"გრატოს სათბურებმა" თბილისში, კოსტავას #37-ში, “გრატო პასაჟში” გაყიდვების პუნქტი გახსნა, სადაც მომხმარებელი კომპანიის სათბურებში მოყვანილი სხვადასხვა მცენარის, მათ შორის შობის ვარსკვლავისა და შიდა ინტერიერის ყვავილების შეძენას შეძლებს.
როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი სოფო ჯორბანიძე bm.ge-სთან აცხადებს, ეს “გრატოს სათბურების” პირველი მაღაზიაა.
“ეს ჩვენი გაყიდვების პირველი ობიექტია, სადაც ჩვენ სათბურებში მოყვანილი მცენარეებია წარმოდგენილი, მათ შორის შობის ვარსკვლავი, რომელსაც საქართველოში მხოლოდ “გრატოს სათბურები” აწარმოებს; რაც შეეხება მაღაზიაში წარმოდგენილი მცენარეების ფასებს, ის 10 ლარიდან იწყება”, - აღნიშნავს სოფო ჯორბანიძე.
“გრატოს სათბურები”, რომელიც 15 ადამიანს ასაქმებს, 60-ზე მეტი სახეობის მცენარის მოყვანით არის დაკავებული. გარდა სათბურისა, კომპანიამ, დაახლოებით, 1 წელია, რაც სანერგე მეურნეობაც გააშენა.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.