USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Тбилиси
გუდამაყრის N2 საცხოვრებელ კორპუსთან ასფალტის საფარი დაიგო
дата:  788
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
 
გუდამაყრის N2 საცხოვრებელ კორპუსთან 1 800 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ბორდიურები.
საგზაო სამუშაოებამდე მისამართზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, საცხოვრებელი კორპუსი ბრტყელი სახურავით გადაიხურა.
 
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო.
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати