USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
გრიგოლეთის დარჩენილი მონაკვეთი დაგვიანებით გაიხსნება - კონტრაქტორს ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა
თარიღი:  363

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ გრიგოლეთის გზის დარჩენილი მონაკვეთი აპრილში არ გაიხსნება, რადგან კონტრაქტორს დაუდგინდა ხარვეზები, რომელთა გამოსწორებისთვისაც ერთ-ერთი ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა - ამის შესახებ მინისტრმა პირველ არხთან ისაუბრა.

„ხარისხთან მიმართებით კომპრომისი არ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, კომპანია ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო, მაგისტრალის მშენებლობა იქნება თუ საბავშვო ბაღის, მიდგომა ყველასთან ერთნაირი იქნება.

ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ხარვეზები კონკრეტულ ნაგებობასთან დაკავშირებით და კონტრაქტორი დავავალდებულეთ, რომ მოეხდინა რეაგირება’’.

მისივე თქმით, კონტრაქტორი ვალდებული გახდა აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟი და ხელახალი მშენებლობა განეხორციელებინა, რამაც პროექტის დასრულების ვადები გადაავადა.

„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა პროექტების დროულად განხორციელება, თუმცა სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე. ეს არის პრინციპული საკითხი“ -აღნიშნა მან.

გზის ამ მონაკვეთზე 2022 წლის სექტემბრიდან ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Hunan Road & Bridge Construction Group-ი მუშაობს და ის ბიუჯეტიდან 324.6 მილიონ ლარს იღებს. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 დეკემბერში გაიხსნა, ხოლო დარჩენილი 6 კილომეტრის გახსნამ 2026 წლის გაზაფხულამდე გადაიწია, ახლა კი ირკვევა, რომ ამ დარჩენილი მონაკვეთი უფრო გვიან გაიხსნება, ვიდრე აქამდე იყო დაანონსებული.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის