USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Tbilisi
გრიპის ვირუსი - რა ხდებოდა ახალი კორონავირუსის გამოჩენამდე
Date:  2331

გრიპი ადვილად გადამდები, სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელსაც გრიპის ვირუსი იწვევს. არსებობს A ტიპის, B ტიპის, C ტიპისა და D ტიპის გრიპის ვირუსი, რომელთაგანაც პირველი სამი ადამიანებს აავადებს, D ტიპის ვირუსით ადამიანის დაავადების შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის, თუმცა მიჩნეულია, რომ დაავადების გამოწვევის პოტენციალი მასაც აქვს.

 ადამიანებს ერთ დროს ეგონათ, რომ ეს დაავადება ცაზე იუპიტერისა და სატურნის შეერთებით იყო გამოწვეული. ალტერნატიულ მიზეზებად სახელდებოდა მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევები და ცხოველების გახრწნილი სხეულები.

 პირველად გრიპის ვირუსის სიმპტომები 2 400 წლის წინ ჰიპოკრატემ აღწერა. გრიპს კაცობრიობის ისტორიაში ეპიდემია მრავალჯერ გამოუწვევია, თუმცა ისტორიული მონაცემების ინტერპრეტირება და ზუსტი რიცხვების დასახელება რთულია, რადგან გრიპის ვირუსის სიმპტომები სასუნთქი გზების სხვა დაავადებების სიმპტომებს საკმაოდ წააგავს.

Топ 10: Самые знаменитые эпидемии в истории (10 фото) ვირუსი პირველად რუსმა ბოტანიკოსმა ივანოვსკიმ აღმოაჩინა 1892წ. ივანოვსკი იკვლევდა თამბაქოს მოზაიკურ დაავადებას. მან ივარაუდა, რომ დაავადების გამომწვევი ბაქტერია უნდა ყოფილიყო. მან დაავადებული თამბაქოს ფოთლის ექსტრაქტი ისეთ ფილტრში გაატარა,რომელიც ბაქტერიებს არ ატარებდა.ფილტრზე მიკროსკოპით მეცნიერმა ვერაფერი დაინახა. სამაგიეროდ, ფილტრში გატარებულმა ექსტრაქტმა, რომელიც მან ჯანმრთელ თამბაქოს შეაზილა, თამბაქოს მოზაიკური დაავადება გამოიწვია.

 1898წ. ჰოლანდიელმა მეცნიერმა ბეიერინკმა შემოიტანა ახალი ტერმინი_ ვირუსი (შხამი), რათა დაეხასიათებინა მცენარეული ექსტრაქტის ინფექციური თვისებები.

 1939 წელ ახლადშექმნილი ელექტრონული მიკროსკოპით ვირუსის პირველი სურათი გადაიღეს. ამის შემდეგ მეცნიერებმა გრიპის ვირუსის იზოლირება მალევე მოახდინეს. დღეს კი ვირუსების არსებობის შესახებ ცნობილია და ისიც ვიცით, რომ ისინი გენეტიკური კოდისა და ცილოვანი გარსისგან შედგებიან.

გრიპის პანდემიის პირველი დეტალური აღწერა 1580 წელს მოხდა. ამ დროს ეპიდემია რუსეთში დაიწყო, შემდეგ კი აფრიკასა და ევროპაში გავრცელდა. რომში გრიპმა 8 000 ადამიანი მოკლა, სანაპიროზე არსებული რამდენიმე ესპანური ქალაქის მოსახლეობა კი თითქმის სრულად გაწყდა. მე-17 და მე-18 საუკუნეებში გრიპის პანდემიებმა თავი კიდევ რამდენჯერმე იჩინეს.

 სავარაუდოა, რომ დაავადება ამერიკაშიც ევროპელმა კოლონიალისტებმა ჩაიტანეს, რადგან აღსანიშნავია, რომ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 1493 წელს, სწორედ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით დაიღუპა.

 "ესპანური ვირუსი" ("ისპანკა") - H1N1

1918 წლის სექტემბერში, იმხანად უცნობი ვირუსის გავრცელებით კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პანდემია დაიწყო, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს მას "ესპანური ვირუსის" სახელით ვიცნობთ, ის წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის კარგად ცნობილი "ღორის გრიპის" გენეტიკურ სახესხვაობას.

 Топ 10: Самые знаменитые эпидемии в истории (10 фото)არსებული მონაცემებით, "ესპანურმა ვირუსმა", სავარაუდოდ, უფრო მეტი ადამინი შეიწირა, ვიდრე პირველმა და მეორე მსოფლიო ომმა ერთად. მისი გავრცელების ზუსტი პირველი წყარო დღემდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ამერიკის ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფში გაჩნდა და შემდეგ მთლიან ევროპას მოედო. მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით 550 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც დედამიწის იმჟამინდელი მოსახლეობის დაახლოებით 29,5%-ს შეადგენდა.

