USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
გორში სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერის შადრევნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თარიღი:  1017
გორში შადრევნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერის მთავარ და კასკადურ შადრევნებს უტარდება.
 
ირეცხება შადრევნის აუზი, გამოიცვლება და დამონტაჟდება ახალი ნათურები, სკვერის ცენტრალურ ნაწილში არსებული შადრევნების კასკადზე გაირეცხება მილები, რის შემდეგაც შესრულდება სამღებრო სამუშაოები.
 
სეზონური სამუშაოების ფარგლებში კეთილმოწყობის სააგენტო ქალაქში სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად, სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბალახის თიბვა, ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, მორწყვა, შეწამვლა და სხვა.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის