USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
გრიბოედოვის ქ. N16-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
Date:  181

მთაწმინდის რაიონში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე 20 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც მომავალ წელს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ.

„მთაწმინდის რაიონში, ალექსანდრე გრიბოედოვის N16-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ფასადს. ამაჟამად, შენობაში 20 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ავარიული შენობების განახლების პროცესში ბიზნესის ჩართულობას.

„აღნიშნული პროგრამა უკვე დიდი ხანია მუშაობს და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ქალაქში, სამწუხაროდ, ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. ასევე, არსებობს ძეგლები, რომელთაც განახლება სჭირდებათ. ჩვენ დავნერგეთ ახალი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ბიზნესის ჩართულობით მოვახდინოთ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების აღდგენა, განახლება, მოწესრიგება. თბილისის განვითარების ფონდი გარკვეულ პროექტებს უკვე ახორციელებს. მათ შორის, დაგეგმილია ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების სრული რეაბილიტაცია-განახლება, იქ არსებული შენობების მოწესრიგება. მათგან უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, თუმცა მარტო ფონდი ვერ მოაგვარებს იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ ავარიული სახლების მიმართულებით გვაქვს. ამიტომ ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ასევე, მოსახლეობას მოვუწოდებ, გამოიყენეთ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ და შეძლებთ, მოაგვაროთ არსებული პრობლემები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კერძო საკუთრებაში შეჭრილი მოქალაქეების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იქ მცხოვრები სამი ოჯახი უკვე დათანხმდა ქირით გაყვანაზე და ამისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

„მუნიციპალიტეტი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ იმ ოჯახებს, ვინც თბილისშია რეგისტრირებული და საცხოვრებელი ფართები არ აქვთ, მათ უზრუნველვყოფთ ქირით და ექნებათ ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, თუ ადამიანებს არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლები, ამასაც შესაბამისი პროცედურები აქვს. ჯერ უნდა მიიღოთ უსახლკაროს სტატუსი. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ სამგორის რაიონის გამგეობაში, სადაც დაგეხმარებიან, თუ რა საბუთები უნდა შეაგროვოთ და წარადგინოთ ჯანდაცვის სამინისტროში, რომ სტატუსი მიიღოთ. ამ სტატუსის მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტი შესაბამისი ქონებით დაგაკმაყოფილებთ, იქამდე კი ქირით იქნებით გაყვანილი. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები სამი ოჯახი უკვე დათანხმებულია ქირით გაყვანაზე და ამისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

ნუ მოუსმენთ არასწორ ინფორმაციებს, რადგან ხშირად ხდება მსგავსი შემთხვევების სათავისოდ გამოყენება, პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა, რეალობა ერთია, რომ მუნიციპალიტეტი, როგორც ადრე, ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას მათი ქირით გაყვანისთვის. ტყუილია, რომ თითქოს ამ ადამიანებს ქირით ერთი და სამი თვით გაყვანა შევთავაზეთ. ჩვენ ქირით გაგვყავს ერთი წელი, ხოლო ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულება თავიდან გაფორმდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way