სასიკვდილო ვირუსს, არაოფიციალური მონაცემებით, 16 კვირაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მისი გავრცელების პერიოდში მსოფლიოში ვირუსებთან ბძოლისთვის უკვე არაერთი ვაქცინა იყო შექმნილი, თუმცა "ესპანურ ვირუსს" ვერცერთი გაუმკლავდა, მოგვიანებით მოხერხდა და "ესპანური ვირუსის" შესაბამისი ვაქცინაც შეიმუშავეს.

"აზიური ვირუსი" - "H2N2"

1957 წელს მსოფლიოში კიდევ ერთი ვირუსი გავრცელდა. თავდაპირველად მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ის "ესპანური ვირუსის" მსგავსი იყო, თუმცა გენეტიკური გაშიფვრის შემდეგად მას "H2N2" დაარქვეს და ის ახალი ვირუსის სახელით შევიდა ისტორიაში. საყოფაცხოვრებო დონეზე კი "აზიურ ვირუსად" მოიხსენებდნენ. არსებული ინფორმაციით, მისი გავრცელების პირველი წყარო გარეული იხვი ან სხვა გარეული ფრინველები უნდა ყოფილიყო. ვირუსი ელვის სისწრაფით მოედო სინგაპურს, ჰონკ კონგსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. მარტო ამერიკაში 69 800 მოქალაქე შეეწირა ვირუსს, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2 მილიონს მიაღწია. მეცნიერებმა ვირუსის მეორე ტალღის აგორებამდე "აზიური გრიპისთვის" შესაბამისი ვაქცინა გამოიგონეს და მისი მკურნალობის მეორე მეთოდს - ანტიბიოტიკებსაც მიაკვლიეს.

 "ზიკას ვირუსი"

ზიკას ვირუსი ეს არის გლავივირუსთა ჯგუფის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ტროპიკულ ციებასა და ყვითელ ციებ-ცხელებას მოიცავს. ვირუსი პირველად 1960-80-იან წლებში აფრიკის, ამერიკისა და აზიის ტერიტორიაზე გაჩნდა, ამ პერიოდში ჯანმრთელობის სერიოზული გართულების და ეპირდემიის საფრთხე არ იყო, თუმცა ჩატარებული ანალიზებით დადგინდა, რომ ვირუსის მატარებელი გენი აფრიკის ამერიკისა და აზიის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰქონდა.

2007 წელს ვირუსის ხელმეორე ტალღა დაიწყო წყნარი ოკეანის კუნძულ იაპიზე. ამ წელს კუნძულის 3 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის 70%-ზე მეტი დაინფიცირდა, ვირუსი განსაკუთრებით სარისკო ორსული ქალებისთვის იყო. პირველ ჯერზე დაინფიცირდა 14 ადამიანი შემდეგ კი ეს რიცხვი 5000-მდე გაიზარდა.

 2013 წელს კი ზიკას კიდევ ერთმა ტალღამ საფრანგეთსა და მის შემოგარენში იფეთქა, დაინფიცირდა 30 000 ადამიანი. ზიკას ვირუსი "Aedes" გვარის კოღოს გადაჰქონდა, ისინი ნაკბენით აინფიცირებდნენ სისხლის უჯრედებს და ერთი დაინფიცირებული ადამიანის კბენა 5 სხვა ადამიანს აინფიცირებდა, დაინფიცირების შემთხვევა მძიმე იყო მცირეწლოვან ბაშვებსა და ორსულებში, რადგან სიმპტომები უფრო მწვავედ და ხანგძლივად ვლინდებოდა.

 2016 წლის იანვარში ვირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და წყნარი ოკეანის კუნძულებს მოედო. ზიკას სიმპტომები იყო, გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი, რომელიც 2-დან 7 დღემდე გრძელდებოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2016 წელს 18 ნოემბერს ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 მარბურგის ვირუსი - "ჰემორაგიული ცხელება"

მიუხედავად იმისა, რომ მარბურგის ვირუსი გავრცელებულია ყველაზე მეტად აფრიკაში, ის პირველად გასული საუკუნის 60-იან წლებში  ევროპაში, კერძოდ გერამნიის ქალაქებში - მარბურგსა და ფრანკფურტში დააფიქსირეს, ასევე ერთ ადამიანს იკვლევდნენ იმჟამინდელი იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადშიც. მისი ძრითადი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრებისა და ყელის ტკივილი, დიარეა და პირღებინება იყო. მაღალინფექციურია და გადამდები ადამიანიდან ადამიანზე ბიოლოგიური სითხეების, დაბინძურებული ნივთების და ნეშტების მეშვეობით. მისი გავრცელება ევროპაში "მცირე ეპიდემიის" სახით შევიდა ისტორიაში. ვირუსი მორფოლოგიურად ენათესავება ებოლას.

