გრიპი ადვილად გადამდები, სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელსაც გრიპის ვირუსი იწვევს. არსებობს A ტიპის, B ტიპის, C ტიპისა და D ტიპის გრიპის ვირუსი, რომელთაგანაც პირველი სამი ადამიანებს აავადებს, D ტიპის ვირუსით ადამიანის დაავადების შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის, თუმცა მიჩნეულია, რომ დაავადების გამოწვევის პოტენციალი მასაც აქვს.
ადამიანებს ერთ დროს ეგონათ, რომ ეს დაავადება ცაზე იუპიტერისა და სატურნის შეერთებით იყო გამოწვეული. ალტერნატიულ მიზეზებად სახელდებოდა მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევები და ცხოველების გახრწნილი სხეულები.
პირველად გრიპის ვირუსის სიმპტომები 2 400 წლის წინ ჰიპოკრატემ აღწერა. გრიპს კაცობრიობის ისტორიაში ეპიდემია მრავალჯერ გამოუწვევია, თუმცა ისტორიული მონაცემების ინტერპრეტირება და ზუსტი რიცხვების დასახელება რთულია, რადგან გრიპის ვირუსის სიმპტომები სასუნთქი გზების სხვა დაავადებების სიმპტომებს საკმაოდ წააგავს.
ვირუსი პირველად რუსმა ბოტანიკოსმა ივანოვსკიმ აღმოაჩინა 1892წ. ივანოვსკი იკვლევდა თამბაქოს მოზაიკურ დაავადებას. მან ივარაუდა, რომ დაავადების გამომწვევი ბაქტერია უნდა ყოფილიყო. მან დაავადებული თამბაქოს ფოთლის ექსტრაქტი ისეთ ფილტრში გაატარა,რომელიც ბაქტერიებს არ ატარებდა.ფილტრზე მიკროსკოპით მეცნიერმა ვერაფერი დაინახა. სამაგიეროდ, ფილტრში გატარებულმა ექსტრაქტმა, რომელიც მან ჯანმრთელ თამბაქოს შეაზილა, თამბაქოს მოზაიკური დაავადება გამოიწვია.
1898წ. ჰოლანდიელმა მეცნიერმა ბეიერინკმა შემოიტანა ახალი ტერმინი_ ვირუსი (შხამი), რათა დაეხასიათებინა მცენარეული ექსტრაქტის ინფექციური თვისებები.
1939 წელ ახლადშექმნილი ელექტრონული მიკროსკოპით ვირუსის პირველი სურათი გადაიღეს. ამის შემდეგ მეცნიერებმა გრიპის ვირუსის იზოლირება მალევე მოახდინეს. დღეს კი ვირუსების არსებობის შესახებ ცნობილია და ისიც ვიცით, რომ ისინი გენეტიკური კოდისა და ცილოვანი გარსისგან შედგებიან.
გრიპის პანდემიის პირველი დეტალური აღწერა 1580 წელს მოხდა. ამ დროს ეპიდემია რუსეთში დაიწყო, შემდეგ კი აფრიკასა და ევროპაში გავრცელდა. რომში გრიპმა 8 000 ადამიანი მოკლა, სანაპიროზე არსებული რამდენიმე ესპანური ქალაქის მოსახლეობა კი თითქმის სრულად გაწყდა. მე-17 და მე-18 საუკუნეებში გრიპის პანდემიებმა თავი კიდევ რამდენჯერმე იჩინეს.
სავარაუდოა, რომ დაავადება ამერიკაშიც ევროპელმა კოლონიალისტებმა ჩაიტანეს, რადგან აღსანიშნავია, რომ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 1493 წელს, სწორედ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით დაიღუპა.
"ესპანური ვირუსი" ("ისპანკა") - H1N1
1918 წლის სექტემბერში, იმხანად უცნობი ვირუსის გავრცელებით კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პანდემია დაიწყო, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს მას "ესპანური ვირუსის" სახელით ვიცნობთ, ის წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის კარგად ცნობილი "ღორის გრიპის" გენეტიკურ სახესხვაობას.
არსებული მონაცემებით, "ესპანურმა ვირუსმა", სავარაუდოდ, უფრო მეტი ადამინი შეიწირა, ვიდრე პირველმა და მეორე მსოფლიო ომმა ერთად. მისი გავრცელების ზუსტი პირველი წყარო დღემდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ამერიკის ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფში გაჩნდა და შემდეგ მთლიან ევროპას მოედო. მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით 550 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც დედამიწის იმჟამინდელი მოსახლეობის დაახლოებით 29,5%-ს შეადგენდა.
