიც MTA-ს განმარტებით, ზამთრის სეზონზე მუდმივად გადატვირთულია და მოთხოვნას ვერ პასუხობს. 

"ვარცლას მთაზე სავარძლის ტიპის 2 (ორი) ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტ გუდაურში სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებას, არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და შესაბამისად, კურორტის პოპულარობის გაზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. 

ვიზიტორთა მზარდი ოდენობის და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ახალ გუდაურში მოეწყოს სავარძლის ტიპის საბაგირო გზები.

კომპანიის მიერ, შემუშავდა ტექნიკური დავალება და განისაზღვრა ის კრიტერიუმები და მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს 2 (ორი) საბაგირო გზის მოწყობა დაახლოებით 1249 და 1369 მეტრი სიგრძის, რომელიც დაიწყება ახალი გუდაურიდან და დასრულდება კუდების წინა ფერდზე, 6 ადგილიანი ფარიანი („ბაბლიანი“) საბაგიროებით, გამტარუნარიანობით არანაკლებ 1800 კაცი საათში,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way