 ვირუსი 21-ე საუკუნის მიჯნაზე ხელახლა გავრცელდა, ამჯერად აფრიკის კონტინენტზე და ის ამ საუკუნის ერთ-ერთ საფრთხის შემცველ ვირუსად დასახელდა. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მარბურგის ვირუსით 154 დაინფიცირების შემთხვევიდან 128 გარდაცვალებით დასრულდა. 2004 წელს მარბურგის ვირუსით კიდევ 252 ადამიანი დაინფიცირდა.

დღესდღეობით მასთან საბრძოლველი ანტივირუსული თერაპია ან ვაქცინა არ არსებობს, თუმცა ებოლას ინტენსიური კვლევისა და მისი საწინააღმდეგო მკურნალობის შემუშავების პროცესში, მარბურგის ვირუსთან გამკლავებაც უფრო ეფექტიანი გახდა.

 ებოლას ვირუსი  - EVD

2014-2016 წლებში ებოლას ვირუსი დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა, თუმცა ვირუსის გავრცელების ნიშნები უფრო ადრე, 1976 წელსაც დაფიქსირდა აფრიკაში. ამ ვირუსს მიახლოებით 11 300 ადამიანი შეეწირა, მეცნიერები ზუსტად ვერ ადგენენ საიდან გაჩნდა ის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ებოლაც სწორედ ცხოველებისგან მოდის, კერძოდ, ღამურებმა ვირუსი პრიმატებს გადასდეს, შედეგ კი ეს ადამიანებსაც მოედოთ. ვირუსი მაღალ ტემპერატურას, სხეულის უეცარ და ძლიერ სისუსტესა და ორგანიზის შინაგან და გარეგან სისხლდენას იწვევდა.

 ებოლას პირველი შემთხვევა კონგოსა და სუდანში დაფიქსირდა და სახელწოდება მდინარე ებოლას მიხედვით შეარქვეს. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე შეხებით, ახლო კონტაქტითა და სისხლით გადადის. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა ებოლას ვირუსს ხშირ შემთხვევეში კუნთების სისუსტე, დიარეა და სისხლჩაქცევებიც ახლავს თან. ვირუსის გავრცელების რისკიდან გამომდინარე, 2016 წლის დეკემბრში მეცნერებმა 70-100% ვაქცინა შექმნეს, რომელიც  ეფექტიანი გამოდგა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2014 წელს ებოლას ვირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 Топ 10: Самые знаменитые эпидемии в истории (10 фото)ფრინველის, ქათმის გრიპი - H5N1

პირველად მე-20 საუკუნის დასასრულს 1997 წელს გამოჩნდა. ვირუსის პათოგენური ადგილი ჰონკ-კონგის ცხოვლების ფერმა და ცხოველთა მაღაზია იყო და მისმა გავრცელებამ ფრინველთა და ცხოველთა ექსპორტის მკვეთრი შემცირება და ქვეყნის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. საწყის ეტაპზე ვირუსთან უშუალო კონტაქტი 18 ადამანს ჰქონდა, საიდანაც 6 გარდაიცვალა. ვირუსი ხელახლა 2003 წელს გაჩნდა ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში და იმავე წელს დაავადებულების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო. ამ დასახელების ვირუსმა რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი, თუმცა მასიური გავრცელება არ მომხდარა, თუმცა საქართველოში დღემდე მწარედ ახსოვთ ნაახალწლევს ჯანდაცვის იმჟამინდელი მინისტრის სატელევიზიო გამოსვლა, როდესაც "ქათმის გრიპის" საფრთხეზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ყოველ მესამე ადამიანს სიკვდილი ემუქრებოდა.

 "ღორის გრიპი" -  "H1N1"

მე-20 საუკუნეში ეს ვირუსი სხვა სახელით არსებობდა, 2009 წლის აპრილში კი "ღორის გრიპის" სახელით მოევლინა საზოგადოებას. პირველადმა ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ვირუსი მსგავსი იყო იმ ვირუსისა, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდებოდა, თუმცა შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც იყო. აღნიშნული გრიპის ვირუსი 4 გენის მატარებელი იყო. "ღორის გრიპით" გარდაცვლილთა რაოდენობის ზუსტი რიცხვი ჯერ დაუზუსტებელია და დაახლოებით  150 000-დან 575 000 -მდე მერყეობს.

 ვირუსი ებოლასა და მარბურგის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდებოდა: თავის ტკივილი, ძლიერი სისუსტე, დიარეა, მაღალი ტემპერატურა და ზოგ შემთხვევაში ღებინების შეგრნძნებაც. ვირუსი მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებს და 75-100 C-ზე კვდება. ღორის გრიპთან საბრძოლველად ვაქცინა არ გამოუგონებიათ, თუმცა მკურნალობის სხვა ალტერნატული ხერხებით შეძლეს მისი დამარცხება, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით და სხვა. 2009 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "ღორის გრიპი" გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way