სასიკვდილო ვირუსს, არაოფიციალური მონაცემებით, 16 კვირაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მისი გავრცელების პერიოდში მსოფლიოში ვირუსებთან ბძოლისთვის უკვე არაერთი ვაქცინა იყო შექმნილი, თუმცა "ესპანურ ვირუსს" ვერცერთი გაუმკლავდა, მოგვიანებით მოხერხდა და "ესპანური ვირუსის" შესაბამისი ვაქცინაც შეიმუშავეს.
"აზიური ვირუსი" - "H2N2"
1957 წელს მსოფლიოში კიდევ ერთი ვირუსი გავრცელდა. თავდაპირველად მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ის "ესპანური ვირუსის" მსგავსი იყო, თუმცა გენეტიკური გაშიფვრის შემდეგად მას "H2N2" დაარქვეს და ის ახალი ვირუსის სახელით შევიდა ისტორიაში. საყოფაცხოვრებო დონეზე კი "აზიურ ვირუსად" მოიხსენებდნენ. არსებული ინფორმაციით, მისი გავრცელების პირველი წყარო გარეული იხვი ან სხვა გარეული ფრინველები უნდა ყოფილიყო. ვირუსი ელვის სისწრაფით მოედო სინგაპურს, ჰონკ კონგსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. მარტო ამერიკაში 69 800 მოქალაქე შეეწირა ვირუსს, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2 მილიონს მიაღწია. მეცნიერებმა ვირუსის მეორე ტალღის აგორებამდე "აზიური გრიპისთვის" შესაბამისი ვაქცინა გამოიგონეს და მისი მკურნალობის მეორე მეთოდს - ანტიბიოტიკებსაც მიაკვლიეს.
"ზიკას ვირუსი"
ზიკას ვირუსი ეს არის გლავივირუსთა ჯგუფის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ტროპიკულ ციებასა და ყვითელ ციებ-ცხელებას მოიცავს. ვირუსი პირველად 1960-80-იან წლებში აფრიკის, ამერიკისა და აზიის ტერიტორიაზე გაჩნდა, ამ პერიოდში ჯანმრთელობის სერიოზული გართულების და ეპირდემიის საფრთხე არ იყო, თუმცა ჩატარებული ანალიზებით დადგინდა, რომ ვირუსის მატარებელი გენი აფრიკის ამერიკისა და აზიის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰქონდა.
2007 წელს ვირუსის ხელმეორე ტალღა დაიწყო წყნარი ოკეანის კუნძულ იაპიზე. ამ წელს კუნძულის 3 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის 70%-ზე მეტი დაინფიცირდა, ვირუსი განსაკუთრებით სარისკო ორსული ქალებისთვის იყო. პირველ ჯერზე დაინფიცირდა 14 ადამიანი შემდეგ კი ეს რიცხვი 5000-მდე გაიზარდა.
2013 წელს კი ზიკას კიდევ ერთმა ტალღამ საფრანგეთსა და მის შემოგარენში იფეთქა, დაინფიცირდა 30 000 ადამიანი. ზიკას ვირუსი "Aedes" გვარის კოღოს გადაჰქონდა, ისინი ნაკბენით აინფიცირებდნენ სისხლის უჯრედებს და ერთი დაინფიცირებული ადამიანის კბენა 5 სხვა ადამიანს აინფიცირებდა, დაინფიცირების შემთხვევა მძიმე იყო მცირეწლოვან ბაშვებსა და ორსულებში, რადგან სიმპტომები უფრო მწვავედ და ხანგძლივად ვლინდებოდა.
2016 წლის იანვარში ვირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და წყნარი ოკეანის კუნძულებს მოედო. ზიკას სიმპტომები იყო, გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი, რომელიც 2-დან 7 დღემდე გრძელდებოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2016 წელს 18 ნოემბერს ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
მარბურგის ვირუსი - "ჰემორაგიული ცხელება"
მიუხედავად იმისა, რომ მარბურგის ვირუსი გავრცელებულია ყველაზე მეტად აფრიკაში, ის პირველად გასული საუკუნის 60-იან წლებში ევროპაში, კერძოდ გერამნიის ქალაქებში - მარბურგსა და ფრანკფურტში დააფიქსირეს, ასევე ერთ ადამიანს იკვლევდნენ იმჟამინდელი იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადშიც. მისი ძრითადი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრებისა და ყელის ტკივილი, დიარეა და პირღებინება იყო. მაღალინფექციურია და გადამდები ადამიანიდან ადამიანზე ბიოლოგიური სითხეების, დაბინძურებული ნივთების და ნეშტების მეშვეობით. მისი გავრცელება ევროპაში "მცირე ეპიდემიის" სახით შევიდა ისტორიაში. ვირუსი მორფოლოგიურად ენათესავება ებოლას.
ვირუსი 21-ე საუკუნის მიჯნაზე ხელახლა გავრცელდა, ამჯერად აფრიკის კონტინენტზე და ის ამ საუკუნის ერთ-ერთ საფრთხის შემცველ ვირუსად დასახელდა. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მარბურგის ვირუსით 154 დაინფიცირების შემთხვევიდან 128 გარდაცვალებით დასრულდა. 2004 წელს მარბურგის ვირუსით კიდევ 252 ადამიანი დაინფიცირდა.
დღესდღეობით მასთან საბრძოლველი ანტივირუსული თერაპია ან ვაქცინა არ არსებობს, თუმცა ებოლას ინტენსიური კვლევისა და მისი საწინააღმდეგო მკურნალობის შემუშავების პროცესში, მარბურგის ვირუსთან გამკლავებაც უფრო ეფექტიანი გახდა.
ებოლას ვირუსი - EVD
2014-2016 წლებში ებოლას ვირუსი დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა, თუმცა ვირუსის გავრცელების ნიშნები უფრო ადრე, 1976 წელსაც დაფიქსირდა აფრიკაში. ამ ვირუსს მიახლოებით 11 300 ადამიანი შეეწირა, მეცნიერები ზუსტად ვერ ადგენენ საიდან გაჩნდა ის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ებოლაც სწორედ ცხოველებისგან მოდის, კერძოდ, ღამურებმა ვირუსი პრიმატებს გადასდეს, შედეგ კი ეს ადამიანებსაც მოედოთ. ვირუსი მაღალ ტემპერატურას, სხეულის უეცარ და ძლიერ სისუსტესა და ორგანიზის შინაგან და გარეგან სისხლდენას იწვევდა.
ებოლას პირველი შემთხვევა კონგოსა და სუდანში დაფიქსირდა და სახელწოდება მდინარე ებოლას მიხედვით შეარქვეს. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე შეხებით, ახლო კონტაქტითა და სისხლით გადადის. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა ებოლას ვირუსს ხშირ შემთხვევეში კუნთების სისუსტე, დიარეა და სისხლჩაქცევებიც ახლავს თან. ვირუსის გავრცელების რისკიდან გამომდინარე, 2016 წლის დეკემბრში მეცნერებმა 70-100% ვაქცინა შექმნეს, რომელიც ეფექტიანი გამოდგა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2014 წელს ებოლას ვირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ფრინველის, ქათმის გრიპი - H5N1
პირველად მე-20 საუკუნის დასასრულს 1997 წელს გამოჩნდა. ვირუსის პათოგენური ადგილი ჰონკ-კონგის ცხოვლების ფერმა და ცხოველთა მაღაზია იყო და მისმა გავრცელებამ ფრინველთა და ცხოველთა ექსპორტის მკვეთრი შემცირება და ქვეყნის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. საწყის ეტაპზე ვირუსთან უშუალო კონტაქტი 18 ადამანს ჰქონდა, საიდანაც 6 გარდაიცვალა. ვირუსი ხელახლა 2003 წელს გაჩნდა ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში და იმავე წელს დაავადებულების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო. ამ დასახელების ვირუსმა რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი, თუმცა მასიური გავრცელება არ მომხდარა, თუმცა საქართველოში დღემდე მწარედ ახსოვთ ნაახალწლევს ჯანდაცვის იმჟამინდელი მინისტრის სატელევიზიო გამოსვლა, როდესაც "ქათმის გრიპის" საფრთხეზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ყოველ მესამე ადამიანს სიკვდილი ემუქრებოდა.
"ღორის გრიპი" - "H1N1"
მე-20 საუკუნეში ეს ვირუსი სხვა სახელით არსებობდა, 2009 წლის აპრილში კი "ღორის გრიპის" სახელით მოევლინა საზოგადოებას. პირველადმა ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ვირუსი მსგავსი იყო იმ ვირუსისა, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდებოდა, თუმცა შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც იყო. აღნიშნული გრიპის ვირუსი 4 გენის მატარებელი იყო. "ღორის გრიპით" გარდაცვლილთა რაოდენობის ზუსტი რიცხვი ჯერ დაუზუსტებელია და დაახლოებით 150 000-დან 575 000 -მდე მერყეობს.
ვირუსი ებოლასა და მარბურგის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდებოდა: თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე, დიარეა, მაღალი ტემპერატურა და ზოგ შემთხვევაში ღებინების შეგრნძნებაც. ვირუსი მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებს და 75-100 C-ზე კვდება. ღორის გრიპთან საბრძოლველად ვაქცინა არ გამოუგონებიათ, თუმცა მკურნალობის სხვა ალტერნატული ხერხებით შეძლეს მისი დამარცხება, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით და სხვა. 2009 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "ღორის გრიპი" გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.